ანბანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9:
{{legend|#000000|სხვა ანბანი}}
{{legend|#C0C0C0|უანბანო}}]]
'''ანბანი''' (შედგენილია პირველი „ან“ და მეორე „ბან“ ასოების სახელწოდებათაგან, როგორც ლათინური alphabetum ბერძნ. alpha და beta–სგან), ერთობლიობა ასოებისა, ან რაიმე სხვა სიმბოლოებისა, რომელთაგან თითოეული ცალკეულ ფონემას, ამა თუ იმ ენის შემადგენელ ბგერით ერთეულს, წარმოადგენს. ანბანის გამოყენებით შესაძლებელია [[ენა]]ში შემავალი ყოველი [[სიტყვა|სიტყვის]] ჩაწერა. ანბანის ასოებს, როგორც წესი გააჩნიათ დასახელება და კანონიკური თანადობა. დღესდღეობით მთელ [[მსოფლიო]]ში გამოყენებულ [[დამწერლობის სისტემები|დამწერლობის სისტემებს]] შორის ანბანი დამწერლობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მხოლოდ რამდენიმე, დღესდღეობით შემორჩენილი დამწერლობა არ იყენებს ანბანს, მათ შორის ჩინური და იაპონური.
 
== ისტორია ==
პირველი ანბანი დაახლოებით 3500 წლის წინ შეიქმნა იმ ხალხთა მიერ, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე სახლობდნენ და სემიტური ენების წარმომადგენელ ენაზე ლაპარაკობდნენ. პირველი ჩვენამდე მოღწეული ანბანი [[ფინიკიელები|ფინიკიელებმა]] შექმნეს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლის წინ ფინიკიური ანბანი ორი მიმართულებით გავრცელდა: აღმოსავლეთით – სხვა სემიტური ტომების წარმომადგენელ ხალხებში (არაბული და ებრაული ანბანი) და დასავლეთით – ძველ საბერძნეთში. ძველი ბერძნული ანბანი საფუძვლად დაედო ეტრუსკულ, ლათინურ, გოთურ, სლავურ ანბანებს.
 
დღესდღეობით მთელ მსოფლიოში დაახლოებით 50 ანბანია გავრცელებული. ისინი განსხვავდებიან გრაფიკული იერ–სახით, ისტორიული წარმომავლობით და იდეალური ანბანისაგან დაშორების ხარისხით. ანბანური დამწერლობა მით უფრო იდეალურად ითვლება, რამდენადაც თითოეული ასო (გრაფემა) ზუსტად შეესატყვისება ფონემას. ამ მხრივ არსებულ ანბანთა შორის, შეიძლება ითქვას, რომ ქართული სრულყოფილი ანბანია. აქ თითოეული ფონემა სათანადო გრაფემით აღინიშნება. ქართულ ანბანში არ არის შემთხვევა, რომ რამდენიმე ნიშანი ერთ ფონემას გადმოსცემდეს, ერთი და იგივე გრაფემა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ფონემას აღნიშნავდეს, ან კიდევ – გამოყენებული იყოს ფონემათა ჯგუფის აღსანიშნავად (როგორც ამას ადგილი აქვს სხვა ენებში, მაგალითად ფრანგულში, გერმანულში, ინგლისურში).
 
ასოების რაოდენობა ანბანში საშუალოდ 20–დან 30–მდე მერყეობს. ძველ ფინიკიურ კონსონანტურ ანბანში 22 ასო იყო. ძველ ბერძნულში 24, ქართულ ანბანში კი – 33 ასოა, მათ შორის 28 თანხმოვანი და 5 ხმოვანი. ჰავაის კუნძულებზე გავრცელებულ ანბანში მაგალითად 12 ასოა, რომელიც დღესდღეობით ყველაზე ნაკლებასოიან ანბანს წარმოადგენს, სინჰალურსინჰალური ანბანი კი, რომელსაც კუნძულ შრი–ლანკას[[შრი-ლანკა|შრი-ლანკას]] მაცხოვრებლები იყენებენ, 50–ზე მეტ ასოს შეიცავს.
 
