ნინო ნაკაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
საბავშო - საბავშვო
ხაზი 17:
 
==შემოქმედება==
ნაკაშიძის შემოქმედების ძირითადი თემა იყო [[გურულები|გურული]] გლეხის მძიმე სოციალური მდგომარეობა (მოთხრობები „გურიის სოფელში“ 1907; „ასპიროზის დახვრეტა“, 1909; პიესა „ჩვენ გავიმარჯვებთ“ და სხვა.), ქალის მძიმე ხვედრი (მოთხრობა „ძიძა“, 1903; „პიესა ვინპიესა „ვინ არის დამნაშავე?“, 1908), ქალების რევოლუციური საქმიანობა („მოვალეობა“, 1905). განსაკუთრებული აღიარება მოუპოვა პიესამ „ვინ არის დამნაშავე?“, რომელისრომლის მიხედვით გადაღებულია [[ვინ არის დამნაშავე?|ამავე სახელწოდების ფილმი]]. 1919 წელს დაწერა პიესა „კაცის სამართალი“.
 
ნაკაშიძემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული საბავშვო მწერლობის და ჟურნალისტიკის განვითარებაში. დიდი ამაგი დასდო ქართული საბავშვო წიგნების გამოცემის საქმეს. ის ასევე იყო ქართული საბავშვო თეატრის ერთ-ერთ დამაარსებელი. პირველ მნიშვნელოვან საბავშვო მოთხრობაში „საწყალი ლევანა“ (1908) გამოააშკარავა აღზრდის მახინჯი სისტემა. პირადად იცნობდა [[ლევ ტოლსტოი]]ს და იზიარებდა მის პედაგოგიურ შეხედულებებს. მისი საბავშვო თხზულებანი ეხება ბუნების დაცვას („ბავშვები და ბეღურები“, 1905; „ბოჩოლა“, 1921), მორალის საკითხებს (პიესა „კოტეს დანაშაული“), საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ფორმაციას („პასუხად პატარა მეხრეს“ 1909; „უღუ და თეთ“, 1940), ისტორიულ წარსულს („თბილისი“, 1945; „შურისძიება“, 1946). 1946 წელს გამოსცა „მოგონებანი“ („ლევ ტოლსტოის ახლოს“, „ილია ჭავჭავაძის გარშემო“, „ჟურნალ ნაკადულის ირგვლივ“).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნინო_ნაკაშიძე“-დან