კლიმაქსი (2018 წლის ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 35:
| საიტი =
}}
'''''კლიმაქსი''''' ({{lang-fr|''Climax''}}) — 2018 წლის ფსიქოლოგიური ჰორორი, [[გასპარ ნოე]]ს მეხუთე სრულმეტრაჟიანი ფილმი, წარმოადგენს [[საფრანგეთი]]სა და [[ბელგია|ბელგიის]] საერთაშორისო თანაწარმოებას. ფილმში მოქმედება 1996 წლის ზამთარში ერთ შენობაში ვითარდება. ოცდაოთხი წევრისაგან შემდგარი მოცაკვავეთა ანსამბლი რეპეტიციის შემდეგ წვეულებას აწყობს. სიუჟეტი დრამატულად იცვლება და მოცეკვავეთა უწყინარი გართობა თანდათან ჯოჯოხეთს ემსგავსება, როცა ისინი აგრესიულად და უკონტროლოდ იწყებენ ქცევას, რისი მიზეზიც [[სანგრია]]ში გარეული [[ელესდი]] აღმოჩნდება.
 
''კლიმაქსი'' უჩვეულო წარმოების სტილით გამოირჩევა. მისი იდეის შექმნისა და წარმოებისწინა პერიოდი მხოლოდ ოთხ კვირას მოიცავდა, ხოლო გადაღებები ქრონოლოგიურად 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორს გარკვეული ჩანაფიქრი ჰქონდა, ფილმის უდიდესი ნაწილი არაა წინასწარი დადგმით გადაღებული და მსახიობთა იმპროვიზაციას წარმოადგენს. გადაღება ყოველგვარი სცენარისა თუ წინასწარ დაწერილი დიალოგების გარეშე მიმდინარეობდა და მსახიობებს, როგორც საკუთარი პერსონაჟების, ასევე სიუჟეტის განვითარებაში სრული თავისუფლება ჰქონდათ მინიჭებული. ''კლიმაქსის'' სამსახიობო შემადგენლობაში თითქმის მხოლოდ პროფესიონალი მოცეკვავეები იყვნენ, რომელთა უმრავლესობას ფილმში მონაწილეობამდე არანაირი სამსახიობო გამოცდილება არ ჰქონდა მიღებული. ფილმი საინტერესო მონტაჟითა და კინემატოგრაფიული საშუალებების გამოყენებით გამოირჩევა. გვხვდება რამდენიმე გრძელი კადრი, რომელთაგან ერთ-ერთი 42 წუთის მანძილზე გრძელდება.