მონტევიდეო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
ხაზი 70:
[[კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია|კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით]], მონტევიდეოს ახასიათებს ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი. ქალაქს აქვს ცივი ზამთარი (ივნისიდან სექტემბრამდე), თბილ-ცხელი ზაფხული (დეკემბერიდან მარტამდე) და არასტაბილური გაზაფხული (ოქტომბერი და ნოემბერი);<ref name=Climate>{{cite web |url= http://traveltips.usatoday.com/climate-montevideo-uruguay-16170.html|title=About the Climate in Montevideo, Uruguay:Overview |accessdate=16 November 2010 |publisher= Traveltips}}</ref> ხშირია ჭექა-ქუხილი, თუმცა ტროპიკულ ციკლონებს აქ ვერ ვხვდებით. ნალექი რეგულარულად და თანაბრად მოდის მთელი წლის განმავლობაში და იგი დაახლოებით 950 მილიმეტრამდე აღწევს.<ref>{{Cite web|url=https://en.climate-data.org/america-del-sur/uruguay/montevideo/montevideo-3639/|title=Montevideo climate: Average Temperature, weather by month, Montevideo weather averages - Climate-Data.org|website=en.climate-data.org|access-date=20 September 2019}}</ref>
 
ზამთარი ზოგადად ცივი, ნალექიანი, ქარიანი და მოღრუბლულია. ოკეანის გავლენით ტემპერატურა სტაბილურია და ჩვეულებრივ, არ ეცემა —2 გრადუსზე ქვემოთ; ყინვებიც იშვიათია. სანაპიროდან რამდენიმე მილის დაშორებით ყინვები უფრო ხშირი და უფრო ცივია. ხშირია წვიმა და თოვლ-ჭყაპი, მაგრამ დიდი თოვლი იშვიათად ფიქსირდება, სულ ოთხი შემთხვევა იყო: 1850, 1853 და 1917 წლებში, ხოლო უკანასკნელად იგი 1930 წელს, [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1930|მსოფლიოს თასის]]<ref>{{cite web |url= https://www.fifa.com/worldcup/archive/edition=1/overview.html |title= 1930 FIFA World Cup Uruguay™ : Hosts Uruguay beat arch-rivals to first world crown |author= FIFA World Cup™ |publisher= FIFA World Cup™ |location= Zúrich, Suiza |accessdate= 14 July 2011 |archiveurl= https://web.archive.org/web/20090202113439/http://www.fifa.com/worldcup/archive/edition%3D1/overview.html |archivedate= 2 თებერვალი 2009 }}</ref> გახსნით შეხვედრისას დაფიქსირდა.
 
ზაფხული თბილ-ცხელი და ნოტიოა, სხვა სეზონებთან შედარებით ნაკლებად ქრის ქარი. ამ პერიოდში საღამოობით ხშირად ზღვიდან ქრის ქარი, რომელიც ცხელ ქალაქს აგრილებს.<ref name=Climate/> ჩრდილოეთის ცხელ ქარებს კონტინენტის ტროპიკული ნაწილიდან ტენიანი და ცხელი ჰაერის მასები მოაქვს. ჩვეულებრივ, თბილ პერიოდს მოსდევს სამხრეთ-დასავლეთის ცივი ჰაერის მასებით წარმოქმნილი ჭექა-ქუხილი, რაც ტემპერატურას საგრძნობლად ამცირებს. ეს ფენომენი რეგიონალურია და შეიძლება წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მონტევიდეო“-დან