ნოე ჟორდანია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 66:
საქართველოში დაბრუნებულ ჟორდანიას ქვეყანა ფაქტობრივად ორ ბანაკად დახვდა გაყოფილი: ერთი მხრივ, მემარჯვენე იდეოლოგიის იყო [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]] „ივერიელთა“ ბანაკი და მეორე მხრივ მემარცხენე „კვალელი“. კვალელებს უკვე მოესწროთ რკინიგზის, სტამბის და სხვა ფენის მუშების აყოლიება დიდ ქალაქებში. ჟორდანიამ 1897 წლის ნოემბერში ჯერ ლანჩხუთში, ხოლო შემდეგ თბილისში მიხა და ლადო დარჩიაშვილებთან მოაწყო ქართველ სოციალ-დემოკრატთა კონფერენციები. თბილისში ფართო შეხვედრის ჩატარების მიზანი იყო ნაციონალური საკითხის გადაწყვეტა, რადგან ამაზე ლანჩხუთის შეხვედრაზე ვერ შეთანხმდნენ. გადაწყვიტეს, რომ არალეგალურ მუშაობას დამატებოდა ლეგალურიც და ამ მიზნით მოლაპარაკება გამართეს „კვალის“ პატრონთან და რედაქტორთან [[ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელი|ანასტასია თუმანიშვილთან]] და [[გიორგი წერეთელი (მწერალი)|გიორგი წერეთელთან]] გაზეთის შესაძენად. რედაქტორობა თავის თავზე აიღო ნოე ჟორდანიამ. ქართულ საზოგადოებაში მაშინვე ხმა გავარდა, „კვალი“ სოციალ-დემოკრატების ხელში გადადისო. ამ დროს ილია ჭავჭავაძემ შეხვედრა სთხოვა ჟორდანიას და მას „ივერიის“ სრულუფლებიანი რედაქტორობა შესთავაზა. ჟორდანიამ უარი უთხრა. 1898 წლის 1 იანვრიდან „კვალი“ გახდა ქართველი მარქსისტების პირველი ლეგალური ორგანო. ეს იყო ამავდროულად პირველი მაგალითი [[რუსეთის იმპერია]]ში, არსად მანამდე სოციალისტებს საკუთარი ლეგალური ორგანო არ ჰქონდათ. ნაციონალურ საკითხზე დროებით უარი ითქვა.
 
ქართველი სოციალ-დემოკრატები ამავდროულად არალეგალურ ასპარეზზე მუშაობდნენ და უშვებდნენ არალეგალურ ბროშურებს, პროკლამაციებს, გაზეთებს. 1899 წელს გამოუშვეს პირველი ქართულად დაბეჭდილი პროკლამაცია. იგი ეხებოდა [[პირველიმშრომელთა მაისისაერთაშორისო დღე|პირველ მაისს]] და ქართველ მუშებს ევროპელ მუშებთან შეერთებას ურჩევდა. პროკლამაცია დაწერილი იყო ჟორდანიას მიერ, ხოლო დაბეჭდა [[ვლასა მგელაძე]]მ. ჟორდანია და სოციალ-დემოკრატები ამ დროს უფრო და უფრო დაუპირისპირდნენ „ივერიასა“ და მის ირგვლივ დარაზმულ ინტელიგენციას. 1900 წელს მწვავე პოლემიკა გაიმართა ჟორდანიასა და ილია ჭავჭავაძეს შორის „ივერიისა“ და „კვალის“ ფურცლებზე. ჟორდანია ჭავჭავაძეს [[თავადაზნაურობა|თავადაზნაურების]] ინტერესთა გამოხატვაში ადანაშაულებდა. 1901 წლიდან „მესამედასელებმა“ გაზეთი „კვალი“ საბოლოოდ გამოისყიდეს 3 ათას მანეთად. ჟანდარმერიამ კი შეამჩნია კავშირები „კვალსა“ და მუშათა არალეგალურ წრეებს შორის, მაგრამ ვერ გარკვეულიყო, არსებობდა პერსონალური კავშირები თუ მხოლოდ გაზეთის სააგიტაციო გავლენა. დაიჭირეს სილიბისტრო ჯობლაძე. ამ დროს სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები იღწვოდნენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და ერთი საერთო ორგანო არ ჰქონიათ. ამ ორგანის დაარსება იყო მათი მიზანი, მაგრამ ამას ხელი შეუშალა 1 მაისის მოვლენებმა.
 
1901 წელს პირველმაისობის აღნიშნვის დროს თბილისის მოედანზე მოხდა შეტაკება მუშებსა და ჯარს შორის. ბევრი დაატუსაღეს, გაჩხრიკეს „კვალის“ რედაქცია. ჟორდანიამ გადაწყვიტა წასულიყო ევროპაში, თითქოსდა სამკურნალოდ. ფული, 300 მანეთი, მისცა [[დავით სარაჯიშვილი|დავით სარაჯიშვილმა]]. სარაჯიშვილი შემდგომშიც ხშირად ეხმარებოდა ფინანსურად ჟორდანიასად და ქართულ სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობასაც, რადგან ის სწორედ სოციალ-დემოკრატებს მიიჩნევდა ქვეყნის მომავალ მეთაურებად. ლანჩხუთში მყოფი ჟორდანია ოზურგეთიდან ელოდა საჭირო საბუთების მიღებას, მაგრამ ნაცვლად საბუთებისა, მას ქუთაისის ჟანდარმერიის უფროსი ეწვია. ჟორდანია დაიჭირეს, ჩასვეს ჯერ ქუთაისის, შემდეგ თბილისის სამხედრო და ბოლოს [[მეტეხის ციხე]]ში. ბრალდება რვა თვის შემდეგ წარუდგინეს. მას „კვალში“ მოღვაწეობასა და სოციალ-დემოკრატობას ედავებოდნენ, მაგრამ „კვალი“ ლეგალური გაზეთი იყო და ცენზურის მეთვალყურეობით გამოდიოდა. დაპატიმრების გამო ჟორდანია ჩამოშორდა „კვალის“ რედაქტორობას. ჟორდანიამ ციხეში ყოფნა გამოყენა მხატვრული ლიტერატურის საკითხავად, რომელსაც ადრე არ ეცნობოდა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა [[უილიამ შექსპირი|შექსპირმა]] და [[ვიქტორ ჰიუგო|ჰიუგომ]]. 1902 წლის დასაწყისში, ჟორდანიას და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის სხვა ქართველი ლიდერების ციხეში ყოფნისას მოხდა ქართველ სოციალ-დემოკრატთა ორგანიზაციული გაერთიანება [[რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია|რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან]], რასაც ჟორდანია უარყოფითად შეხვდა, აგრეთვე მოხდა გაერთიანება ამიერკავკასიის ყველა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციისა და ერთი საოლქო ცენტრის შექმნა.
 
