ბოლნისის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11:
'''ბოლნისის მუნიციპალიტეტი''' (ყოფილი ''ბოლნისის რაიონი'') — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]], [[ქვემო ქართლის მხარე|ქვემო ქართლის მხარის]] ცენტრალურ ნაწილში. მოიცავს ისტორიული [[ქვემო ქართლი]]ს ადრინდელ ფეოდალური ხანის ორ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს: ბოლნისის ხევს ([[ბოლნისისწყალი|ფოლადაურის აუზი]]) და ქვეშის ხევს ([[მაშავერა|მაშავრის]] ქვემო დინება).
 
[[1930]] წლამდე ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა [[ბორჩალოს მაზრა]]ში. [[1930]] წლიდან გამოეყო ცალკე რაიონად. [[1943]] წლამდეწლის 3 აპრილამდე ეწოდებოდა ლუქსემბურგის რაიონი, [[1963]]-[[1966]] წლებში იმდროინდელი ბოლნისის რაიონი აერთიანებდა მარნეულისა და დმანისის რაიონების ტერიტორიას. [[1966|1966 წელს]] გამოეყო ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზღვრებით.
 
2014 წლის აღწერით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 53 590 კაცს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 98 კაცი კმ²-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ²) საკმაოდ აღემატება. მუნიციპალიტეტში 49 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 1 ქალაქია. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 12 700 ადამიანს.<ref name="usaid" />