ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 11:
ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი რომში დიდხანს არ დარჩა. 1629 წელს საქართველოში დაბრუნდა თეატინელთა ორდენის მისიონერებთან ერთად და იმავე წელს გახდა [[მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი|მეტეხის ტაძრის]] წინამძღვარი. მაშინდელი მიმოწერა მისიონერებს, პაპსა და ქართველ მეფეს შორის ადასტურებს, რომ ნიკიფორე ირბახი შუამავლობდა ურბან VIII-სა და თეიმურაზ I-ს შორის ქართული ეკლესიის რომთან შეერთებას (ე.წ. უნიას). 1632 წელს, ქართლში როსტომ–ხანის გამეფების შემდეგ, როდესაც თეიმურაზ I-მა იმერეთის სამეფოს შაფარა თავი, ჩოლოყაშვილი სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანის უახლოესი თანამებრძოლი და მისი პოლიტიკური გეგმების სულისჩამდგემელი გახდა. მისიონერები მას დადიანის კარის სახლთუხუცესად იხსენიებენ. იგი მფარველობას უწევდა კათოლიკე მისიონერებს, ხედავდა რა მათში საქართველოს დასავლეთ ევროპასთან დამაკავშირებელ ერთ–ერთ მძლავრ საშუალებას. მეგობრობდა ჯუზეპე ჯუდიჩისთან, არქანჯელო ლამბერტთან და კრისტოფორო დე კასტელთან. ეხმარებოდა მათ მორალურად და მატერიალურად. რის გამოც პაპის კონგრეგაცია ფრიად ემადლიერებოდა.
 
[[ფაილი:Qartvelo deqit mtkiced da sheurkevlad.jpg|მინი|ლითონის ფირფიტადისკო წარწერით]]
1642 წლის ბოლოს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა დატოვა სამეგრელო და იერუსალიმს გაემგზავრა. 1643-1649 წლებში ის იყო იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და გოლგოთის ქართველ ბერთა წინამძღოლი. ზუსტად ამ პერიოდში მიჰყო ხელი მან წმინდა მიწაზე ქართველთა უმთავრესი სავანის — ჯვრის მონასტრის შეკეთება-განახლებას. ამის სამახსოვროდ ჯვარის მამამ მთავარ ტაძარში რამდენიმე მოსახსენიებელი წარწერა დატოვა. მათ შორის, ბრინჯაოს დისკოზე, რომელიც ეკლესიის შუაგულში, ზუსტად გუმბათის ქვეშ, იატაკის მოზაიკურ წყობაში იქნა ჩართული. 55 სმ დიამეტრის დისკოს წრიულად გასდევდა ლამაზი ასომთავრული ხელრთვით (ასოთა სიმაღლე 15 სმ სიმაღლის) შესრულებული, ალაგ-ალაგ დაქარაგმებული წარწერა: „მ(ა)მ(ა)ნო, დეგით მტკიცედ და შეურყევლად და მომიხსენ(ე)თ მე, ც(ოდვილ)ი ჯ(ვარის მამა)ი ნიკ(იფორე), ქ(ორონი)კ(ონ)სა ტკა(1643 წ.)“.
{{ციტირება|მ(ა)მ(ა)ნო, დეგით მტკიცედ და შეურყევლად და მომიხსენ(ე)თ მე, ც(ოდვილ)ი ჯ(ვარის მამა)ი ნიკ(იფორე), ქ(ორონი)კ(ონ)სა ტკა(1643 წ.).}}
 
<gallery>
Qartvelo deqit mtkiced da sheurkevlad.jpg|ლითონის ფირფიტა
</gallery>
 
[[1650]] წელს ის საქართველოში ბრუნდება. ჯერ იმერეთის სამეფოს კარზე იმყოფებოდა, შემდეგ კვლავ ლევან II დადიანთან, რომლის ხელისშეწყობითაც [[1656]]-[[1657]] წ. [[სამეგრელო|სამეგრელოსა]] და [[აფხაზეთი|აფხაზეთის]] [[კათოლიკოსი]] ხდება. სამეგრელოში მოღვაწე თატინელთა ორდენის ბერების პრეფექტი ჯუზეპე მარია ძამპი წერდა: „დღევანდელი სამეგრელოს ბერები... ათონის მთიდან მოდიან და, იერუსალიმისათვის შეწირულობის შეგროვების საბაბით, რჩებიან ამ მხარეში.... ზოგი მათგანი თავშესაფარს პოულობს ქართველი ბერის, სახელად ნიკიფორე ირბახის სახლში, რომელსაც ჩვეულებრივად ნიკოლოზ ბერს უწოდებენ. იგი საქართველოში ერთ–ერთი უწარჩინებულესი გვარის წარმომადგენელია. არის 70 წლისა. აქვს არქიმანდრიტის, ანუ წინამძღვრის ხარისხი. მას უწოდებენ ჯვრის მამას, ხალხი მას დიდ პატივსა სცემს. სამეგრელოს მთავრები მას თავის ვეზირად ან ელჩად ნიშნავენ, რადგან იგი კარგად არის გარკვეული პოლიტიკაში და მრავალჯერ ყოფილა იერუსალიმში, შემოვლილი აქვს ევროპა".