===სოციალ-დემოკრატი ლიდერი===
 
1902 წლის ივნისში ჟორდანია გამოუშვეს ციხიდან და საცხოვრებლად ლანჩხუთი მიუჩინეს პეტერბურგის პოლიციის მიერ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე. ამ დროს გააქტიურებული იყო [[გურიის რესპუბლიკა|გურიის გლეხთა მოძრაობა]], რომელსაც სოციალ-დემოკრატები ხელმძღვანელობდნენ. კვლავ დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები. ჟორდანიაც დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში ჩასვეს. იქ მან ნახა 200 დაპატიმრებული გურული და გაიცნო [[ნოე ხომერიკი]]. ჟორდანია ქუთაისიდან ფოთში გადაიყვანეს, საიდანაც ოქტომბერში გამოუშვეს და [[განჯა]]ში გადაასახლეს საცხოვრებლად პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. აქედან იგი მაინც ახერხებდა ჩუმად თბილისში ჩასვლას და პარტიულ მუშაობაში მონაწილეობას. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ამიერკავკასიის მასშტაბით პარტიული კონფერენციის მოწყობა. 1902 წლის ზამთავრში კონფერენცია ჩატარდა თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში ჟორდანიას თავმჯდომარეობით. მანვე შეადგინა პარტიული პროგრამის პროექტი. ამასობაში პეტერბურგის პოლიციიდან განჯის ჟანდარმერიამ მიიღო ცნობა, რომ ჟორდანიას ვიატკის გუბერნიაში სამი წლით გადასახლება მიესაჯა. ჟორდანია პარტიული ამხანაგების მეშვეობით გაიქცა ბათუმში, იქ ათი დღე იმალებოდა კონსპირაციულ ბინაში, ბოლოს კი ინგლისურ ნავთობმზიდს გაჰყვა. კაპიტანი მოატყუეს, რომ ჟორდანია სამხედრო დეზერტირი იყო, რადგან პოლიტიკურ დევნილს არ წაიყვანდა.
[[Fileსურათი:Noe Zhordania, 1903.jpg|thumb|200პქ|ჟორდანია 1903 წელს]]
 
სამი კვირის მგზავრობის შემდეგ ჟორდანია ჩავიდა ლონდონში, იქ ნაცნობი ვერავინ ნახა და გასწია პარიზში. იქიდან პლეხანოვის სანახავად ჩავიდა ჟენევაში. პლეხანოვის ცოლიგან საიდუმლოდ გაიგო, რომ [[ბრიუსელი|ბრიუსელში]] ტარდებოდა რსდმპ-ის ყრილობა და სათათბირო ხმით იყო მიწვეული. ამ დროს ჟორდანია იყო რსდმპ-ის კავკასიის კომიტეტის წევრი. ბრიუსელში ჟორდანიამ ნახა ამიერკავკასიიდან ჩასული სამი დელეგატი [[დიომიდე თოფურიძე]], [[ბოგდან კნუნიანცი]] და არ. ზურაბოვი. მათგან გაიგო, რომ ამიერკავკასიის კომიტეტმა დაიწუნა ჟორდანიას პროგრამის პროექტი და მიუღია სხვა, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში არ განსხვავდებოდა ჟორდანიას პროგრამისგან, მაგრამ განსხვავდებოდა ნაციონალურ და აგრარულ საკითხებში. ბრიუსელში ადგილობრივმა პოლიციამ ყრილობა აკრძალა და დელეგატები ლონდონში გადავიდნენ. 1903 წელს [[რსდმპ II ყრილობა]]ზე, რომელიც ლონდონში გაიმართა, ნაცვლად გაერთიანებისა, რაც ყრილობის მიზანს წარმოადგენდა, მოხდა გათიშვა [[ბოლშევიკი|ბოლშევიკებსა]] [[ლენინი]]ს მეთაურობით და [[მენშევიკი|მენშევიკებს]] (პლეხანოვის მთაურობით) შორის. ჟორდანიას მიაჩნდა, რომ ორი ჯგუფის გაყოფა უმნიშვნელო დეტალის გამო მოხდა, მაგრამ მიემხრო მენშევიკებს. ამავე ყრილობაზე ლენინმა მხარი დაუჭირა ჟორდანიას მოთხოვნას ხიზნებისთვის მიწის გადაცემის შესახებ.{{sfn-2|შარაძე|1990|გვ=III}} ყრილობის შემდეგ ჟორდანია ჟენევაში დაბრუნდა და 1904 წლის აპრილში დაესწრო ქართველ სოციალ-ფედერალისტებს ([[არჩილ ჯორჯაძე]], გ. ლასხიშვილი და სხვები) პირველ კონფერენციას, რომელიც მალე დატოვა მათ სამოქმედო პროგრამასთან უარყოფითი დამოკიდებულობის გამო. ჟორდანია მათ აკრიტიკებდა საქართველოსთვის [[ავტონომია|ავტონომიის]] სტატუსის მოთხოვნის გამო და მათ საპირისპიროდ გამოაქვეყნა ბროშურა „ქართველი ნაციონალისტები“.
Line 81 ⟶ 80:
ამ დროს ჟორდანია თბილისში იყო და ბრძოლა ჰქონდა გაჩაღებული ქართველ ბოლშევიკებთან. ის არალეგალურ შეხვედრებზე განუმარტავდა მუშათა ორგანიზაციების წარმომადგენლებს ლონდონის ყრილობაზე მომხდარი განხეთქილების არსს და ასაბუთებდა პარტიის მოწყობის ბოლშევიკური მოდელის არადემოკრატიულობასა და ავტორიტარულობას. მან მოახერხა ჯერ თბილისის, შემდეგ კი პროვინციების არალეგალური ორგანიზაციებში ბოლშევიკების დამარცხება. ყალიბდებოდა ქართული სოციალ-დემოკრატიული მიმართულება, რომელიც განსხვავდებოდა როგორც რუსული ბოლშევიზმისგან, ასევე მენშევიზმისგანაც. მათ ჰქონდათ არალეგალური გაზეთი „სოციალ-დემოკრატი“, ხოლო შემდეგ ლეგალური „სხივი“. ორივე გამოდიოდა ორდანიას რედაქტორობით. ჰქონდათ ასევე ლეგალური გაზეთები „ელვა“ და „განთიადი“. [[რუსეთის რევოლუცია (1905)|1905 წლის რევოლუციური გამოსვლებისას]] თბილისში ჟორდანია იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, საგაფიცვო და შეიარაღებული აქციების მთავარი ორგანიზატორი, ხელმძღვანელობდა პროპაგანდისტთა მოქმედებას და იყო „სამხედრო საბჭოს“ წევრი.
 
