დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 33:
სიუჟეტი ეფუძნება ნაწილობრივ ლეგენდარულ ამბავს სვეტიცხოველში 1010-იან წლებში ახალგაზრდა იდუმალი [[არქიტექტორი]]ს, [[არსუკისძე|კონსტანტინე არსუკიძის]] (რომანში — არსაკიძის) მოღვაწეობას. მოქმედება მიმდინარეობს მეთერთმეტე საუკუნეში და მოგვითხრობს [[გიორგი I (საქართველოს მეფე)|გიორგი პირველზე]]. გიორგი მრავალი დაუძლეველი პრობლემის წინაშე დგას, მათ შორისაა სხვადასხვა სამთო ტომების, [[ფხოვი]]ს ([[ფშავი]] და [[ხევსურეთი]]), პერიოდულად აჯანყება. გიორგი [[ქრისტიანობა|ქრისტიანია]], მაგრამ არა ისეთი მორწმუნე, როგორიც მისი მეუღლე [[მარიამ დედოფალი (საქართველო)|მარიამი]] და ყველაფერზეა წამსვლელი ფხოვის აჯანყებების ჩასახშობად. რომანის დასაწყისში მეფე გიორგის სტუმრობს მამამზე ერისთავი, რომელზეც მეფე ეჭვობს, რომ ის არის უფრო ჯაშუში და შეკრულია მთის ტომებთან. მამამზე დიდი ხანი იყო მეფე გიორგის მეგობარი და მოკავშირე, ამიტომ მისი აჯანყება ძალიან ამწუხრებს მეფეს. გიორგის აქვს სხვა პრობლემებიც. თბილისი ამ დროს არაბების ხელთაა, ხოლო ბიზანტიის იმპერატორ [[ბასილი II|ბასილ მეორეს]] მისი შვილი [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატი]] მძევლად აუყვანია.
 
მამამზეს შვილი, ჭიაბერი, აჯანყების ერთ-ერთ მთავარ ძალას წარმოადგენს, როგორც თალანგვათალაგვა კოლონკელიძე, კვეტარის მთავარი და მამა შორენასი, რომელიც არის ჭიაბერზე დანიშნული. [[მელქისედეკ I|მთავარეპისკოპოსი მელქისადეკი]] მიდის მამამზეს ციხესიმაგრეში, რათა დაარწმუნოს მთავრები და აღიარებინოს ქრისტიანობა. როცა ჭიაბერი მის ჯვარს ემთხვევა, მალევე დაიღუპება. არსებობს ეჭვი, რომ ჯვარი მოწამლეს. ზვიად ამირსპასალარი ამის შემდეგ მოახერხებს აჯანყების ჩახშობას და მეამბოხეთა დასჯას. გიორგი აგრძელებს საეკლესიო კამპანიას, თუმცა ამავდროულად ეკლესიების აშენების საწინააღმდეგოდ მიწისძვრები მოქმედებს, რომლებიც მრავლად იყო მეთერთმეტე საუკუნეში. მეფე ეკლესიების აშენებას მის მთავარ არქიტექტორს [[ფარსმან სპარსი|ფარსმან სპარსს]] (რომელიც არ არის სპარსი) ავალებს. ფარსმანს ჰქონდა უჩვეულო ცხოვრება. სხვადასხვა მიზეზის გამო მას მოუწია მრავალ ქვეყანაში მოგზაურობა და განათლების მიღება, შემდეგ კი დაუბრუნდა სამშობლოს.
 
ერთხელაც ნადირობისას მეფე ახალგაზრდა ლაზ ბიჭს წააწყდება და შემდეგ თან წაიყვანს. გიორგი დაინახავს არსაკიძის მხატვრულ ნიჭს და გადაწყვეტს მას ააშენებინოს სვეტიცხოველი ქართულ სტილში. ბედის ირონიით კოლონკელიძის ქალიშვილი შორენა (რომელიც არსაკიძეს უყვარს) მეფე გიორგის მოეწონება და ცოლად შერთვას გადაწყვეტს და როცა გაიგებს არსაკიძისა და შორენას ურთიერთობის შესახებ, ახალგაზრდა არქიტექტორს მარჯვენა ხელს მოკვეთავს. შორენა კი ამის შემყურე თავს მოიკლავს.