ზურაბ რთველიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ზურაბ რთველიაშვილი''' (დ. [[16 ოქტომბერი]], [[1967]], ქ. [[ყარაგანდა]], [[ყაზახეთის სსრ]], — გ. [[20 აპრილი]], [[2021]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, მულტიმედია არტისტი, მსახიობი და აქტივისტი.
 
დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] სამართლის ფაკულტეტი. [[1987]]-[[1990]] წლებში მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში. 1990-იან წლებში გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით დავით ჩიხლაძესთან, [[შოთა იათაშვილი|შოთა იათაშვილსა]] და სხვებთან ერთად. მონაწილეობდა [[2003]] წელს [[ვარდების რევოლუცია|ვარდების რევოლუციის]] პერიოდის საპროტესტო გამოსვლებში. [[2005]] წლიდან გამოდიოდა [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა|ერთიანი ნაციონალური მოძრაობის]] მთავრობის კრიტიკით. იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ​„თანასწორობის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი ლიდერი. [[2010]]–[[2020]] წლებში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობდა [[შვედეთი|შვედეთში]]. გამოქვეყნებული ჰქონდა რამდენიმე პოეტური კრებული; მონაწილეობდა პოეტურ პერფორმანსებში საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ნორვეგიულ, ჰოლანდიურ, უკრაინულ, რუსულ, ირანულ, აზერბაიჯანულ და ბენგალურ ენებზე. რამდენიმე როლი შეასრულა სხვადასხვა ფილმში, მ. შ. მთავარი როლი გერმანელი რეჟისორის ჯულიან რადლმაიერის მხატვრულ ფილმებში „მოლანდება ევროპაში“ ([[2011]]) და „ბიურგერული ძაღლის თვითკრიტიკა“ ([[2017]]). შვედეთში ცხოვრების პერიოდში რთველიაშვილი თანამშრომლობდა [[სტოკჰოლმი]]ს ავანგარდულ თეატრთან GILJOTIN, სადაც დაიდგა მისი ექსპერიმენტული სპექტაკლი PASS PORT.<ref>[http://levurelitteraire.com/ინტერვიუ-ზურაბ-რთველიაშვ/ ინტერვიუ ზურაბ რთველიაშვილთან]. Invités Levure 13.</ref> [[2018]] წელს მისმა პოეტურმა კრებულმა „პოეზიის დიქტატურა“ პრემია „[[საბა (ლიტერატურული პრემია)|საბა]]“ მიიღო წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის. გარდაიცვალა 2021 წლის 20 აპრილს ავადმყოფობის შედეგად.<ref>[https://www.radiotavisupleba.ge/a/31213162.html პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა]. „რადიო თავისუფლება“. აპრილი 20, 2021.</ref>
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}