== ანბანის შექმნამდე ==
ანბანი ენაში არსებულ თითოეულ ბგერით ერთეულს უნდა გამოხატავდეს ერთი შესატყვისი ასოთი. ძველმა რომაელებმა ეს მეტნაკლებად მოახერხეს, შექმნეს რა 21 ასოიანი ანბანი. ძველი რომაელების მიერ შექმნილ ანბანზე, ლათინურ ანბანზე დაყრდნობით შეიქმნა რიგი ევროპული ანბანებისა, მათ შორის პრინციპი: "ერთ„ერთ გრაფემას ერთი ფონემა"ფონემა“ ყველაზე უკეთ განხორციელებულია თურქულშითურქულსა და ფინურში, ინგლისური და ფრანგული ანბანები კი ამ პრინციპს ძალიან დაშორდნენ. იდეალური ანბანის იდეა, სადაც ზემოთ აღნიშნული პრინციპი სრულყოფილად არის განხორციელებული, შეიძლება ითქვას, რომ განხორციელებულია ქართულში და კორეულში.</p>
<p>დამწელობისდამწერლობის ზოგიერთი სისტემა წარმოადგენს სილაბურ სისტემას. სილაბურ სისტემაში თითოეული ასოითი ნიშანი, როგორც წესი, ერთ მარცვალს გამოხატავს (მაგ. იაპონური ჰირაგანა), თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სილაბურ სისტემაში ერთი ასო შეიძლება მთელ სიტყვასაც აღნიშნავდეს. სილაბური ანბანის შესწავლა ჩვეულებრივ ანბანთან შედარებით რთულია, ვინაიდან მასში ასოითი ნიშნები უფრო დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. ჩინური დამწერლობა მაგალითად რამდენიმე ათას ასოით ნიშანს და სიმბოლოს ითვლის. იაპონურ სილაბურ დამწერლობაში კი ორი ტიპის ანბანი გვხვდება – [[ჰირაგანა]] და [[კატაკანა]], რომლებიც ჩინური იეროგლიფების გამარტივებულ სიმბოლოებს წარმოადგენენ.</p>
=== პიქტოგრამული და იდეოგრამული დამწერლობა ===
დამწერლობის ადრეული ნიმუშები გრაფემის სახით სურათებს იყენებდნენ, რომლის ყველაზე კლასიკური მაგალითი ძველი ეგვიპტური დამწელობაა. მაგალითად: თავდაპირველად სიტყვა beth სემიტურ ენებში აღნიშნავდა „სახლს“ და თანხმოვანი „ბ–ს“ ჩასაწერად სემიტურ პიქტოგრამულ დამწერლობაში სახლის მარტივ გამოსახულებას იყენებდნენ (იგივე პრინციპით ალეფი [ალფა] ნიშნავდა „ხარს“, გიმელი [გამა] – აქლემს, დალეთი [დელტა] – კარებს და ა.შ.). ჩინური დამწერლობა თავდაპირველად პიქტოგრამული იყო. ხელის გამოსახატავად ხატავდნენ ხელის მტევანს, მზის გამოსახატავად ხატავდნენ მზეს და ა.შ., თუმცა როდესაც მათ სურდათ ისეთი აბსტრაქტული ცნების გამოხატვა, როგორიცაა სიყვარული ან სიძლიერე, ისინი ამას რამდენიმე პიქტოგრამის გაერთიანებით და პიქტოგრამთა ამ ჯგუფისათვის ახალი აზრის მინიჭებით ახერხებდნენ. მაგალითად: მზის პიქტოგრამაზე დახატული ხის პიქტოგრამა აღნიშნავდა აღმოსავლეთს, რაც ხეს მოფარებულ, ამომავალ მზეს აღნიშნავდა, ისინი მზის ამოსვლას აღმოსავლეთს უკავშირებდნენ. შემდგომში პრაქტიკული მიზნით მზის და ხის ხატვას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ჩინელებმა მზის და ხის აღმნიშვნელი სიმბოლოები, იდეოგრამები არჩიეს და შედეგად ეს იეროგლიფი მიიღეს – 東. ასე იქცა პიქტოგრამული დამწერლობა იდეოგრამულ დამწერლობად. დღესდღეობით ჩინური და იაპონური დამწერლობა იდეოგრამულ დამწერლობას წარმოადგენს.
ხაზი 31:
==ჩრდილო სემიტური ჯგუფი==
== ძვ. ბერძნული და ლათინური ანბანი ==
ძველმა ბერძნებმა საკუთარი ანბანი სემიტური ანბანის ფინიკიურ ვარიანტზე დაყრდნობით შექმნეს შეინარჩუნეს რა ასოების თავდაპირველი თანამიმდევრობა. მრავალი მეცნიერის მტკიცებით ეს განხორციელდა ჩვძვ. წელთაღრიცხვამდეწ. XI ს., თუმცა საერთო აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს და VIII საუკუნესაც ასახელებენ, როდესაც სავარაუდოდ იყო შესრულებული უძველესი, დღემდე ნაპოვნი, ძველი ბერძნული წარწერა, ღვინის ხელადაზე. ძველმა ბერძნებმა პირველებმა გამოხატეს ხმოვნები ასოების საშუალებით, ხმოვნები ძველ ფინიკიურ ანბანში ასოებით არ აღინიშნებოდა. ძველმა ბერძნებმა ფინიკიურ ანბანს დაამატეს ოთხი ასო: ფი, ფსი, ხი და ომეგა და საერთო ჯამში ასოების რაოდენობამ 24 შეადგინა. თავდაპირველად ძველი ბერძნები მისდევდნენ ჩანაწერის სისტემას, ბუსტროფედონს. ბუსტროფედონით წერისას პირველი ხაზი იწერება მარჯვნიდან მარცხნივ, მეორე მარცხნიდან მარჯვნივ და ა.შ. ჩვძვ. წელთაღრიცხვამდეწ. მე–5V საუკუნეში კი მარჯვნიდან მარცხნივი მიმართულება კანონიკურ სახეს იღებს ბერძნულ დამწერლობაში.
 