[[Fileსურათი:Noe Zhordania. State Duma of the Russian Empire of the first convocation. 1906.jpg|thumb|200პქ|პირველი დუმის დეპუტატ ჟორდანიას ბარათი]]
 
ამასობაში [[ნიკოლოზ II (რუსეთი)|ნიკოლოზ II-მ]] გამოსცა ბრძანება [[რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმა]]ს მოწვევის შესახებ. რსდმპ ორივე ფრთამ დუმას ბოიკოტი გამოუცხადა. ჟორდანია ცდილობდა ხელიდან არ გაეშვა საპარლამენტო პოლიტიკური ბრძოლის შესაძლებლობა. არჩევნებამდე მონაწილეობა მიიღო რსდმპ IV (გამაერთიანებელ) ყრილობაში 1906 წელს [[სტოკჰოლმი|სტოკჰოლმში]]. ყრილობამ განიხილა არჩევნების ბოიკოტისა და მიწის საკითხები. ორივე საკითხი მენშევიკების სასარგებლოდ გადაწყდა. ყრილობამ ჟორდანია ცენტრალურ კომიტეტში აირჩია. სამშობლოში დაბრუნებისას სადგურ ბესლანში მას ხელში ჩაუვარდა ვლადიკავკაზის რუსული გაზეთი, საიდანაც გაიგო, რომ 1906 წლის მაისის არჩევნებში ის თბილისის გუბერნიის ქალაქ თბილისის საარჩევნო ოლქიდან აურჩევიათ სახელმწიფო დუმას წევრად. საქართველოში ყველგან სოციალ-დემოკრატებმა მოიგეს არჩევნები. დუმაში მათ შექმნეს სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია, ფრაქციის ლიდერი ჟორდანია გახდა. სახელმწიფო სათათბირომ ერთი თვეც ვერ იარსება, ისე მოხდა მისი დათხოვნა. დუმის დათხოვნის შემდეგ ჟორდანია პეტერბურგში დარჩა რსდმპ ცეკა-ში არალეგალურად სამუშაოდ. სხვა დეპუტატებთან ერთად ხელი მოაწერა „[[ვიბორგის მოწოდება]]ს“. ამის გამო სამთვიანი პატიმრობა შეეფარდა, მაგრამ არალეგალურ მდგომარეობაში გადასვლით ჟორდანიამ თავი აარიდა სასჯელს. II სახელმწიფო სათათბიროში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად პარტიამ მოიწვია კონფერენცია ტამერფოსში. ლენინის გარდა ყველამ მხარი დაუჭირა არჩევნებში მონაწილეობას. ჟორდანიას რჩევით [[ირაკლი წერეთელი]] დათანხმდა დუმას დეპუტატობაზე და შემდგომში გახდა დუმაში სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ლიდერი. 1907 წელს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ ჟორდანიამ გამოაქვეყნა [[ნეკროლოგი]] მის შესახებ, სადაც წერდა, რომ მარქსისტები ნიჰილისტურად არ უყურებენ წარსულს, არამედ ყოველ ისტორიულ ეპოქაში ხედავენ პროგრესის საფეხურს. მან ილია შეადარა ფრანგ ქიმიკოს ლაუაზიეს, რომელიც რევოლუციამ სიკვდილით დასაჯა, მაგრამ ამისთვის რევოლუცია არავის დაუგმიაო — წერდა ჟორდანია. მან ამავე დროს მძაფრი კრიტიკით უპასუხა სოციალ-ფედერალისტებს, რომლებმაც ილიას „სულიერ მკვლელებად“ მოიხსენიეს ქართველი „სოციალ-დემოკრატები“<ref>{{cite web|url=https://civil.ge/ka/archives/304850 |title=ბნელი ძალები: ნოე ჟორდანია პასუხობს ილიას სიკვდილთან სოც-დემოკრატების დაკავშირების ბრალდებას|publisher= [[სივილ ჯორჯია]]|format=|accessdate=2021-01-29|date=}}</ref>
 
