ლევან მაღალაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
 
==ბიოგრაფია==
მსახურობდა [[თერგი]]ს კაზაკთა ჯარის ვლადიკავკაზ–სუნჟის პირველ პოლკში. მონაწილეობდა [[1900]]-[[1901]] წლებში. [[ჩინეთი|ჩინეთზე]] ლაშქრობაში და [[რუსეთი|რუსეთ]]-[[იაპონია|იაპონიის]] [[1904]]–[[1905]] წლების ომში (ამურის კაზაკთა ჯარის შემადგენლობაში). [[1909]] წლის 1 იანვრისთვის ლევან მაგალოვი თერგის კაზაკთა ჯარის ვლადიკავკაზ–სუნჟას პირველი პოლკის პოდიასაული იყო; იმავე წლის 24 ივლისისთვის – შტაბს–რიტმისტრი. 1914 წლიდან მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. [[1916]] წლის 19 დეკემბრიდან გახდა ცხენოსანი პოლკის პოდპოლკოვნიკი, [[1916]] წლის 11 სექტემბერს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა, [[1917]] წლის 5 ივლისს კი დაინიშნა თათართა ცხენოსანი პოლკის მეთაურად.
 
ლევან მაღალაშვილი [[1918]] წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ თეთრ მოძრაობას შეუერთდა, მაგრამ როგორც კი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, იგი ქართული ჯარის რიგებში ჩადგა. [[1919]] წლიდან გენერალ–ლეიტენანტია. მეთაურობდა თათართა დივიზიას (ხალხში ცნობილია, როგორც „ველური დივიზია“), რომელიც შამქორში აწარმოებდა სისხლისმღვრელ ბრძოლებს ბოლშევიკების წინააღმდეგ.