წმინდა შუშანიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
არაენციკლოპედიური ნაწილი ამოვიღე
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017

ხაზი 3:
| სურათი = Shushanik.jpg
| წარწერა = წმინდა შუშანიკ წამებულის ხატი
| ეროვნება = [[სომხები|სომეხი]]
| დაბადების თარიღი = დაახლ. 400
| გარდაცვალების თარიღი = [[475]]
ხაზი 12:
| ეკლესია = [[ქართული მართლმადიდებლური ეკლესია]], [[სომხური სამოციქულო ეკლესია]]

'''შუშანიკი''' ({{lang-hy|Շուշանիկ}}, დ. დაახლ. [[440]] — გ. [[475]]) — [[ქართლი|ქართლის]] პიტიახშის [[ვარსქენ პიტიახში|ვარსქენის]] მეუღლე (V საუკუნის II ნახევარი), სომეხთა მხედართმთავრის [[ვარდან მამიკონიანი]]ს ასული.

==ადრეული ბიოგრაფია==
შუშანიკი სომეხთა მხედართმთავრის [[ვარდან მამიკონიანი]]ს ასული და [[ქართლის საპიტიახშო|ქართლის პიტიახშის]], [[ვარსქენ პიტიახში|ვარსქენი]]ს მეუღლე იყო. ვარსქენი [[ვახტანგ I გორგასალი|ვახტანგ I გორგასლის]] ურჩი მოხელე იყო, რომელმაც ქართლში [[სასანიანები|სპარსეთის სამეფოს]] გავლენის ზრდასთან ერთად სპარსელთა მხარი დაიჭირა. სპარსეთის სამეფო კართან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით ვარსქენ პიტიახში სპარსეთის მეფეს, [[პეროზ I|პეროზს]] ეწვია, საკუთარი ნებით უარყო ქრისტიანობა, [[ზოროასტრიზმი|ცეცხლთაყვანისცემლობა]] მიიღო და მეფეს საკუთარი ცოლისა და შვილების მოქცევაც დაჰპირდა. სამშობლოში დაბრუნებულმა ვარსქენმა ვერ მოახერხა შუშანიკის გადმობირება, რომელმაც არ ისურვა ქრისტიანობის დატოვება, რისთვისაც ის მოწამეობრივად აღესრულა.
წმიდა შუშანიკი [[ქართლი]]ს პიტიახშის, [[ვარსქენ პიტიახში|ვარსქენი]]ს მეუღლე იყო. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა.

იმ დროს ქართლში [[სპარსელები]] ბატონობდნენ. [[სპარსეთის სამეფო]] კართან კეთილი ურთიერთობის დამყარების მიზნით ვარსქენ პიტიახში სპარსეთის მეფეს, [[პეროზ I|პეროზს]] ეწვია, საკუთარი ნებით უარყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, [[მაზდეანობა]] მიიღო და მეფეს დაჰპირდა, როგორც კი ქართლში დავბრუნდები, ჩემს ცოლსა და შვილებსაც ჩემს რჯულს მივაღებინებო.

[[ქართლი|ქართლს]] მოახლოებულმა ვარსქენმა მოციქულები გაგზავნა საპიტიახშო ქალაქ [[ცურტავი|ცურტავში]], რათა ქვეშევრდომები შესაფერი პატივით მიგეგებოდნენ სამშობლოში დაბრუნებულ პიტიახშს.

სანატრელმა შუშანიკმა, რომელიც ადრევე გრძნობდა მეუღლის გულგრილობას სარწმუნოების მიმართ წინასწარმეტყველივით უთხრა გამოგზავნილებს:

{{ციტატა|უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ, იგიცა და შენცა. უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაჲ ეგე შენი შენდავე მოიქეცინ.}} როცა შუშანიკმა ვარსქენის განდგომა შეიტყო, მიწაზე დაემხო და მწარე ცრემლით გამოიტირა უბადრუკი და ქრისტეს უარმყოფელი ვარსქენი:
{{ციტატა|საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოთა.}} შემდეგ შუშანიკმა დატოვა სასახლე, თან წაიყვანა თავისი ოთხი შვილი და ეკლესიას შეაფარა თავი. მან შვილები საკურთხევლის წინაშე დააყენა და უფალს შეჰღაღადა:
{{ციტატა|უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი, განათლებულნი წმიდისაგან ემბაზისა მადლითა სულისა წმიდისაჲთა, ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა.}}