[[Fileსურათი:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები მეორე სათათბიროს პერიოდში.jpg|thumb|ქართველები მეორე სათათბიროში, ჟორდანია ზის მარცხნიდან მეორე|300 პქ]]
 
რსდმპ-ის მორიგი V ყრილობდა შედგა ლონდონში 1907 წელს. მას საქართველოდან 29 დელეგატი დაესწრო. ყრილობაზე მოხდა მორიგი განხეთქილება ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის. ლენინმა ჟორდანიას სთხოვა, ქართველ მენშევიკებს ხელი არ შეეშალათ რუსი ბოლშევიკებისთვის რსდმპ-ში საქმიანობაში, სანაცვლოდ შესთავაზა მათ ავტონომია შინაურ საკითხებში. ჟორდანიამ ამ შემოთავაზებას ყურადღება არ მიაქცია და ლენინსაც აღარ გამოუჩენია მეტი აქტიურობა. ყრილობაზე ჟორდანია აირჩიეს პარტიის მენშევიკური ცენტრალური კომიტეტის წევრად. კომიტეტის ოფისი [[ფინეთი|ფინეთში]], ქალაქ ტერიოკში იყო, ამიტომ ჟორდანიაც იქ დარჩა და მალულად ჩადიოდა ხოლმე პეტერბურგში. ამ დროს II დუმა დაითხოვეს, სოციალ-დემოკრატი დეპუტატები, მათ შორის ირალი წერეთელი დაიჭირეს და [[ციმბირი|ციმბირში]] გადაასახლეს.
Line 93 ⟶ 92:
1910 წელს იტალიიდან დაბრუნების შემდეგ ჟორდანია მუშაობდა თბილისში, ბაქოსა და ლანჩხუთში, თანამშრომლობდა პარტიულ პრესასთან. 16 სექტემბერს ჟანდარმერიამ გაჩხრიკა გაზეთ „ახალი აზრის“ რედაქცია და დააპატიმრა მისი წევრები. ჩხრეკისას აღმოაჩინეს ჟორდანიას ბროშურა „ანარქიზმი“ და „გერმანიის ახალი ისტორიიდან“. ამავე ნაშრომების ხელნაწერები და დამატება „ანარქიზმი და სინდიკალიზმი“ იპოვეს 1909 წლის 11 დეკემბერს ბაქოს ქუჩაზე ჩხარტიშვილის ქვრივის სახლში. ეს წიგნები გახდა საფუძველი მის წინააღმდეგ საქმის აღძვრისა. 13 ნოემბერს ის ლანჩხუთში საკუთარ სახლში დაიჭირეს და ბრალად წაუყენეს მოწოდება არსებული პოლიტიკური და სოციალური წესრიგის დასანგრევად. თბილისის სასამართლომ მიუსაჯა სამი წლით ციმბირში გადასახლება, მაგრამ სამი ათასი მანეთის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ეს თანხა იშოვა ინა კორენევამ ბაქოში, ქართველი ნავთობმრეწველი მანსვეტაშვილისგან. 1913 წელს ნიკოლოზ II-მ რომანოვების დინასტიის სამასი წლის მმართველობის აღსანიშნავად გამოაცხადა ფართო [[ამნისტია]], რომელიც, სხვათა შორის, შეეხო პრესის დანაშაულებს და, შესაბამისად, ჟორდანიასაც. მის წინააღმდეგ საქმე დაიხურა, ხოლო თანხა ჟორდანიამ მანსვეტაშვილს დაუბრუნა. ეს უკანასკნელი გაოცებული იყო და ამბობდა — პირველი შემთხვევაა, როცა გასესხებულ თანხას მიბრუნებენო. ინა კორენევას, რომელიც ბაქოში მეთაურობდა სოციალ-დემოკრატების საარჩევნო კამპანიას, აეკრძალა კავკასიაში ცხოვრება და მოსკოვში გადავიდა შვილებთან ერთად.
 
[[Fileსურათი:Noe Zhordania (Tiflis police archives, c. 1914).jpg|thumb|200პქ|ჟორდანიას ფოტო ტფილისის ჟანდარმერიის არქივიდან, 1914 წ.]]
1914 წლისთვის რსდმპ პარტიის მუშაობა რუსეთში ჩამკვდარი იყო, მხოლოდ საქართველოს ორგანიზაციები მუშაობდნენ. ბაქოს ორგანიზაცია სულს ღაფავდა, ხოლო კიევში ჟორდანიამ ადგილობრივი ორგანიზაცია საერთოდ ვერ აღმოაჩინა. ჟორდანია გაემგზავრა ევროპაში რსდმპ ცენტრალური კომიტეტის წევრების მოსაძებნად და მოლაპარაკებების გასამართად. პარტია პრაქტიკულად უკვე გაყოფილი იყო ორ ფრაქციად და ისინი ცალკე იკრიბებოდნენ, მაგრამ რუსეთში რევოლუციის პერსპექტივას ვერცერთი ხედავდა. ივნისში ჟორდანია შეხვდა [[ლევ ტროცკი]]ს ვენაში და გამოაქვეყნდა მის გაზეთში წერილები ბოლშევიკურ-მენშევიკურ ურთიერთობებზე და ნაციონალურ საკითხზე. ექიმის რჩევით, ფილტვების გასამაგრებლად ჟორდანია ზაფხულის გასატარებლად გაემგზავრა შვეიცარიაში, მონტროში, სადაც გაატარა სამი კვირა. ივლისის მეორე ნახევარში, კვლავ ექიმის რჩევით, გაემგზავრა ბეატენბერგში, სადაც აპირებდა დარჩენას აგვისტოს ბოლომდე, ხოლო შემდეგ უნდა მოენახულებინა [[ციურიხი]], სადაც ბოლშევიკები იკრიბებოდნენ და [[ჟენევა]], რომელიც მენშევიკების ცენტრს წარმოადგენდა. ჟენევაში ასევე უნდა ყოფილიყო [[ვლასა მგელაძე]] და სხვა ქართველი სოციალ-დემოკრატი ემიგრანტები.
 
