ნეონაციზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 206:
„მართალია, რომ შესაძლებელია გამოვლენილ იქნას ფსიქიკური განვითარების საწყისი და უფრო ღრმა დონე, სადაც ჯერ კიდევ შეუძლებელია არიული, სემიტური, ჰამიტური ან მონღოლოიდური მენტალიტეტის განსხვავება, რადგან ყველა რასას საერთო კოლექტიური ფსიქიკა აქვს. მაგრამ რასობრივი დიფერენციაციის დაწყებისას ჩამოყალიბდა ძირითადი განსხვავებები კოლექტიურ ფსიქიკაში. ამის მიზეზით, ჩვენ არ შეგვიძლია უცხო რასის სულის ტრანსპლანტაცია მოვახდინოთ ჩვენ მენტალიტეტში განუყოფელად რადგან ეს საგრძნობ ზიანს მოგვაყენებს“.
 
თანამედროვე ფორმით ოდინისტური მოძრაობა დაიწყო „ოდინისტური თანამეგობრობის“ დაარსებით 1969 წელს [[:en:Else Christensen|ელსე კრისტენსენის]] მიერ. ახალგაზრდობაში იგი იყო ახლადწარმოქმნილი დანიური ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის მემარცხენე [[შტრასერიზმი|შტრასერისტული]] ფრთის წევრი, რა დროსაც 1937 წელს დაქორწინდა ალექს კრისტენსენზე, რომელიც ასევე პარტიის წევრი იყო. ალექსი 1940 წელს [[დანიის ოპერაცია (1940)|გერმანიის მიერ დანიის ოკუპაციისას]] დროებით დააკავეს როგორც დისიდენტი. 1951 წელს კრისტენსენები გადავიდნენ კანადაში და დასახლდნენ ტორონტოში. ელზემ გაიცნო [[უილის კარტო]], ამერიკელი ულტრამემარჯვენე ლიდერი, და ჯეიმს უარნერი, [[ჯორჯ ლინკოლნ როქუელი]]ს [[ამერიკის ნაცისტური პარტია|ამერიკის ნაცისტური პარტიის]] ნიუ იორკის ორგანოზატორი. კარტომ მას გააცნო [[ფრანცის პარკერ იოქეიიოქი]]ს ნაშრომები, უარნერმა კი მიაწოდა [[ალექსანდრ რუდ მილსი]]ს, რასობრივი პაგანური რელიგიის ერთ-ერთი მიმდევრის ნაწერები. თავის ყველაზე გავლენიან წიგნში, „ოდინისტური რელიგია: ებრაული ქრისტიანობის დაძლევა“ (1930), მილსი წერდა, რომ ნორდულმა რასებმა დაარსეს უდიდესი ცივილიზაციები [[შუმერი|შუმერში]], [[ეგვიპტე]]ში, [[სპარსეთი|სპარსეთში]], საბერძნეთსა და რომში, თუმცა ისინი დასუსტდნენ უცხოური იმიგრაციით, რასობრივი აღრევით და მიიღეს მცდარი ებრაულ-პლატონური იდეა ტრანსცენდეტალურ ღმერთზე და თანდათან ქრისტიანული რწმენა ყველა ადამიანის თანასწორობაზე. მას სურდა პრე-ქრისტიანული ინგლისელების რასობრივი სიძლიერე აღედგინა თავისი „ოდინის ანლეკინურიანგლიკანური ეკლესიით“, რომელსაც უნდა დაენერგა ანგლო-საქსონური რასობრივი რელიგია. 1950-იან წლებში მან დაარსა „ოდინის პირველი ეკლესია“ მცირე წარმატებებით. მან ერთამნეთთან გააერთიანა ოდინიზმი და მასონური იდეები.
