მომხმარებელი:ჯიჯი16/სავარჯიშო: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 1:
'''წყალსატევს დაწაფული ირმები '''— ქვაზე კვეთილობა ატენის სიონზე [[გორის მუნიციპალიტეტი]]ს, სოფელ [[დიდი ატენი|დიდ ატენში]]. ტიმპანის ფილაზე ამოკვეთილია წყალსატევს დაწაფული ორი ირემი. ქვის კვეთილობა [[V საუკუნე|V საუკუნი]]თ თარიღდება. იგი მოთავსებულია ჩრდილოეთ ფასადზე, შესასვლელის თავზე. ქვის კვეთილობის სცენა გაშლილია ჰორიზონტალურად, სიბრტყის ზედა ნაწილში ქვის სამი ნაჭერია ჩადგმული. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია [[წყალსატევი]] წრის სახით. წრეს სქელი არშია აქვს შემოვლებული და შევსებულია წვრილ-წვრილი წრეებით, ცენტრალურ წრეში ბუყ-ბუყა წყლის დეკორატიული რელიეფია გაკეთებული. კვეთილობის ორივე მხარეს ირმების იდენტური გამოსახულებაა. ისინი, თავდახრილები, წყალს ეწაფებიან. მათი დიდი, განტოტვილი რქები მიჰყვება წყალსატევის მომრგვალებას და ზემოთ იშლება.
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[https://www.memkvidreoba.gov.ge/objects/stoneengrave/stoneengraveMembershipObject?id=3 წყალსატევს დაწაფული ირმები]