თედო სახოკია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 114:
თედო სახოკია აქტიურად თანამშრომლობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან. ჯერ კიდევ ჟენევაში სწავლისას, მან უნივერსიტეტის სტუდენტთა სახელით მიმართა საზოგადოებას და თანხითა და წიგნებით დახმარება სთხოვა.
 
საზოგადოებამ [[1882]] წელს შეადგინა პროგრამა „ხალხის სიტყვიერების ნაწარმოების შეკრებისათვის“, რომელშიც საქართველოს კუთხეების ხალხური სიბრძნის ნიმუშები შედიოდა, თუმცა სამეგრელო გამოტოვებული იყო. თედო სახოკიამ [[1891]] წელს გაზეთ ივერიაში გამოაქვეყნა წერილი „ხალხურ ნაწარმოების მოყვარულთა მიმართ“,<ref>სახოკია, თ. (1891). [http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/51345 ხალხურ ნაწარმოების მოყვარულთა მიმართ]. ''ივერია''. №22. თბილისი: ი. ა. მანსვეტოევის სტამბა. გვ. 3-4.</ref> რომელშიც მკითხველს მეგრული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების: ზღაპრების, შაირების, ანდაზების, შელოცვების, ლექსებისა და სხვათა მეგრულ ენაზე (ქართული ასოებით ჩაწერილს) შეგროვებას სთხოვდა.
 
[[1898]] წლის [[15 სექტემბერი|15 სექტემბერს]] ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით თედო სახოკიამ გამგეობას მის მიერ გამოცემული წიგნის „ამირანის შვილნი“ შესყიდვის თხოვნით მიმართა. გამგეობა მისგა 100 ცალი წიგნი შეიძინა, რომლის საფასურად 5 თუმანი გადასცა.<ref>საქართველოს პროსოპოგრაფია: პირები. ''[https://prosopography.iliauni.edu.ge/persons/6053-tedo-timotes-dze-sakhokia თედო ტიმოთეს ძე საკოხია].'' www.prosopography.iliauni.edu.ge.მოძიების თარიღი: 19 ივლისი, 2021.</ref>
 
თედო სახოკიას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ სზოგაადოებასთან კავშირი მაშინაც არ შეუწყვეტია, როცა მის საქმეს სასამართლო განიხილავდა. [[1908]] წელს მან სამეგრელოში იმოგზაურა და ეთნოგრაფიული მასალები შეაგროვა.{{sfn|ბუკია|2018|p=151-153}}
 
===მთარგმნელობითი საქმიანობა===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თედო_სახოკია“-დან