 
იოქეიიოქი, რომელიც [[ოსვალდ შპენგლერი]]ს მიმდევარი იყო, ამტკიცებდა, რომ ყველა კულტურა გადის დაბადების, ზრდის, ზრდასრულობის, დაკმაყოფილებისა და სიკვდილის ფაზების ორგანულ კანონზომიერებას. ყველა კულტურას აქვს სული, რომელიც განსაზღვრავს მის რელიგიას, მეცნიერებას, ხელოვნებას, პოლიტიკას და მორალს. რასები ნედლი მასალაა კულტურული გამოხატულებისთვის, და განსხვავდებიან მათი ძალაუფლებისადმი ნების სიძლიერით. იოქეიიოქი მოელოდა, რომ მოხდეობდა დასავლური კულტურის დაკმაყოფილება ძლევამოსილ ევრაზიულ იმპერიუმში, თუმცა ეს არ ხდებოდა დასავლეთის სულიერი ავადმყოფობის გამო, რაც გამოწვეული იყო კულტურული პარაზიმიზმით, რაც გულისხმობს უცხოტომელთა ჯგუფების არსებობას, რომლებიც ვერ მონაწილეობდნენ კულტურის ისტორიულ ბედში. იოქეიიოქი თვლიდა, რომ შავკანიანი და აზიელი ხალხები დასავლეთში ანაცვლებდნენ ადგილობრივ თეთრკანიან მოსახლეობას, და ართმევდნენ დასავლურ კულტურას ნედლ მასალას დაკმაყოფილებისთვის. ებრაელთა პარაზიტმიზი ყველაზე საშიში ფორმა იყო. შუა საუკუნეებში ისინი გეტოებში იყვნენ იზოლირებულნი როგორც დასავლური განვითარების მეინსტრიმისგან მოცილებული ინერტული ორგანიზმი. მაგრამ როგორც კი დასავლურმა კულტურამ ზრდასრულობას მიაღწია რაციონალიზმის ეპოქაში 1750 წელს, ებრაელებმა იგრძნეს შესაძლებლობა, მატერიალიზმის, ეკონომიკის და მევახშეობის გზით, ასევე აბსოლუტიზმისადმი წინააღმდეგობით, საფუძველი შეერყიათ დასავლეთის ტრადიციული სულიერი ელიტებისთვის. ამერიკაც, როგორც დასავლური კულტურის კოლონია, დაუცველი აღმოჩნდა ამ გავლენისგან, რაც გაძლიერდა ებრაელთა მზარდი იმიგრაციით 1880-იანი წლებიდან. როდესაც [[ადოლფ ჰიტლერი|ჰიტლერმა]] ახალი იმპერიუმის პირველი ფაზა დაიწყო, ამერიკამ ინტერვეცნია მოახდინა ევროპაში და შეაჩერა ის.
 
ელსე კრისტენსენის იდეები არიული კულტურის ოდინისტურ აღორძინებაზე ინსპირაციას იღებდა იოქეისგანიოქისგან, მილსისგან და [[ანალიტიკური ფსიქოლოგია|იუნგის ფსიქოლოოგიისგან]]. იგი ეთანხმებოდა იოქეისიოქის, რომ დასავლური ცივილიზაცია გვიანდელ დეგენერაციულ ფაზაშია. თუმცა მას სჯეროდა, რომ როგორც იოქეიიოქი ამბობდა „კულტურის სიკვდილი მხოლოდ სულიერი ფენომენი შეიძლება იყოს“ და არიული დასავლეთის დაღმასვლა მხოლოდ რელიგიურ ანტიდოტს შეეძლო შეეჩერებინა. კრისტენსენი არიული კულტურის აღორძნების საფუძველს „ურდის ქვეცნობიერ ელემენტებში“ ხედავდა, რომელიც იუნგის ტერმინებით ინტერპრეტირებულ იქნა როგორც კოლექტიური რასობრივი არაცნოებიერის გენეტიკური გადაცემა. რასობრივი არაცნობიერის არქეტიპების შესწავლით თეთრ ხალხს შეეძლო წინაპართა სიბრძნის ხელმეორედ აღმოჩენა. რასა და რელიგია ორგანულად დაკავშირებულია, ხოლო ოდინიზმის წყაროები ბიოლოგიურია: „მისი პრინციპები ჩვენ გენებშია კოდირებული... ოდინიზმი ანსხეულებს... ჩვენი მრავალმხრივი ბრძოლის რეალობას ბედის დაკმაყოფილებისთვის“.