2 აგვისტოს [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დაწყება გამოცხადდა, რამაც შეცვალა მისი გეგმები. ჟორდანიამ სასწრაფოდ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. ერთადერთი საშუალება იყო [[სტამბოლი]]დან საზღვაო გზა. [[ვენეცია|ვენეციიდან]] სტამბოლამდე ბილეთის შოვნაში მას დაეხმარა [[მილანი|მილანში]] იტალიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაზეთის „ავანტის“ რედაქტორი [[ბენიტო მუსოლინი]]. ჟორდანია ჩავიდა [[ოდესა]]ში, სადაც შეხვდა ცოლ-შვილს და ჩაება სოციალ-დემოკრატების კამათში ომის თაობაზე. ჟორდანია მხარს უჭერდა [[ანტანტა|ანტანტის]] ორიენტაციას, რუსეთისა და გერმანიის დამარცხებას, სხვებს ეს შეუძლებლად მიაჩნდათ, ზოგი მხარს გერმანიას უჭერდა საფრანგეთისა და რუსეთის წინააღმდეგ, ზოგი კი რუსეთსა და საფრანგეთს. ჟორდანია ჩამოცილდა ამ დავას, დასახლდა ლანჩხუთში, შეუდგა გაზეთისთვის წერილების წერას და მებახჩეობას. რედაქცია ყოველთვიურად უგზავნიდა ოც მანეთს. გამოაქვეყნა წერილი „ომი და ზავი“, სადაც ანტიგერმანულ პოზიციას აფიქსირებდა. საბოლოოდ ომის თემაზე პოლემიკა პარტიის საოლქო კომიტეტმა აკრძალა. ამ დროს ჟორდანიას [[ქუთაისი|ქუთაისში]] საიდუმლოდ შეხვდა [[მიხეილ წერეთელი]], ძველი ნაცნობი, რომელმაც პირველად თარგმნა [[კარლ მარქსი|მარქსის]] „კაპიტალი“ ქართულად და მიუტანა ჟორდანიას „კვალის“ რედაქციაში. წერეთელი პრო-გერმანულ და ეროვნულ პოზიციებზე იდგა. ის მუშაობდა გერმანიაში დაარსებულ [[საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი|„საქართველოს განთავისუფლების კომიტეტში“]], რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს გათავისუფლებას გერმანია-ოსმალეთის მეშვეობით. წერეთელთან ფარული შეთანხმებით ჟორდანიამ მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის იდეას, მაგრამ ტაქტიკის შესხებ განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა. ჟორდანია ელოდებოდა შესაფერის მომენტს და მხარს არ უჭერდა რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლებს, რადგან ფიქრობდა, რომ ამას რეპრესიები მოჰყვებოდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ საკუთარი მიმართულებით იმუშავებდნენ და ან ერთი ტაქტიკა მოიტანდა შედეგს ან მეორე. ამასთან, არც სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში არსებობდა საერთო აზრი ეროვნული საკითხის გარშემო. 1915 წლის მეორე ნახევარში ჟორდანია და [[ევგენი გეგეჭკორი]] ესწრებოდნენ საიდუმლო შეხვედრას ქუთაისში, რომელშიც მონაწილეობდნენ [[გრიგოლ რცხილაძე]] და [[სამსონ ფირცხალავა]] სოციალისტ-ფედერალისტებიდან და [[რეზო გაბაშვილი]] და [[შალვა ამირეჯიბი]] „განთავისუფლების კომიტეტიდან“. შეხვედრაზე საქართველოში მოქმედი პარტიები გაეცნენ „განთავისუფლების კომიტეტის საქმიანობას“ და გერმანია-ოსმალეთ-ავსტრიასთან მოლაპარაკებებში მიღწეულ შედეგებს. ჟორდანიამ მხარი არ დაუჭირა საქართველოში ანტირუსული აჯანყების დაწყებას, მაგრამ დაუჭირა მხარი კომიტეტის საგარეო მუშაობის გაგრძელებას.<ref>{{წიგნი|ავტორი=[[ოთარ ჯანელიძე|ჯანელიძე ო.]]|სათაური=„ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან“|გამომცემლობა=„მეცნიერებება“ |ორიგინალი=|ადგილი=თბილისი|წელი=2002|isbn=99928-962-0-5|ბმული=http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/317039|გვერდები=238}}</ref> 1916 წელს გაიმართა სოფელ [[ჯუნჯუათი|ჯუნჯუათში]] გაიმართა სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენცია ეროვნული საკითხის გარშემო. კონფერენციაზე შეთანხმდნენ დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე მხოლოდ მაშინ, თუ რუსის ჯარი საქართველოს დატოვებდა, რადგან მხოლოდ ეს არ ჩაითვლებოდა ღალატად. დავა გამოიწვია იმან, ეს გადაწყვეტილება საიდუმლოდ შეენახათ თუ გაეცნოთ პარტიის ყველა წევრისთვის. ჟორდანია მხარს გადაწყვეტილების საიდუმლოდ შენახვას უჭერდა. [[ნოე რამიშვილი]] და [[ნოე ხომერიკი]] ემხრობოდნენ გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარებას. საბოლოოდ ამ საკითხის გადაწყვეტა გადაიდო შემდეგ კონფერენციამდე.
 