მწუხრის ლოცვის შემდეგ წმიდა დედოფალმა ეკლესიის მახლობლად მდგომ სახლს მიაშურა,
{{ციტატა|შევიდა მუნ შინა სიმწრითა სავსჱ და მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა.}}

საღამოს წმიდა შუშანიკი თავისმა მოძღვარმა, [[იაკობ ხუცესი|იაკობ ხუცესმა]] მოინახულა. ის აატირა დედოფლის საცოდაობამ და გააფრთხილა სულიერი შვილი: ვარსქენი დაუნდობელია და საშინლად გაგტანჯავს, ამიტომ თუ საკუთარი სიმტკიც იმედი არა გაქვს, სჯობს მოერიდო მასთან შეჯახებასო. ამაზე წმიდა შუშანიკმა უპასუხა:
{{ციტატა|უმჯობჱს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ მასმიეს მე პავლჱ მოციქულისაგან: „არა დამონებულ არს ძმაჲ გინა დაჲ, არამედ განეყენენ.}}

სამი დღის შემდეგ პიტიახშიც ჩამოვიდა [[ცურტავი|ცურტავში]]. მან მეორე დღესვე იხმო ეპისკოპოსნი და მღვდელნი თავისთან და ლმობიერად უთხრა:
{{ციტატა|აწ ნუ რას მერიდებით მე ნუცა ღა გძაგ}}. მღვდლებმა კი ამხილეს სჯულის უარმყოფელი:
{{ციტატა|წარსწყმიდე თავი შენი და ჩუენცა წარგუწყმიდენ.}} მხილებით გაგულისებულმა ვარსქენმა მეუღლის გადმობირება გადაწყვიტა, მაგრამ შუშანიკმა მწარედ ამხილა და თან მტკიცედ შეუთვალა:

{{ციტატა|შენ ღმერთი ჭეშმარიტი უვარ-ჰყავ და ცეცხლსა თაყუანის ეც, და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხ-გყავ და თუ მრავალი ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა.}}

ამგვარი პასუხით განრისხებულმა ვარსქენმა თავისი ძმა, [[ჯოჯიკი]] და [[აფოცი|აფოც ეპისკოპოსი]] გაგზავნა წმიდა შუშანიკის სასახლეში წამოსაყვანად. დედოფალმა შინ დაბრუნებაზე კვლავ უარი განაცხადა. ჯოჯიკმა იცოდა, რომ ვარსქენი მას ძალით მიიყვანდა სასახლეში და სთხოვა, ნებით დაბრუნებულიყო. შუშანიკმა აიღო წმიდა [[სახარება]], წმიდა მოწამეთა წიგნები, მივიდა სასახლეში და იქ ერთ მცირე სენაკში ჩაიკეტა.

ორი დღის შემდეგ ვარსქენი სასახლეში დაბრუნდა და პურის საჭმელად ძმასთან და რძალთან ერთად წმიდა შუშანიკიც მიიწვია. დედოფალს არ სურდა ქრისტეს მოღალატე ქმართან [[ტრაპეზი]]ს გაყოფა, აღარ უნდოდა ქრისტეს მოწამის გვირგვინის გარიდება: მან ჯოჯიკის ცოლს ხელი აუკრა მოწოდებულ ჭიქაზე და ამით კიდევ ერთხელ გამოხატა ქრისტესთვის წამების სურვილი.

გამხეცებულმა ვარსქენმა სასტიკად ცემა მეუღლე. ცოცხალ-მკვდარი შუშანიკი ჯოჯიკმა ძლივს გამოჰგლიჯა მას ხელიდან. პიტიახშმა ბრძანა, შეეკრათ დედოფალი და ბორკილები დაედოთ. შემდეგ, ვარსქენის ბრძანებითვე, ბორკილდადებული დედოფალი სენაკში შეიყვანეს და დარაჯი დაუყენეს.