 
ელზე კრისტენსენი ოდინიზმის საჯარო ფიგურა აშშ-ში 1970-იანი წლების დასაწყისში გახდა, როდესაც რეგულარულად გამოსცემდა გაზეთ „ოდინისტს“. „ოდინის თანამეგობრობა“ უფრო ფოკუსირებული იყო ლიტერატურასა და იდეებზე ვიდრე ცერემონიებზე.
ხაზი 220:
„ასატრუს თავისუფალი ასოციაციის“ [[არიანიზმი|არიანისტი]] წევრები, სიგი ჰუბარდი, ტომ პაგეტი, ვიატ კალდენბერგი და სხვები მონაწილეობდნენ „ოდინისტური თანამეგობრობის“ დიდი ლოს ანჯელესის განყოფილების დაარსებაში. პაგეტმა მოიწვია [[:en:Tom Metzger|ტომ მეტცგერი]], რომელიც ამ დროს ხელმძღვანელობდა „თეთრი ამერიკელების პოლიტიკურ ასოციაციას“, რათა სიტყვა წარმოეთქვა განყოფილების შეკრებაზე, რის შემდეგაც იგი ოდინისტური შეხვედრების ხშირი მონაწილე იყო. ამის მიუხედავად, ელსე კრისტენსენი თვლიდა, რომ მეტცგერი ზედმეტად რადიკალური იყო, ხოლო არიზონას კინდერდის წევრებს სურდათ, რომ თენამეგობრობა თეთრკანიანთა ინტერესების დაცვაზე ყოფილიყო მიმართული, თუმცა არ ყოფილიყო მტრულად განწყობილი ფერადი რასებისა და ებრაელებისადმი. რასიალისტებს ნაკლებად საეჭვო მოკავშირეები სურდათ: რედბერდმა დაარსა რასიალისტური „თორის ჩაქუჩის კინდერდი“, ელტონ ჰალმა, რომელიც გამოეყნო არიზონას კინდერდს, დაარსა „ჯომსვიკინგის კინდრედი“, ტომ პაგეტი და [[:en:Wyatt Kaldenberg|ვიატ კალდენბერგი]] შეუერთდნენ მეტცგერის ახლადჩამოყალიბებულ „[[:en::White Aryan Resistance|თეთრ არიულ წინააღმდეგობას]]“. ვიატი, რომელიც მეტცეგერის პერიოდიკალის, WAR-ის რედაქტორი იყო, თავის სტატიებში ოდინიზმს ქადაგებდა. კალდენბერგის წარმართული მსოფლმხედველობა ისტორიას და პოლიტიკას უყურებს როგორც კოსმიურ ბრძოლას ღვთიურ არიულ და დემონურ, არაბუნებრივ იუდო-ქრისტიანულ ძალებს შორის. არიული რასა იდენტიფიცირებულია დედამიწასთან, სიცოცხლელსა და ბუნებასთან, ხოლო „ტალახის რასები“ სიკვდილთან, ზამთრის დეკადანსთან და მატლებთან, რომელბიც სხვისი სიცოცხლით საზრდოობენ.