[[Fileსურათი:Caucasian Council of Deputies, Tiflis, 1917.jpg|thumb|მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭო, თბილისი, 1917|250პქ]]
 
===თებერვლის რევოლუციის შემდეგ===
 
ამ საკითხის გადაწყვეტა საჭირო აღარ აღმოჩნდა, რადგან მოულოდნელად მოხდა 1917 წლის [[თებერვლის რევოლუცია]], რომელიც, როგორც ჟორდანია იხსენებდა, „ფოსტით მიიღეს“.{{sfn-2|„ჩემი წარსული“|1953|გვ=89}} ჟორდანიამ ხელი შეუშალა ბოლშევიკებსა და [[ფილიპე მახარაძე]]ს, რომ ესარგებლათ სიტუაციით და მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოები ჩამოეყალიბებიათ თბილისში. ჟორდანია თავად აირჩიეს მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ. საბჭო რეალურად ფლობდა ძალაუფლებას ამიერკავკასიაში.{{sfn-2|ჩემი წარსული|1953|გვ=74-80}} საბჭომ ჩაატარა თბილისის თვითმმართველობის არჩევნები, მაგრამ ფაქტობრივი ხელისუფლება ეპყრა ჟორდანიას მეთაურობით მოქმედ მუშათა საბჭოს აღმასკომს. ჟორდანიას მოადგილე იყო [[ნოე რამიშვილი]]. ამ პერიოდში რუსეთში ძლიერედებოდა ბოლშევიკების გავლენა, ხოლო მენშევიკები და ესერები კარგავდნენ ხალხის მხარდაჭერას. ჟორდანია მკვეთრად ილაშქრებდა ბოლშევიკების წინააღმდეგ. ის მონაწილეობდა სანქტ-პეტერბურგში გამართულ „დემოკრატიულ თათბირში“. იყო [[რუსეთის დამფუძნებელი კრება|რუსეთის დამფუძნებელი კრების]] წევრი. 1917 წლის მარტში ის მონაწილეობდა [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია|საქართველოს ეკლესიის]] ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში.<ref>{{წიგნი| ავტორი= [[ნიკიტა თალაკვაძე|თალაკავაძე ნ.]]| series= | სათაური=„მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“| გამომცემლობა=ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი |ადგილი=თბილისი |წელი=2013| isbn=978-99940-28-77-1| edition=|გვერდები=73-74; 97|ბმული=http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/318766}}</ref> 1917 წლის სექტემბერში ის გაემგზავრა [[მოსკოვი|მოსკოვში]], რათა დაეცვა მენშევიკების პოზიციები რუსეთის პარლამენტში, მაგრამ ვერაფერს გახდა და იმედგაცრუებული დაბრუნდა თბილისში.
 
Line 107 ⟶ 105:
 
ჟორდანიამ დაიწყო მუშაობა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობისთვის. მას ყველა სოციალური კლასის მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა ისე უნდა ემოქმედა, რომ სახელმწიფოს შენება არ დამსგავსებოდა მუშათა სახელმწიფოს შენებას, რაც სხვა კლასებს, მაგალითად გლეხობას ან ბურჟუაზიას დააფრთხობდა.{{sfn-2|ჩემი წარსული|1953|გვ=77}} 1917 წლის ნოემბერს საოპერო თეატრში მოწვეულ იქნა ეროვნული ყრილობა, სადაც თავი მოიყარეს ქართული პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლება. ჟორდანიამ, როგორც ყველაზე გავლენიანი პარტიის ლიდერმა, წაიკითხა მოხსენება „დღევანდელი მომენტი და ქართველი ერის პოლიტიკური მდგომარეობა“, მოხსენებაში ჟორდანიამ მხარი დაუჭირა საქართველოს და ამიერკავკასიის ფედერაციის დამოუკიდებლობას. ყრილობამ აირჩია [[საქართველოს ეროვნული საბჭო]], რომელის თავმჯდომარედ ჟორდანია იქნა არჩეული. საბჭოს უნდა მოემზადებინა საფუძველი ქართველი ერის სახელმწიფოებრივი ორგანიზებისთვის. 15 ნოემბრიდან თბილისში ამოქმედდა [[ამიერკავკასიის კომისარიატი]] (თავმჯდომარე [[ევგენი გეგეჭკორი]]) და 1918 წლის თებევრლიდან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო — [[ამიერკავკასიის სეიმი]]. ჟორდანია იყო სეიმის წევრი.
[[Fileსურათი:ნოე ჟორდანია ნატანებში.jpg|thumb|300პქ|ჟორდანია ამხნევებს ქართველ მებრძოლებს, ბრძოლა ოსმალეთის არმიასთან, [[ჩოლოქის ბრძოლა (1918)|ჩოლოქ-ნატანების ფრონტი]], 1918 წლის აპრილი]]
 
