გირეის დინასტია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
No edit summary
ხაზი 1:
{{სამეფო დინასტია
| დინასტიის გვარი = გირეიები
| გერბი = [[Image:Gerae-tamga.svg|230px]]
| ქვეყანა = [[ყირიმის სახანო]]
[[ასტრახანი|ასტრახანის სახანო]]
[[ყაზანის სახანო]]
[[ქასიმის სახანო]]
| ფუძე დინასტია = [[ჩინგიზიდები]]
| ტიტულები = [[ყირიმის სახანო|ყირიმის ხანი]]

| მიმართვის ფორმა = [[მონარქია]]
| დამაარსებელი = [[ჰაჯი I გირეი]]
(ყირიმის პირველი ხანი)
| უკანასკნელი მმართველი = [[შაჰინ გირეი ]]
| ამჟამინდელი მეთაური =
| დაარსდა = [[1441]] წ.
| დაიშალა =
| ტახტიდან ჩამოგდება = [[1783]] წ.
| cadet branches =
| ეროვნება = [[მონღოლები]]/[[ყირიმელი თათრები]]

'''გირეის დინასტია''' ({{lang-crh|كرايلر; Geraylar;}}) — [[მონღოლები|მონღოლურ]]-[[თურქები|თურქული]] დინასტია. [[ჩინგიზ-ყაენი]]ს უფროსი ვაჟის, [[ჯუჩი]]ს მეცამეტე შვილის შთამომავალმა, მუსლიმმა [[ჰაჯი-გირეი]]მ, [[1441]] წელს დააარსა [[ყირიმის სახანო]] და გირეის დინასტია, რომელიც მართავდა [[ყირიმის სახანო|ყირიმს]] [[1441]] წლიდან მის დაცემამდე, [[1783]] წლამდე. გვარის წარმომადგენლები გარკვეული პერიოდით ფლობდნენ [[ასტრახანი]]ს, [[ყაზანი]]სა და [[ქასიმი]]ს სახანოებსაც. [[1783]] წელს [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] მიერ [[ყირიმის სახანო|ყირიმის]] ანექსიის შემდეგ გირეიები გადასახლდნენ [[ოსმალეთის იმპერია]]ში, [[რუსეთი|რუსეთსა]] და სხვა ევროპულ ქვეყნებში.

==მემკვიდრეობის წესი==
გირეის დინასტიის პირველი მემკვიდრეობითი კანონის მიხედვით, [[ყირიმის სახანო|ყირიმის]] [[ხანი (ტიტული)|ხანის]] გარდაცვალების შემდეგ, მას შეცვლიდა მის მიერ დანიშნული [[კალგა]] (მემკვიდრე), რომელიც აუცილებლად გირეის გვარის უნდა ყოფილიყო. ასევე არსებობდა მეორე მემკვიდრე - [[ნურედინი]], რომელიც სახანოში მე-3 პირად ითვლებოდა. XVI საუკუნის ბოლოდან [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალების]] გავლენით კანონი შეიცვალა, რომლის მიხედვითაც მემკვიდრეობა [[სულთანი|სულთნის]] მიერ უნდა დადგენილიყო. ამან დინასტიური ომები და [[ხანი (ტიტული)|ხანების]] თითქმის მუდმივი ცვლა გამოიწვია, რაც [[ყირიმის სახანო|ყირიმის]] სტაბილურობაზე მძიმედ აისახა.

==ოსმალეთის ვასალობა==
[[1475]] წელს, [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] სულთანმა, [[მეჰმედ II]]-მ [[ყირიმის სახანო]] დაიპყრო. გირეის დინასტიის სახანო დიდი იმპერიის განუყოფელი ნაწილი გახდა [[1774]] წლამდე. ამ ხნის მანძილზე გირეიების უმეტესობა სპეციალურად იგზავნებოდა ოსმალეთში მძევლებად, [[სულთანი|სულთნის]] კარზე, სადაც იღებდნენ გამოცდილებას და ხშირად [[ხანი (ტიტული)|ხანის]] რანგში ბრუნდებოდნენ [[ყირიმი|ყირიმში]]. (მაგ. [[საჰიბ I გირეი]], [[დევლეთ I გირეი]], [[ისლამ II გირეი]], [[მეჰმედ III გირეი]] და სხვ.).

XVI საუკუნის [[1580-იანები|80-იან წლებამდე]] [[ყირიმის სახანო|ყირიმის]] [[ხანი (ტიტული)|ხანი]] ითვლებოდა [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] სულთნის შემდეგ მეორე პირად იმპერიაში. მისი და [[ვეზირი|დიდი ვეზირის]] უფლებები თანასწორი იყო. თუმცა შიდა დინასტიური ომებისა და ოსმალეთის წინააღმდეგ ხშირი აჯანყებების შემდეგ, [[მურად III]]-მ [[ყირიმი]]ს ხანს წაართვა გავლენა. მიუხედავად ამისა, გირეის დინასტიის წევრები თავიანთ სახანოზე მაინც დიდ გავლენას ახდენდნენ და მოქმედებდნენ სულთნების თანხმობის გარეშე.

==რუსეთის ვასალობა და ანექსია==
[[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774)|რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომის]] შემდეგ დაიდო [[ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება]], რომლის მიხედვითაც [[ყირიმის სახანო]] [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] ხელში გადავიდა. რუსეთი ყირიმის ანექსიას გეგმავდა და ეს კარგად იცოდნენ გირეის დინასტიის წევრებმაც. ისინი აჯანყდნენ თითქმის 4-ჯერ, თუმცა უშედეგოდ.

[[1783]] წელს [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] ჯარები [[ყირიმი|ყირიმის]] დედაქალაქ, [[ბახჩისარაი]]ში შევიდნენ, გირეიების ბოლო წარმომადგენელი, [[შაჰინ გირეი (ხანი)|შაჰინ გირეი]] გადააყენეს და სახანო გააუქმეს. გირეის დინასტია ამის შემდეგ გადაიხვეწა [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთსა]] და [[ევროპა]]ში, საიდანაც რამდენიმეჯერ აჯანყდნენ, თუმცა ეს ყველა აჯანყება რუსების მიერ სასტიკად იქნა ჩახშობილი.

[[შაჰინ გირეი]]ს შთამომავლები და [[გირეის დინასტია|გირეის გვარის]] სხვა წარმომადგენლები ამჟამად ცხოვრობენ [[თურქეთი]]სა და [[რუსეთი]]ს ტერიტორიებზე.
ხაზი 47:
* [https://web.archive.org/web/20081016002844/http://turkolog.narod.ru/info/I139.htm Ибраим Абдулла — Предки Гераев: исторические версии и факты]

[[კატეგორია: დინასტიები]]
[[კატეგორია: ყირიმის სახანო]]
[[კატეგორია:ჩინგიზ-ყაენის შთამომავალი დინასტიები]]