ძველი ბერძნული ანბანიდან წარმოშობილ ანბანთა შორის გამოსარჩევია ეტრუსკული ანბანი, რომელმაც თავის მხრივ ლათინური ანბანის დასაბამი შექმნა. უძველესი ლათინური წარწერა, დღესდღეობით აღმოჩენილ წარწერათა შორის, განეკუთვნება ჩვძვ. წ.აღ–მდე მე–6VI საუკუნეს. ძველ რომაელთა დაპყრობითმა პოლიტიკამ კი შემდგომში ლათინური ანბანი დასავლეთ ევროპაში აღმოცენებული ყველა ენის საბაზისო ანბანად აქცია.
ძველმა რომაელებმა ძველი ბერძნულიდან და ეტრუსკულიდან მხოლოდ 21 ასო ისესხეს, ლათინური ენის ბგერების გადმოსაცემათ. ძველი ბერძნული იფსილონი და ძეტა ლათინურში საჭირო არ იყო, თუმცა ბერძნული კულტურიდან რომაელებმა იმდენად ბევრი სიტყვა ისესხეს, რომ შემდგომში იძულებულები გახდნენ ხსენებული ასოები ლათინურში დაენერგათ ნასესხები სიტყვების ჩასაწერად. ამ ასოებმა საბოლოოდ ანბანის ბოლოში დაიდეს ბინა (X da Y).
 
ხაზი 57:
{{მთავარი|ქართული ანბანი}}
[[ფაილი:ქართული ანბანი.jpg|thumb|ქართული ანბანი <small>ცანგალას ნამუშევარი</small>]]
ქართული ანბანი სავარაუდოდ ჩვძვ. წ.მდე III ს-ში შეიქმნა საქართველოს მეფის, [[ფარნავაზ I]] -ის მიერ. თავდაპირველად ქართულ ანბანში ([[ასომთავრული|ასომთავრულსა]] და [[ნუსხური|ნუსხურში]]) 38 ასო იყო, თანამედროვე მხედრულიდან კი ამოღებულია 5 ასო: ჱ (ჰე), ჲ (იოტა), ჳ (ვიე), ჴ (ხარი) და ჵ (ჰოე), რომლებიც დღევანდელ ქართულში აღარ გამოიყენება.
დღეს [[ქართული ენა|ქართულში]] 33 ასოა, რომელთაგან 28 თანხმოვანია, 5 ხმოვანი.
დღევანდელ ქართულ ანბანში არ არის დიდი და პატარა ასოები, თუმცა [[ნუსხური|ნუსხურში]] იყენებდნენ მთავრულ ასოებს. მათ ახალი აბზაცის თავში წერდნენ და ცდილობდნენ რომ ყველასგან ლამაზად დაეწერათ
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანბანი“-დან