დილით პიტიახშმა მოინახულა შუშანიკი. შემდეგ მსახურს უბრძანა, არავინ შეეშვა მასთან, თვითონ კი [[ნადირობა|სანადიროდ]] წავიდა.

შუშანიკის მოძღვარმა მოახერხა დატყვევებულ დედოფალთან შესვლა და როცა მისი ნაწამები სახე იხილა, განცდებს ვეღარ გაუძლო და ხმამაღლა ატირდა. წმიდა შუშანიკმა მშვიდად უთხრა:
{{ციტატა|ნუ სტირ ჩემთჳს, რამეთუ დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამჱ ესე.}}

[[იაკობ ხუცესი]] ევედრა წმიდანს, მიეცა ნება, მისთვის პირიდან სისხლი და თვალთაგან ნაცარი მოებანა და ჭრილობებზე სალბუნი დაედო. შუშანიკმა მიუგო:
{{ციტატა|ჴუცეს, მაგას ნუ იტყჳ, რამეთუ სისხლი ესე განმწმენდელ არს ცოდვათა ჩემთა.}}

[[ჰუნები|ჰონების]] წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლის წინ ვარსქენმა თავისი ნაჩუქარი სამკაულები წაართვა შუშანიკს. ამასობაში დიდი [[მარხვა]]ც დადგა. წმიდა დედოფალი კვლავ ეკლესიის მახლობლად მდებარე პატარა ბნელ სენაკში გადავიდა და [[მარხვა]]-[[ლოცვა]]სა და ტირილში გაატარა წმიდა ორმეოცი.

ბრძოლიდან დაბრუნებულმა ვარსქენმა შუშანიკი მოიკითხა. ერთმა ახლობელმა კარისკაცმა ურჩია, ამ წმიდა მარხვაში არაფერი ეთქვა მისთვის. მარხვის შემდეგ ვარსქენმა ცემით წაიყვანა დედოფალი სასახლეში, სამასი ჯოხი დაჰკრა, ქედზე ჯაჭვის დადება და საპყრობილეში ჩასმა ბრძანა.

ექვსი წელი გაატარა წმიდა შუშანიკმა ციხეში. ამ ხნის განმავლობაში არ შეუწყვეტია ლოცვა, მარხვა და სხვა ღვთის სათნო საქმეები. საპყრობილეში მყოფი, იგი თავად ამხნევებდა მის გასამხნევებლად მოსულ ქრისტიანებს, დახმარების მიღების მაგივრად თვითონ ეხმარებოდა გაჭირვებულებს. მისი ლოცვით ავადმყოფები იკურნებოდნენ, უშვილოებს შვილი ეძლეოდათ. შუშანიკის ლოცვით განიკურნა და მართად სარწმუნოებაზე მოექცა ერთი კეთროვანი [[სპარსები|სპარსი]] დედაკაცი. დედოფალი ყველაზე უფრო შვილების ცეცხლთაყვანისმცემლობაზე გადაბირებამ შეაძრწუნა - „ტირილითა დიდითა... თავსა თჳსსა ქუე დამართ სცემდა“, მაგრამ მაინც სამადლობელი აღმოთქვა:
{{ციტატა|გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ იყვნესვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულნი იყვნეს. ვითარცა გნებავს, იყავნ ნებაჲ შენი, უფალო, და დამიცევ მე საქმეთაგან მტერისათა.}}

სიკვდილის წინ წმიდა მოწამემ ყველანი დალოცა და ითხოვა, დაესაფლავებინათ იქ, საიდანაც პირველად გამოათრია უშჯულო ქმარმა, შემდეგ ფსალმუნის სიტყვები გაიმეორა:
{{ციტატა|კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ მშვიდობით მას ზედა დავწევ და დავიძინე“ და სული უფალს შეავედრა.}}

სამღვდელოებამ და ერმა ნაწამები დედოფლის გვამი ნაანდერძევ ადგილას დაფლა.

[[VI საუკუნე]]ში [[ქართველები|ქართველებმა]] შუშანიკის ნეშტი [[თბილისი|თბილისში]] გადმოასვენეს და [[მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი|მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში]] დაკრძალეს.