კაუჩუკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 57:
 
სინთეზური კაუჩუკი ცალკეული მაჩვენებლებით ბუნებრივ კაუჩუკზე უკეთესი თვისებებით ხასიათდება, მაგრამ დაბალია მისი ელასტიურობა. მაგალითად ქლოროპრენის კაუჩუკს ქლორის შემცველობის გამო ამაღლებული აქვს ცეცხლგამძლეობა. იგი მდგრადია ქიმიური რეაგენტების, გამხსნელების, სითბოსა და სინათლის მიმართ. ბუტადიენსტიროლის კაუჩუკი ცვეთამედეგია, რის გამოც წარმატებით გამოიყენება ავტომობილების საბურავების დასამზადებლად.
 
ბუტადიენი 1,3 -ის პოლიმერიზაციით (კატალიზატორი მეტალური ნატრიუმი Na) მიიღება სინთეზური კაუჩუკი.
 
:nCH2 = CH _ CH = CH2 ___> (_ CH2 _ CH = CH _ CH2)n
 
დროთა განმავლობაში შეიცვალა კაუჩუკის სინთეზურად მიღების წყაროები. მაგალითად: ბუტადიენის მისაღებად საჭირო იყო ეთილის სპირტი, ხოლო სპირტის მისაღებად საჭირო იყო მარცვლეული და კარტოფილი. ამჟამად კაუჩუკის სინთეზისათვის იყენებენ ნახშირწყალბადებს, რომელიც არის ნავთობის თანხლები აირებში და ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებულ ნავთობპროდუქტებში.
 
სინთეზური კაუჩუკი ორგვარია: საერთო და სპეციალური დანიშნულების. პირველს იყენებენ ისეთი ნაკეთობების წარმოებაში, რომლებშიც რეალიზებულია რეზინის ძირითადი თვისება — ჩვეულებრივ ტემპერატურაზე მაღალი ელასტიურობა. სპეციალური დანიშნულების სინთეზურ კაუჩუკს იმ ნაკეთობათა წარმოებაში იყენებენ, რომელთაც ახასიათებთ მედეგობა გამხსნელების, ზეთების, ჟანგბადის, ოზონის მოქმედებისადმი, უნდა ჰქონდეთ სითბო- და ყინვამედეგობის უნარი და სხვა. გამოყენების დარგების მიხედვით სინთეზური კაუჩუკის კლასიფიკაცია ერთგვარად პირობითია, რადგან ზოგიერთ კაუჩუკს აქვს თვისებათა ისეთი კომპლექსი, რომელიც საშუალებას იძლევა გამოყებულ იქნეს როგორც საერთო, ისე სპეციალური დანიშNულებისდანიშნულების კაუჩუკადაც. სინთეზური კაუჩუკის განსაკუთრებული ჯგუფებია: კაუჩუკის წყლიანი დისპერსია (ლატექსი), თხევადი კაუჩუკი (ოლიგომერი), შევსებული კაუჩუკი (შემვსებების ან პლასტიფიკატორების ნარევს სინთესურ კაუჩუკთან).
 
სინთეზური კაუჩუკის ყველაზე გავრცელებული ხერხია ემულსიური და სტერეოსპეციფიური პოლიმერიზაცია. პოლიმერიზაციისას შესაძლებელია კაუჩუკის მოლეკულლური მასის რეგულირება, რაც საშუალებას იძლევა მათი გადამუშავებისას გამოვრიცხოთ ენერგოტევადი პლასტიკაციის სტადია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კაუჩუკი“-დან