წერედიანის მღვიმე: განსხვავება გადახედვებს შორის

არქეოლოგიური ძეგლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ შუქრუთში.
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''წერედიანის მღვიმე''' — არქეოლოგიური ძეგლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ შუქრუთში. მღვიმე თარიღდება ზედა პალეოლითის პერიოდით. მდინა...
(განსხვავება არ არის)

20:12, 26 ივლისი 2021-ის ვერსია

წერედიანის მღვიმე — არქეოლოგიური ძეგლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ შუქრუთში. მღვიმე თარიღდება ზედა პალეოლითის პერიოდით. მდინარე შუქრუთისწყლის აუზის ხეობის მარჯვენა ციცაბო ფერდობზე კლდოვან პლატოზე გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში 7 მეტრის სიგრძის,3 მეტრი სიმაღლის და 5 მეტრი სიგანის კლდოვანი მღვიმე. იგი ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს. ფსკერის ფართობი 4 კვ. მეტრია, საერთო მოცულობა 16 მ3. მღვიმე ძნელად მისადგომი და მშრალია. აღმოჩენილია კაჟისა და თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. არქეოლოგიური ძეგლი ზურაბ ტატაშიძემ 1957 წელს გამოიკვლია.

რესურსები ინტერნეტში

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 19358