 
კალდენბერგმა დაიწყო გაზეთ „პაგანური აღორძინების“ გამოცემა 1990-იანი წლების დასაწყისში, რომელიც ტაბლიოდად გადააკეთა 1998 წელს. პერიოდიკალი მთავარ მიზნად ასახელებდა ასატრუს რელიგიის გავრცელებას, რომელიც აღმერთებს ნორდული პანთეონის ღმერთებს, ოდინს, თორს და [[ფრიგი|ფრიგას]]. იგი ასევე შეიცავს გერმანიკული, ზოროასტრული და ვედური პაგანური რელიგიების მეცნიერულ შედარებას და აშშ-ს სამხრეთში მზარდი ლათინოსი მოსახლეობის ეკონომიკურ ანალიზს, ასევე [[:en:White power music|თეთრი ძალის]], [[ინდუსტრიული მეტალი|ინდუსტრიული]] და [[მეტალი]]სმეტალის მუსიკის მიმოხილვას.
 
კალდენბერგი აკრიტიკებდა ქრისტიანობას, როგორც უცხო ებრაულ პროდუქტს, რომელმაც დაასუსტა წარმართი არიელი ხალხი მათი გაუცხოებით თავისი ღმერთების და ქალღმერთების სასიცოცხლო ძალებთან გაუცხოების გზით. ქრისტიანობას იგი „თვითსიძულვილის თეოლოგიას“ უწოდებდა. იგი ებრაელებს ადანაშაულებს ქრისტიანობისთვის, რომელმაც 300 მილიონი ევროპელი წარმართი მოკლა 2 ათასი წლის განმავლობაში. მისი იდეალური საზოგადოება სტრუქტურირებულია ანტიკური ვიკინგური მერიტორიკატიის საფუძველზე, სადაც მმართველი კასტას შეადგენენ [[იარლი|იარლები]], ან მებრძოლები. საშუალო კლასი არიან [[:en:Churl|კარლები]], ანუ მუშები, მათ დაბლა კი [[:en:Thrall|თრალები]], კრიმინალი მონების კასტა. ძალაუფლება კონცენტრირებული უნდა იყოს არისტოკრატიარისტოკრატ მებრძოლთა ელიტის ხელში. მხოლოდ მას შეუძლია მისი აზრით მასები „საკუთარი თავის ტირანიისგან გაათავისუფლოს“, რომელიც ყოველთვის იმას შეჰყურებს, ვინ მოახდენს მის ექსპლუატაციას, ცხვარია, რომელიც დაიბადა როგორც მონა. იგი ასევე აკრიტიკებს „ქრისტიანულ იდენტობას“, ენერგიის გადატანაზე არიული აღორძინებიდან ცრუ ებრაულ კულტზე.
ჯოსტ ტარნერმა დააფუძნა ნაციონალ სოციალისტური კინდრედი 1980-იან წლებში ფოლკიშური „უკან მიწისაკენ“ ტიპის ოდინისტურ კომუნაში სახელწოდებით „ფოლკსბერგი“ ჩრდილოეთ კაროლინის მთებში. ჯოსტი თავის სწავლებებში არიულ-ვედურ ფასეულობებს, ნორდულ მითოლოგიას და ინდუისტურ ტანტრიზმს აერთიანებს არიელი ადამიანების სულიერი ევოლუციისთვის მათი რასობრივი არქეტიპის მიხედვით. ვიეტნამის ომში მსახურის შემდეგ, „ყვავილის ძალის“ ერაში, მან დაიწყო ოკულტიზმის და აღმოსავლური რელიგიების შესწავლა. ის გადააწყდა [[პარამახანსა იოგანანდა]]ს „იოგის ავტობიოგრაფიას“, ინდოელის, რომელიც იუნდუისტურ მისიას ხელმძღვანელობდა აშშ-ში 1920-იან წლებში. ჯოსტი ვარჯიშობდა კრია იოგას იოგანანდას „თვითრეალიზაციის თანამეგობრობაში“ და ორი წელი აშრამში ჩრდილოეთ კალიფორნიაში. 1970-იანი წლების შუაში ის დაინტერესდა ნორდული პაგანიზმით და ოკულტური ნაციონალ-სოციალიზმით და ჩართული იყო ასატრუს თავისუფალ საზოგადოებაში, შემდეგ კი სტივენ მკნალენის დეიდაშვილთან დაქორწინდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნეონაციზმი“-დან