სოციოლინგვისტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 26:
 
==სოციოლინგვისტიკის ძირითადი ცნებები==
===ენობრივი საზოგადოება===
[[ენობრივი საზოგადოება]] არის გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც საერთო აქვთ მეტყველება და მისი გამოყენების გზები.
 
ენობრივი საზოგადოება შეიძლება იყოს გარკვეული პროფესიის ხალხისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც საერთო [[ჟარგონი|ჟარგონს]] იყენებენ, სტუდენტები, უფრო მცირე დაჯგუფებები, როგორიცაა მეგობრების წრე, ოჯახი და ა.შ. ხირად ენობრივ საზოგადოებას ქმნის ინტერნეტფორუმები და ჩატები. ენობრივი საზოგადოების წევრები ხშირად ავითარებენ გარკვეულ ჟარგონსა თუ [[სლენგი|სლენგს]].
 
===მაღალი და დაბალი პრეტიჟის ცვლილებები===
პრესტიჟის ცნება სოციოლინგვისტურ ანალიზში ცენტრალურია. ზოგიერთ ენობრივ ქმედებას მინიჭებული აქვს დადებითი ან უარყოფითი ღირებულება. ეს შეიძლება ხორციელდებოდეს სხვადასხვა დონეზე: ინდივიდუალური ბგერა/[[ფონემა|ფონემიდან]] დაწყებული მთლიანად მეტყველების არჩევით დამთავრებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციოლინგვისტური თეორია უკავშირდება იმას, რომ მოსაუბრე საუბრის დროს გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ირჩევს ამა თუ იმ ენობრივ ვარიანტს.
 
===სოციალური ქსელი===
მეტყველების გაგება ნიშნავს ასევე იმ სოციალური ქსელის გაგებას, რომელშიც აღნიშნული მეტყველება იხმარება. სოციალური ქსელი შეიძლება განხილულ იქნას როგორც ქვეყნისა თუ ქალაქის მაკრო დონეზე, ასევე მეზობლობისა თუ ოჯახის ინტერ-პერსონალურ დონეზე. სოციალური ქსელებია შექმნილი ასევე ჩატშიც, მყისიერ შეტყობინებათა სერვისებში და ა.შ.
 
===გარეგანი/შინაგანი მეტყველება===
[[ნოამ ხომსკი]]სეულ ლინგვისტიკაში მოცემულია განსხვავება შინაგან და გერეგან მეტყველებას შორის. ამ კონტექტსში შინაგალი მეტყველება ეხება [[სინტაქსი]]სა და [[სემანტიკა|სემანტიკის]] კვლევას აბსტრაქტულ დონეზე, ისე, როგორც ენის მატარებლის ცნობიერებაშია წარმოდგენილი. გარეგანი მეტყველება გულისხმობს მეტყველებას სოციალურ კონტექსტში. შინაგანი მეტყველების ანალიზი გამომდინარეობს იმ მოსაზრებიდან, რომ ენის აღქმა და გამოყენება ენის ადგილობრივ მატარებებში თითქმის ერთგვაროვანია. გარეგანი მეტყველების სფერო კი პირიქით, ენის გამოყენების ჰეტეროგენულობას იკვლევს.
 
==კლასებთან დაკავშირებული განსხვავებები==
==ასაკთან დაკავშიებული განსხვავებები==