ტრანსფორმერები (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 56:
ფილმის რეჟისორია [[მაიკლ ბეი]], აღმასრულებელი პროდიუსერი კი [[სტივენ სპილბერგი]]. სურათში აღწერილია დედამიწაზე გამართული ომი. მისი მთავარი პერსონაჟების სახით წარმოდგენილია უცხოპლანეტელ რობოტთა ორი გუნდი – ავტობოტები და დეცეპტიკონები. მათ მანქანებად გარდაქმნა შეუძლიათ. მთავარი პერსონაჟის, [[სემ უიტუიკი]]ს როლს ასრულებს [[შაია ლაბაფი]]. ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ [[მეგან ფოქსი]], [[ჯოშ დუჰამელი]], [[ტაირის გიბსონი]], [[ჯონ ვოიტი]], [[ენტონი ანდერსონი]] და [[ჯონ ტურტურო]]. ტრანსფორმერთა ლიდერებს, [[ოპტიმუს პრაიმი|ოპტიმუს პრაიმსა]] და [[მეგატრონი|მეგატრონს]] შესაბამისად ახმოვანებენ [[პიტერ კალენი]] და [[ჰუგო უივინგი]].
 
პროდიუსერებმა [[დონ მერფი]]მ და [[ტომ დესანტო]]მ პროექტზე მუშაობა დაიწყეს [[2003]] წელს. შემდეგ წელს მათ სპილბერგიც შეუერთდა, რომელმაც დაიქირავა სცენარისტები [[რობერტო ორსი]] და [[ალექს კურცმანი]]. მანქანები და სამხედრო თვითმფრინავები [[აშშ–ის შეიარაღებული ძალები]]სა და [[General Motors]]–ისგან იყო ნათხოვნი, რამაც ფილმის ბიუჯეტიც დაზოგა და საბრძოლო სცენებს რეალიზმიც შემატა. პრემიერამდე ჰასბრომ უზარმაზარი მხარდამჭერი კამპანია ჩაატარა.
 
შერეული კრიტიკული რეაქციის მიუხედავად, „ტრანსფორმერები“ ძალიან წარმატებული იყო კინოგაქირავებაში.<ref name="boxmojo"/> სურათის შემოსავალმა 709.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმთა ნუსხაში ორმოცდამეხუთე, [[2007]] წელს გამოსულ ფილმთა შორის კი მეხუთე ადგილზეა. ვიზუალური ეფექტების საზოგადოების დაჯილდოებაზე „ტრანსფორმერებმა“ ოთხი ჯილდო მოიპოვა. [[ოსკარის მე–80 დაჯილდოება]]ზე ფილმი წარდგენილი იყო ნომინაციებში „საუკეთესო ხმა“, „საუკეთესო ვიზუალური ეფექტები“ და „საუკეთესო ხმის მონტაჟი“. მისი გაგრძელება, „[[ტრანსფორმერები: ფოლენის შურისძიება]]“ გამოვიდა 2009 წლის 24 ივნისს. კომერციულად ის წინამორბედზე წარმატებული იყო, მიუხედავად იმისა რომ კრიტიკოსებმა ფილმი დაიწუნეს. მესამე ნაწილი, „[[ტრანსფორმერები: მთვარის ბნელი მხარე]]“, [[2011]] წელს გამოვიდა [[3-D ფილმი|3D]] ფორმატში და მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. 2014 წელს გამოვიდა შემდეგი ნაწილი, „[[ტრანსფორმერები: გადაშენების ეპოქა]]“, ხოლო მეხუთე ნაწილიო, „[[ტრანსფორმერები: უკანასკნელი რაინდი]]“, გამოვიდა 2017 წელს<ref>{{cite web|title=Hasbro Confirms The Transformers Cinematic Universe - Transformers 5 In 2017?|url=http://www.tfw2005.com/transformers-news/transformers-movie-just-movie-31/hasbro-confirms-the-transformers-cinematic-universe-transformers-5-in-2017-182515/|publisher=TFW2005|accessdate=April 21, 2015|date=April 20, 2015}}</ref>.
 
==რესურსები ინტერნეტში==