კორინთული მუზარადი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:428 Corinthian helmet.jpg|მინი|287x287პქ|კორინთული მუზარადი]]
'''კორინთული მუზარადი''' — [[ძველი საბერძნეთი|ანტიკურ საბერძნეთში]] გავრცელებული ბრინჯაოს საბრძოლო თავსაბურავი, რომლის სახელიც მომდინარეობს ქალაქ-სახელმწიფო [[ძველი კორინთი|კორინთიდან]]. კორინთული მუზარადი მთლიანად ფარავდა თავს, ხოლო მუზარადის უკანა მხარეს მომრგვალებული დაბოლოება — კისრის არეს კეფამდე. მუზარადზე დატანებული იყო ღიობები თვალებისა და პირისთვის, რომელთა შორის ცხვირის საფარი იყო.
[[ფაილი:Greece from the Coming of the Hellenes to AD. 14, page 137, Pericles.jpg|მარცხნივ|მინი|[[პერიკლე|პერიკლეს]] ბიუსტი, ჰოპლიტები სწორედ ასე ატარებდნენ მუზარადს, როცა ბრძოლაში არ იყვნენ.]]
კორინთული მუზარადი ბერძენი [[ჰოპლიტი|ჰოპლიტების]] აღჭურვილობის განუყოფელი ნაწილი იყო. არასაბრძოლო სიტუაციაში ჰოპლიტები ჩაფხუტს ზევით წევდნენ და თავზე დახრილად ატარებდნენ, ისე, რომ სახე უჩანდათ და დისკომფორტი არ ექმნებოდათ. იმის მიუხედავად, რომ კორინთული მუზარადი კარგ დაცვას უზრუნველყოფდა, ბრძოლაში ორიენტაციისას ის მეომარს მხედველობისა და სმენის დაბრკოლებას მაინც უქმნიდა. ამიტომ დროთა განმავლობაში ბერძნებმა უფრო ღია და მსუბუქი, მაგალითად, [[თრაკიული მუზარადი|თრაკიული]] და [[ქალკიდური მუზარადი|ქალკიდური]], მუზარადების გამოყენება დაიწყეს, რომელთა დამზადება უფრო იაფიც ჯდებოდა და მებრძოლს ნაკლებად უზღუდავდა მხედველობასა და სმენას. ამის მიუხედავად, იტალო-კორინთული მუზარადები ახალი წელთაღრიცხვით I საუკუნემდე მაინც გამოიყენებოდა, მათ შორის რომაულ არმიაში.