ნიკო სულხანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვარ მუსიკალური აკადემიის მოსწავლე და შევმატე ამ ინფორმაციას მასალა
ხაზი 30:
'''ნიკო პაატას ძე სულხანიშვილი''' (დ. [[1871]], სოფ. [[აწყური]], ახლანდელი [[ახმეტის რაიონი]] — გ. [[3 დეკემბერი]], [[1919]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] კომპოზიტორი, ლოტბარი და მომღერალი.ნიკო სულხანიშვილი ქართველ კომპოზიტორთა უფროსი თაობის შესანიშნავი წარმომაგდენელია, იგი ღირსეულად უმშვენებს გვერდს ზაქარია ფალიაშვილს, დიმიტრი არაყიშვილს და მელიტონ ბალანჩივაძეს. ეს კომპოზიტორები ეკუთვნოდნენ დამოუკიდებლად მოაზროვნე მოწინავე ქართველ ინტელიგეციას, რომელიც თავის დანიშნულებას ხალხის სამსახურში ხედავდა. ნიკო სულხანიშვილი განცალკევებით იდგა ამ სახელოვანი ადამიანების პლიადაში. მან თავის სიცოცხლეში ვერ შეძლო უკანასკნელი სიტყვის თქმა და სათანადოდ ვერ გამოამჟღავნა მაღალი პოტენციალი. ის შედის კომპოზიტორთა იმ რიცხვში რომლებიც სულ რამოდენიმე ნაწარმოებით შევიდნენ მუსიკის ისტორიაში.სულხანიშვილი იყო ერთ-ერთი კომპოზიტორი რომელმაც ქართულ-საგუნდო მრავალხმიან ნაწარმოებებს ჩაუყარა საფუძველი.
 
==ბიოგრაფია და შემოქმედება==
ნიკო სულხანიშვილი დაიბადა 1871 წელს კახეთში, სოფელ აწყურში და ამ პროვინციაში იგი ძალიან დიდხანს ცხოვრობდა. ბავშვობის პირველი წლები მშობლების მზრუნველობის ქვეშ გაატარა. მისი მამა პაატა და ოჯახის წევრები განთქმული მომღერლები იყვნენ მთელ კახეთში. პაატას სახლი შესანიშნავი კერა იყო ხალხური მუზიცირებისა,რომელშიც მთელი ოჯახი იღებდა მონაწილეობას. ნიკოს დედა კარგად იცნობდა ქართველ მწრლებსა და ხალხურ ზეპირსიტყვიერებას ნიკომ შეიყვარა ხალხური პოეზიაც, "ვეფხისტყაოსანიც" და გახდა საოჯახო კონცერტების მხურვალე მონაწილე.