ლუის ენრიკე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
შევასწორე ინფორმაცია
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 64:
|ეროვნული ნაკრები-განახლება =
}}
'''ლუის ენრიკე მარტინეს გარსია''' ({{lang-es|Luis Enrique Martínez García;}} დ. [[8 მაისი]], [[1970]], [[ხიხონი]], [[ესპანეთი]]) — ესპანელი საფეხბურთო მწვრთნელი, [[ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ესპანეთის ნაკრების]] მწვრთნელი. წარსულში პროფესიონალი ფეხბურთელი. ფეხბურთელის სტატუსით ნათამაშები აქვს ისეთ კლუბებში, როგორიცაა: „[[ხიხონის სპორტინგი]]“, „[[მადრიდის რეალი|მადრიდის რეალი]]“ და „[[ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)|ბარსელონა]]“. ამჟამად „ბარსელონას“ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. [[2015]] წელს კატალონიურ გუნდთან ერთად მოიგო [[ჩემპიონთა ლიგა]], [[ესპანეთის პრიმერა დივიზიონი|ესპანეთის ჩემპიონატი]], [[კოპა დელ რეი|ესპანეთის სამეფო თასი]], [[უეფას სუპერთასი]] და [[ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი]].
 
36 წლის ასაკში დაიწყო სამწვრთნელო მოღვაწეობა. პირველი სერიოზული გუნდი იყო „ბარსა ბ“, სადაც [[2008]] წელს [[ხოსეპ გუარდიოლა]] ჩაანაცვლა. პირველივე სეზონში ესპანელმა სპეციალისტმა გუნდი რანგით მესამე ჩემპიონატიდან მეორეში გადაიყვანა. [[2011]] წელს კი დააფიქსირა გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგი. 71 ქულით (20 მოგება, 11 ფრე, 11 წაგება) გათამაშება მე-3 ადგილზე დაასრულა, რაც დღესაც საუკეთესო შედეგია „ბარსა ბ“-სთვის. ამ წარმატების შემდეგ ლუის ენრიკემ ბედი ესპანეთის ფარგლებს გარეთ სცადა და იტალიურ „[[რომა (საფეხბურთო კლუბი)|რომაში]]“ დაიწყო მუშაობა. იტალიის ჩემპიონატში რომამ მე-7 ადგილი დაიკავა, იტალიის თასის ნახევარფინალში გააღწია და [[უეფა-ს ევროპის ლიგა|ევროპის ლიგაზე]] ასპარეზობის უფლება მოიპოვა. [[2012]] წელს ლუის ენრიკემ დატოვა „რომა“ და 2013 წელს კვლავ ესპანეთში დაბრუნდა, სადაც ვიგოს „[[სელტა|სელტა]]“ ჩაიბარა. იმ სეზონში „სელტამ“ წარმატებით იასპარეზა და სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იყო ვიგოური კლუბისთვის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუის_ენრიკე“-დან