იოანე I (მთავარეპისკოპოსი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8:
როგორც „[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]“–დან ვიგებთ, ეს ხე მოკვეთეს 25 მარტს, პარასკევ დღეს. მოგვიანებით, მაისის თვეში, მისგან დაამზადეს სამი ჯვარი, რომლებიც ქართლის სამეფოს სხვადასხვა კუთხეში აღიმართა. სხვათა შორის, სწორედ ამ ქრონოლოგიური მონაცემებით მტკიცდება ქართლის მოქცევის ზუსტი თარიღი და შესაბამისად, იოანეს მოღვაწეობის დასაწყისი ქართლის მთავარეპისკოპოსის რანგში, რადგან 25 მარტი პარასკევი დღე იყო 326 წელს. მაშასადამე, [[კონსტანტინე დიდი]]ს მიერ გამოგზავნილი სამღვდელოების ქართლში ჩამოსვლა და სამეფო ოჯახის ნათლობა უნდა მომხდარიყო 326 წლის მარტში.<ref>ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზ, ზაბილონიდან მირიანამდე, კლიო, 2003, № 17, გვ. 3–67;</ref><ref>ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზი, ქართლი ელინიზმისა და ქრისტიანობსი სათავეებთან „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს და „ქართველ მეფეთა ცხოვრების მიხედვით“, დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 2006, გვ. 156–163</ref>
 
სამეფო ოჯახის ნათლობისა და ჯვრების აღმართვის შემდგომ [[მირიან III|მირიან მეფე]] კვლავ აგზავნის ელჩობას კონსტანტინე დიდთან, ამჯერად, ქვისმთლელთა და კირით-ხუროთა სათხოვნელად, ეკლესიების ასაშენებლად. ელჩობის შემადგენლობა არ არის ნათელი, თუმცა, შესაძლოა სწორი იყოს „[[მეფეთა ცხოვრება|მეფეთა ცხოვრების]]“ ვერსია, რომლის მიხედვითაც მასში იოანე ეპისკოპოსი და ერთი ვიღაც წარჩინებული შედიოდნენ. ეს აზრი მტკიცდება სხვა გარემოებითაც: წარგზავნილებმა უკანა გზაზე ჯერ ერუშეთში ჩაყარეს ეკლესიის საძირკველი და იქ მაცხოვრის ფერხთა ფიცარი დატოვეს, ხოლო შემდეგ მანგლისში და იქ სამსჭვალნი დატოვეს. ამ ამბით შეწუხებელშეწუხებულ [[მირიან III|მირიან მეფეს]] იოანე მთავარეპისკოპოსმა ანუგეშა, აუწყა რა, რომ მცხეთაში ინახებოდა მაცხოვრის კვართი და [[ელია წინასწარმეტყველი]]ს ხალენი.
 
ამ ამბის შემდეგ იოანე ეპისკოპოსი იხსენიება [[სოჯი დედოფალი|სოჯი დედოფლის]] ამბავში, რომელიც შემორჩენილია მხოლოდ „[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]“–ს ჭელიშურ და სინურ (N/Sin50) ვერსიებში. [[ბოდი|ბოდში]] ნათელღებულმა [[სოჯი დედოფალი|სოჯი დედოფალმა]] სასიკვდილოდ დასნეულებული [[წმინდა ნინო]]საგან [[მირიან III|მირიან მეფის]] და იოანე მთავარეპისკოპოსის მიმართ წერილები [[მცხეთა]]ში ჩამოიტანა. იოანესადმი მოწერილი წერილის შინაარსი ჩვენთვის უცნობია, ხოლო რაც შეეხება მეფისადმი წერილს, მასში [[წმინდა ნინო]], სხვათა შორის, მეფეს სთხოვდა, გაეგზავნა მისთვის [[ბოდი|ბოდში]] მთავარეპისკოპოსი („მამად-მთავარი“) საზიარებლად, რადგან იგი გრძნობდა, რომ მისი გარდაცვალების დრო მოახლოებულიყო.<ref>ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 102</ref><ref>მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 24–25;</ref>