1918 წლის იანვარში კავკასიის ფრონტზე განლაგებული არმიის ნაწილებმა ფრონტის ხაზები მიატოვეს და თბილისისკენ დაიძრნენ. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ახალშექმნილმა ქართულმა რეგულარულმა ჯარმა (პირველმა ქართულმა კორპუსმა) და სახალხო გვარდიის ნაწილებმა შეძლეს რუსეთის არმიის შეჩერება. რუსები იძულებულნი გახდნენ, თბილისის ოკუპაციაზე ხელი აეღოთ და ბაქოსკენ დაიხიეს. ამიერკავკასიის კომისარიატმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობები არ ცნო. 1918 წლის პირველ აპრილს ოსმალეთმა ბათუმის ოლქი, გურიის ნაწილი და სამცხე-ჯავახეთი დაიკავა. 1918 წლის [[9 აპრილი|9 აპრილს]] გამოაცხადა [[ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა|ამიერკავკასიის რესპუბლიკის]] დამოუკიდებლობა. ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. ჟორდანია მხარს არ უჭერდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას, რადგან მიაჩნდა, რომ დამოუკიდებელი ამიერკავკასია ოსმალეთის საკბილოდ იოლად იქცეიოდა, მაგრამ მისი აზრი არ იქნა გაზიარებული. ამიერკავკასიის დელეგაცია ოსმალეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებისათვის გაემგზავრა ბათუმში, სადაც დელეგაციათა ერთადერთი შეხვედრა 1918 წლის 11 მაისს გაიმართა. მოლაპარაკებებზე გამოჩნდა, რომ ამიერკავკასიის სამივე ერს სხვადასხვა საგარეო ორიენტაცია ჰქონდათ. ქართველები უპირატესობას ანიჭებდნენ გერმანიას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას სთხოვდა და სანაცვლოდ დახმარებას სთავაზობდა.
Line 115 ⟶ 113:
===პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამა===
[[1918]] წელს [[26 მაისი|26 მაისს]], დილით დაიშალა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა და [[ამიერკავკასიის სეიმი]]. დღის 5 საათსა და ათ წუთზე ჟორდანიამ ეროვნული საბჭოს სახელით გამოაცხადა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] დამოუკიდებლობა გამოცხადდა. დამოუკიდებლობის აქტი იურისტმა გვაზავამ შეადგინა და წინასწარ გააცნო ჟორდანიას. მასში გარდა ნაციონალური დებულებებისა, იყო შეტანილი სოციალური საკითხებიც: რვა საათიანი სამუშაო დღე, მამულების კონფისკაცია და სხვ. ჟორდანიამ ამოიღო სოციალური დებულებები, როგორც შესაძლო გამთიშველი ელემენტები და დატოვა მხოლოდ ნაციონალურ-პოლიტიკური საკითხები. ეროვნული საბჭოს სხდომაზე დამოუკიდებლობის აქტი ჟორდანიამ წაიკითხა. საბჭომ აქტი ერთხმად დაამტკიცა. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს სამინისტროების რაოდენობა და პირველი დროებითი [[კოალიციური მთავრობა|კოალიციური მთავრობის]] პერსონალური შემადგენლობა [[ნოე რამიშვილი]]ს თავმჯდომარეობით. ჟორდანია ფაქტობრივად აღმოჩნდა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს რესპუბლიკის]] დროებითი პარლამენტის თავმჯდომარე. ჟორდანია არ აპირებდა მთავრობაში ადგილის დაკავებას და ამჯობინებდა პარტიულ მუშაობას, მაგრამ პარტიის მოთხოვნით 24 ივლისიდან ჟორდანია გახდა საქართველოს დროებითი კოალიციური მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილის ნაცვლად.{{sfn-2|ნოე ჟორდანია — 150|2018|გვ=9}} 1918 წლის ნოემბერში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია ოფიციალურად გამოეყო რსდმპ-ს, ხოლო ჟორდანია არჩეულ იქნა პარტიის თავმჯდომარედ. 1918 წლის ბოლოს, დეკემბერში საქართველოს მოუხდა [[სომხეთ-საქართველოს ომი|ომი სომხეთთან]], რომელიც [[ბორჩალოს მაზრა|ბორჩალოს მაზრის]] ორმხრივ კოტროლზე შეთანხმებით დასრულდა.
[[Fileსურათი:Georgia 1919.ogv|მინი|right|ჟორდანია და სხვა ოფიციალური პირები იბარებენ აღლუმს, 1919 წ.|400px]]
 
1919 წლის 2 თებერვალს ჟორდანიამ კენჭი იყარა [[თბილისის თვითმმართველობა|თბილისის ქალაქის საბჭოს]] არცევნებში. თებერვალშივე ჩატარდა [[საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები]] პარტიულ-პროპორციული სისტემით. ჟორდანია იყო საარჩევნო სიაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის პირველი ნომერი. პარტიამ მიიღო ხმათა 81,5%. [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრება]] 12 მარტს გაიხსნა. 130 დეპუტატიდან 109 სოციალ-დემოკრატი იყო. 21 მარტს კრებამ ჟორდანია აირჩია მთავრობის თავმმჯდომარედ. ამჯერად ჟორდანიამ ერთპარტიული მთავრობა ჩამოაყალიბა. ჟორდანია ამავდროულად იყო უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს რესპუბლიკისა. მთავრობის თავმჯდომარეობისას ჟორდანია ცხოვრობდა შიო ჩიტაძის ქუჩაზე. იყო ლმობიერი მმართველი, ეწინააღმდეგებოდა სიმკაცრეს და ცდილობდა აელაგმა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის ხისტი მეთოდები. მთავრობის დასაყრდენს სახალხო გვარდია წარმოადგენდა. ჟორდანია თავისუფალი იყო ერთპიროვნული დიქტატორული მისწრაფებებისგან და იზიარებდა როგორც მისი თანაპარტიელების, ასევე სხვა პარტიების რჩევებს, თუ ისინი მისაღებად მიაჩნდა. ჟორდანიას წინადადებით მიღებული იქნა [[საქართველოს სახელმწიფო გერბი]]. მასზე გამოსახული იყო [[თეთრი გიორგი]]. [[კლერიკალიზმი]]ს თავიდან აცილებისთვის მას ჩამოსცილდა [[წმინდა გიორგი]]ს ყველა ნიშანი.
Line 127 ⟶ 125:
{{ციტატა|ერთხელ ჩამოვიდა დედა-ჩემი მრავალ-ნაირი სანოვაგით, გაგვიხარდა რასაკვირველია. დედა მეუბნება: მითხრეს შენ მინისტრი ხარო, რავა დავიჯერო, ჩემი სარჩენი მინისტრი ვის გაუგონიაო!|„ჩემი წარსული“, გვ. 102.}}
 
