ლილიბეუმის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 33:
კართაგენელთა ესკადრის ძირითადი ნაწილი [[დრეპანა]]ში იდგა, მას [[ატარბალი]] მეთაურობდა. ჰანიბალმა მოახერხა შესაფერისი ქარის დროს 50 გემით ქალაქში შეღწევა ჯარებით, საკვებით და ფულით<ref>პოლიბიუსის თანახმად მან 10 000 მეომარი ჩაიყვანა, დიოდორესთან მხოლოდ 4 000.</ref>. რომაელებმა ვერ მოახერხეს მისთვის ხელის შეშლა. ჰანიბალის წარმატებამ გაათამამა ალყა შემოტყმულები. ჰიმილკონმა გადაწყვიტა ესარგებლა ამ მომენტით და დაიწყო ბრძოლისთვის მზადება.
 
გამთენიისას ჰიმილკონმა გამოიყვანა ჯარი და თავს დაესხნენ რომაულ ნაგებობებს. რომაელებისთვის ეს არ იყო მოულოდნელობა. მათ მტკიცე წინააღმდეგობა გაუწიეს კართაგენელებს. მალე ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. ქალაქიდან დაახლოვებით 20 000 ჯარისკაცი იყო გამოსული. ბრძოლა მით უფრო სასტიკი იყო, რომ არანაერი საბრძოლო წყობა არ იყო დაცული. განსაკუთრებით ცხარე ბრძოლა ნაგებობებთან იყო. კართაგენელები ნაგებობებს ნაკვერჩხლებს და ჩირაღდნებს ესროდნენ, რომაელების მდგომარეობა ძალიან გართულდა, მათ უკვე ძალიან უჭირდათ კართაგენელების შეკავება. ჰამილკონი ხედავდა, რომ ძალიან ბევრი მეომარი დაიღუპა, მაგრამ მიზანი მიღწეული არ იყო, ამიტომ ბრძანა უკან დახევა.
 
პარალელურად, დიოდორეს თანახმად რომაელები მეორე მხრიდან კედლის აღებას ცდილობდნენ, მაგრამ კართაგენული ჯარი დროულად მოვიდა და უკუაქცია რომაელები. პოლიბიუსი ამის შესახებ არაფერს არ წერს.
ჰამილკონი ხედავდა, რომ ძალიან ბევრი მეომარი დაიღუპა, მაგრამ მიზანი მიღწეული არ იყო, ამიტომ ბრძანა უკან დახევა.
 
ბევრი კართაგენელი ცდილობდა რომაული ბლოკადის გემებით გარღვევას. ზოგს გამოსდიოდა კიდეც, ყველაზე წარმატებული [[ჰანიბალ როდოსელი]] იყო, რომელმაც არაერთხელ შეაღწია ლილიბეუმში. თუმცა, რომაელებმა კაშხალი ააღენეს და ორი გემი დაიჭირეს, ერთერთი როდოსელის იყო.
 
{{რომის ისტორია}}