ეპისკოპალური ეკლესია საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
[[ანგლიკანიზმი|ანგლიკანური ეკლესია]] არის ქრისტიანობის მესამე უდიდესი თანაზიარება ([[რომის კათოლიკური ეკლესია|რომის კათოლიკურის]] და [[მართლმადიდებლობა|აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიების]] შემდეგ), რომელიც დაახლოებით 85 მილიონ მორწმუნეს მოიცავს მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ამ ეკლესიის იდენტობა და ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული ინგლისის ნაციონალურ ეკლესიასთან ([[ინგლისის ეკლესია]]), რომელიც არის მსოფლიო ანგლიკანური თანაზიარების დედა ეკლესია. ინგლისის ეკლესია XVI საუკუნეში, [[პროტესტანტული რეფორმაცია|რეფორმაციის]] ხანაში, გამოეყო რომის [[რომის პაპი|პაპის]] იურისდიქციას. ამის მიზეზი გახდა ის, რომ მეფე [[ჰენრი VIII]]-ს უთანხმოება მოუვიდა პაპთან ცოლთან გაყრის საკითხზე, ამავე დროს იმ პერიოდის ინგლისში საკმაოდ ფესვგადგმული იყო რეფორმატორული იდეები არა მხოლოდ მორწმუნეებში, არამედ ეპისკოპატშიც. რეფორმატორული სულისკვეთების იყო კენტერბერიის არქიეპისკოპოსი [[ტომას კრანმერი|თომას კრანმერიც]], რომელმაც მეფე წააქეზა რომ ინგლისის ეკლესიას გაეწყვიტა კავშირი პაპთან. მეფისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა ეს იდეა და ამიტომაც ინგლისის ეკლესია 1534 წელს, ინგლისის პარლამენტის „უზენაესობის აქტის“ საფუძველზე გამოეყო რომის კათოლიკე ეკლესიას. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისის ეკლესიის რომისაგან განთავისუფლების სულისკვეთება ჯერ კიდევ 1215 წლის „თავისუფლების დიდ ქარტიაში“ (Magna Carta Libertatum) იკითხება. ქარტიაში წერია - „ინგლისის ეკლესია უნდა იყოს თავისუფალი“ (Anglicana Ecclesia Libera Sit), სწორედ ამ “Anglicana“-სგან წარმოდგება ტერმინი ანგლიკანი, რომელიც აღნიშნავს ინგლისის ეკლესიასა და მისგან განვითარებულ ეკლესიებს.
 
ანგლიკანური ეკლესიის დაარსების პირველ წლებში, რეფორმა შეეხო მხოლოდ იმას, რომ ეკლესია მოწყდა [[რომის პაპი|პაპის]] იურისდიქციას, ღვთისმსახურების ენა - ლათინური ინგლისურით ჩანაცვლდა, სასულიერო პირებს მოეხსნათა ცელიბატიის აღთქმის დადების აუცილებლობა. არქიეპისკოპოსმა კრანმერმა დაწერა საზოგადო ლოცვათა წიგნი (Book of Common Prayer), რომელიც შეიცავს წირვისა და სხვა საეკლესიო რიტუალების აღსრულების წესს, ასევე ლოცვებსა და ფსალმუნებს. საზოგადო ლოცვათა წიგნში რამდენჯერმე შევიდა ცვლილებები, მაგრამ ის იმეორებს კრანმერისეულ სტილს. მეფე ჰენრი VIII კათოლიკური დოქტრინის ერთგული რჩებოდა, ამიტომაც მისი მმართველობისას ეკლესიის თეოლოგიაში არ გატარებულა მნიშვნელოვანი ცვლილებები. მეფე ედვარდ VI-ის (1547-1553) მმართველობისას ინგლისის ეკლესიამ შეისისხლხორცა რეფორმატორული სულისკვეთება და უფრო მეტად დაუახლოვდა კონტინენტური ევროპის პროტესტანტიზმს. ამან ხელი შეუწყო ანგლიკანური, როგორც დამოუკიდებელი დენომინაციის, იდენტობის ჩამოყალიბებას. მე-19XIX საუკუნეში, ინგლისის ეკლესიაში გამოიკვეთა ანგლო-კათოლიკური მოძრაობა, რომელსაც სხვაგვარად ოქსფორდის მოძრაობასაც ეძახიან, რადგან მოძრაობის სულისჩამდგმელთა უმრავლესობა [[ოქსფორდის უნივერსიტეტი|ოქსფორდის უნივერსიტეტთან]] იყო კავშირში. ოქსფორდის მოძრაობის წევრები თვლიდნენ რომ ქრისტიანობა არის ერთი ხე, რომელსაც აქვს 3 ტოტი და ეს ტოტები წარმოდგენილნი არიან კათოლიკური, მართლმადიდებლური და ანგლიკანური ეკლესიების სახით. მათი დამსახურებით იმატა წმინდა მამების, კრებებისა და ეკლესიის ერთობისადმი ინტერესმა. ისინი კათოლიკური ეკლესიის ანალოგი რიტუალიზმითა და მაღალი ლიტურგიული კულტურით გამოირჩეოდნენ. საბოლოოდ კი ანგლიკანურ ეკლესიაში გამოიკვეთა 3 ფრთა:
 
1 - დაბალი ეკლესია (Low church) - რეფორმატორული პრინციპების ერთგულებით, კონსერვატიზმითა და ნაკლები რიტუალიზმით გამოირჩევა.