[[Fileსურათი:E. Klar. Kautsky in Georgia 1920.jpg|thumb|[[კარლ კაუცკი]] ხვდება ქართველ სოციალ-დემოკრატებს, მათ შორის ნოე ჟორდანიას და ნოე რამიშვილს, 1920|300 პქ]]
 
ჟორდანია ეწინააღმდეგებოდა ბოლშევიკურ და სეპარატისტულ ტენდენციებს, ეთნიკურ უმცირესობებს მიენიჭათ პოლიტიკური და კულტურული უფლებები. ჟორდანია ცდილობდა, მიეღწია საქართველოს საერთაშორისო აღიარებისთვის. რადგანაც ამს ვერ მიაღწია, გადაწყვიტა ჯერ ბოლშევიკური რუსეთისგან მიეღო აღიარება. 1920 წელს ჟორდანიამ რუსეთთან ხელშეკრულების დასადებად გაგზავნა [[გრიგოლ ურატაძე]]. [[მოსკოვის ხელშეკრულება (1920)|რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება]] დაიდო 1920 წლის 7 მაისს. ამ ხელშეკრულებით დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის, ასევე, საქართველომ მიაღწია საერთაშორისო-სამართლებრივ აღიარებას. ხელშეკრულების დადებამდე ერთი თვით ადრე კი საქართველოს გვარდიამ გენერალ კვინიტაძის მეთაურობით მოიგერია რუსეთის არმია, რომელიც აზერბაიჯანიდან ცდილობდა საქართველოს დაპყრობას. ჟორდანიას დავალებით, გვარდიაში ჭორი გაავრცელეს, რომ საქართველოს აზერბაიჯანი ესხმოდა თავს და არა რუსეთი. ამ ჭორის მიზანი იყო, რომ გვარდიელებს რუსების არ შეშინებოდათ და ჯარის დემორალიზება არ მომხდარიყო.
Line 149 ⟶ 147:
 
==მსოფლმხეველობა==
[[Fileსურათი:The speech of Noe Jordia about the independence recognition of the Democratic Republic of Georgia.jpg|thumb|350პქ|ნოე ჟორდანიას სიტყვა, წარმოთქმული [[ანტანტა|ანტანტის]] სახელმწიფოთა მიერ საქართველოს [[დე-ფაქტო]] აღიარების გამო, 1920 წლის 14 იანვარი]]
ჟორდანია იყო [[მარქსიზმი|მარქსისტი]], კერძოდ კი [[სოციალ-დემოკრატია|სოციალ-დემოკრატიული]] მიმართულებისა. მისი ყურადღების ცენტრში იდგა გლეხობა, ამავდროულად, აღიარებდა ეროვნულ საკითხსაც.
 
Line 179 ⟶ 177:
 
==ოჯახი==
[[Fileსურათი:Noe Zhordania Statue and square in Lanchkhuti.jpg|thumb|ნოე ჟორდანიას სკვერი და ბიუსტი ლანჩხუთში]]
1904 წელს ნოე ჟორდანიამ შეირთო პარტიული ამხანაგი [[ინა ჟორდანია|ინა კორენევა]]. წყვილს ოთხი შვილი ჰყავდა: ასმათი, ანდრეიკა, ნათელა და რეჯები. ასმათ ჟორდანიასა და ლევან ფაღავას შვილი [[ეთერ ფაღავა]] იყო საფრანგეთში ცნობილი ბალერინა. ნინა ჟორდანია გათხოვდა არჩილ ციციშვილზე და ჰყავდა სამი ქალიშვილი და ერთი შვილიშვილი. ანდრეიკა გარდაიცვალა საქართველოში, ხოლო რეჯებ ჟორდანიას ჰყავს ერთი ვაჟი, ორი ქალიშვილი, ცხოვრობს [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]], სადაც ლექციებს კითხულობდა ფრანგული ცივილიზაციის შესახებ.
 
Line 216 ⟶ 214:
== რესურსები ინტერნეტში ==
{{მინიდაფა
|პორტალი = ბიოგრაფიები
|ვიქსიკონი =
|ვიკიწიგნები =
|ვიკიციტატა = ნოე ჟორდანია
|ვიკიწყარო =
|ვიკისახეობები =
|ვიკისიახლეები =
|ვიკისაწყობი = =Category:Noe Zhordania
|მეტავიკი =
}}
{{Nplg ბიოგრაფია|00001172|ნოე ჟორდანია}}
Line 237 ⟶ 235:
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
{{ავტორიტეტული წყაროები}}
 
{{ავტორიტეტული წყაროები}}
{{საქართველოს პრემიერ-მინისტრები}}
{{საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა (1918-1921)}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნოე_ჟორდანია“-დან