ზიკო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 81:
 
=== სანაკრებო კარიერა ===
1976–1986 წლებში [[ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ბრაზილიის ეროვნული ნაკრების]] შემადგენლობაში 71 შეხვედრა ჩაატარა, რომლის მაისურით პირველად 1976 წლის 25 თებერვალს, ურუგვაის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ [[ატლანტიკის თასი 1976|ატლანტიკის თასზე]] გამართულ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. ბრაზილიელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: [[ვალდირ პერესი]], ამარალი, [[ნელინიო]], შიკაო, [[რობერტო რიველინო|რიველინო]], ზიკო, ფლეშა, ედუ, ლულა, მიგელი და პალინია. მატჩი [[მონტევიდეო]]ში, „ესტადიო სენტენარიოზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დასრულდა. ბურთები ბრაზილიელთაგან ზიკომ და [[ნელინიო]]მ გაიტანეს.<ref>{{cite web
|url= https://www.11v11.com/matches/uruguay-v-brazil-25-february-1976-233653/
|title= Uruguay 1–2 Brazil, 25 February 1976
|work= AFS
|quote=
|accessdate= 30 ივნისი, 2021
}}</ref>
 
ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1986 წლის 21 ივნისს, [[საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|საფრანგეთის ნაკრების]] წინააღმდეგ [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1986#მეოთხედფინალი|მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის]] მეოთხედფინალურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი [[გვადალახარა]]ში, „ესტადიო ხალისკოზე“ გაიმართა გაიმართა და როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი დრო ფრედ — 1–1 დამთავრდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერია ფრანგების სასარგებლოდ წარიმართა და მათივე გამარჯვებით ანგარიშით 4–3 დასრულდა.<ref>{{cite web
|url= https://www.11v11.com/matches/france-v-brazil-21-june-1986-239919/
|title= France 1–1 Brazil, 21 June 1986
|work= AFS
|quote=
|accessdate= 30 ივნისი, 2021
}}</ref>
 
=== მსოფლიო ჩემპიონატებზე ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზიკო“-დან