ბატონის წყარო: განსხვავება გადახედვებს შორის

არქიტექტურული ძეგლი ქალაქ თელავში.
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ბატონის წყარო''' — არქიტექტურული ძეგლი ქალაქ თელავში. იგი ერეკლე II-ს მოედანზე მდებარეობს. წყარო XVII საუკუნით თარიღდება. == აღწერილობა == ზურგით მიწაში მოქც...
 
(განსხვავება არ არის)

უკანასკნელი რედაქცია 16:11, 27 ივლისი 2021-ის მდგომარეობით

ბატონის წყარო — არქიტექტურული ძეგლი ქალაქ თელავში. იგი ერეკლე II-ს მოედანზე მდებარეობს. წყარო XVII საუკუნით თარიღდება.

აღწერილობა რედაქტირება

ზურგით მიწაში მოქცეული წყარო ნაგებია ქართული აგურისა და რიყის ქვის მასალით, კირის დუღაბით და გადახურულია კრამიტით. მას აქვს მაღალი, აგურით ამოყვანილი შეისრული თაღი და დამაგვირგვინებელი პარაპეტი. თაღს მართკუთხა მოჩარჩოება აქვს გაკეთებული. თაღის ორივე მხარეს პილასტრის მსგავსად აგურის წყობაა ამოყვანილი. წყაროს მთლიანი არქიტექტურული ფორმა რიყის ქვისა და აგურის შერეული წყობით ნაშენი საყრდენი კედლით არის მოსაზღვრული. ქუჩიდან წყაროსკენ კიბეები ეშვება. წყარო არქიტექტურული სტილით ენათესავება XVII-XVIII საუკუნეებით დათარიღებულ თელავურ კარიბჭეებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 28