ბაგრატ მუხრანბატონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
ბაგრატ მუხრანბატონმა ითავა კახეთის მეფის [[გიორგი II, კახეთის მეფე| ავგიორგის]] ქართლში გამუდმებული თარეშის ალაგმვა; [[1512]] მეფეს საუფლისწულოდ გამოსთხოვა მუხრანი და სადროშო, რაც საფუძვლად დაედო სამუხრანბატონოს შექმნას. ბაგრატ მუხრანბატონი სოფ. ციხისძირის თავს, მის მიერვე აგებულ ქსნის ციხეში გამაგრდა. ავგიორგი 3 თვის უშედეგო ალყის შემდეგ იძულებული გახდა გაბრუნებულიყო. [[1513]] ქართლში ერთ-ერთი ლაშქრობის შემდეგ უკან მიმავალი გიორგი II ძალისსა და ჭაპურს შუა (ახლანდელი მცხეთის რაიონი) ხევში ჩასაფრებულმა ბაგრატ მუხრანბატონმა შეიპყრო და ციხეში დაამწვდია, სადაც იგი გარდაიცვალა (ერთი ვერსიით - მიაშთვეს). ბაგრატ მუხრანბატონი დავით X-თან ერთად ცდილობდა კახეთის სამეფოს გაუქმებას და ქართლთან შეერთებას. 20-იანი წლების ბოლოსა და 30-იანი წლების დასაწყისში ბაგრატ მუხრანბატონი ბარნაბეს სახელით ბერად შედგა.
 
ბაგრატ მუხრანბატონს ეკუთვნის ძველი ქართული მწერლობის პოლემიკური ჟანრის ერთ-ერთი საყურადღებო ნაწარმოები, ანტიმაჰმადიანური თხზულება "მოთხრობაჲ სჯულთა უღმერთოთა ისმაილიტთაჲ". ავტორი განიხილავს მაჰმადიანური სარწმუნოების ისტორიას და ქრისტიანობის აპოლოგეტის პოზიციიდან განაქიქებს ამ რელიგიას. თხზულება აგრეთვე შეიცავს მოკლე ცნობებს ძველი ქართველ მთარგმნელთა შესახებ. მასში პირველად არის მოხსენებული ქართველი საერო მწერლობის ცნობილი ძეგლი [[ამირანდარეჯანიანი|"ამირანდარეჯანიანი"]].
 
[[კატეგორია: ქართველები]]