ადისის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
{{პუნიკური ომები}}
{{პპო ბრძოლები}}
'''ადისის ბრძოლა''' იყო [[პირველი პუნიკური ომი]]ს პირველი ბრძოლა [[აფრიკა|აფრიკის]] ტერიტორიაზე.
 
[[კაპე ეკნომუსის ბრძოლა|კაპე ეკნომუსის ბრძოლის]] შემდეგ, [[რომაელები|რომაელებისთვის]] აფრიკისკენ გზა ხსნილი იყო, მათ დაუპრყოლებლად მოახერხეს [[ლივია|ლივიის]] სანაპიროებზე გადმოსხდომა. რომაულ არმიას [[კონსული]] [[მარკუს ატილიუს რეგულუსი]] მეთაურობდა. ამასთან დაკავშირებით კართაგენელბმა [[ჰამილკარი]] სასწრაფოდ გამოიწვიეს აფრიკაში. მის გარდა კართაგენულ არმიას [[ჰასდრუბალი]] და [[ბოსტარი]] ხელმძღვანელობდნენ. ჰამილკარი კართაგენში დაბრუნდა 5 000 ქვეითით და 500 მხედარით.
{{რომის ისტორია}}
 
რომაელები ამასობაში ლივიაში თარეშობდნენ. შემდეგ [[ადისი|ადისს]] მიადგნენ და ალყა შემოარტყეს. კართაგენული არმიაც ადისისკენ დაიძრა. მათ ქალაქის მახლობლად გორა დაიკავეს და დაბანაკდნენ. გორა რთული ასასვლელი იყო, ხოლო კართაგენელებს უმეტესად საკუთარი მხედრობის იმედი ჰქონდათ. რომაელებმა გადაწყვიტეს უმოკლეს ვადებში შეტევა, სანამ კართაგენელები დაბანაკებულნი არიან მხედრებისთვის ასეთ მოუხერხებელ ადგილას.
 
რომაელები გორას განთიადზე მიადგნენ ორი მხრიდან. კართაგენელი მხედრები და სპილოები ამ სიტუაციაში სრულიად გამოუდეგარნი აღმოჩნდნენ, სამაგიეროთ ქვეითები კარგად იბრძოდნენ და [[პირველი ლეგიონი|პირველი ლეგიონი]] უკან დახიეს. მაგრამ, როდესაც კართაგენელები წინ წამოიწივნენ, მათ გარს მეორე მხრიდან რომაელები შემოეხვივნენ და უკუ აქციეს. ამის შემდეგ ბანაკიდან ყველა კართაგენელი გაიქცა. როცა კი ცხენები და სპილოები დაბლობზე ჩამოვიდნენ, დახევა გარდაუვალი იყო. რომაელებმა ცოტა ხანი სდიეს ქვეითებს, ხოლო შემდეგ ადვილად აიღეს [[ტუნეტი]].
 
[[კატეგორია:პუნიკური ომები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ადისის_ბრძოლა“-დან