ვიტორიო ემანუელე III: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
ვიტორიო ემანუელე გამეფდა ანარქისტების მიერ მისი მამის მკვლელობის შემდეგ. იგი ჩაკეტილი და ჩუმი ადამიანი იყო. წინამორბედებთან შედარებით მას კარგი განათლება ჰქონდა მიღებული: ორიგინალში კითხულობდა ძველ რომაელ პოეტებს, კარგად იცოდა [[გეოგრაფია]], [[ისტორია]], უკრავდა [[ფორტეპიანო]]ზე. იგი გატაცებული იყო ნადირობით, თევზაობით, ფოტოგრაფიით და ნუმიზმატიკით. მას ჰქონდა მონეტების მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია.
 
ვიტორიო ემანუელემ სახელმწიფო საქმიანობაში, თავი ფრთხილ პოლიტიკოსად გამოავლინა. მან შეასუსტა რადიკალების წინააღმდეგ რეპრესიები, ზრუნავდა სანალოგო და სასამართლო სისტემების დახვეწაზე. კოლონიზაციისგან იგი ჯერ თავს იკავებდა. [[1911]] წელს, ნაციონალისტების გავლენით, მან [[თურქეთი]]ს წინააღმდეგ დაიწყო ომი, რაც [[ტრიპოლი]]სა და [[კირენაიკიკირენაიკა|კირენაიკის]] ოკუპაციით დამთავრდა. საგარეო პოლიტიკაში მეფე თანდათან შორდებოდა [[გერმანია]]ს და [[ავსტრია-უნგრეთი|ავსტრია-უნგრეთს]] და უახლოვდებოდა [[ანტანტა]]ს. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დაწყების შემდეგ, იგი დიდხანს ვაჭრობდა ორივე მხარესთან, თუ ვინ მეტ ტერიტორიებს დაპირდებოდა. საბოლოოდ იგი იმ დასკვნამდე მივიდა რომ [[საფრანგეთი]] და [[დიდი ბრიტანეთი]] გაიმარჯვებდნენ და [[1915]] წლის მაისში ჩაება ომში ანტანტის მხარეს.
 
შემდეგ წლებში იტალიის არმია რამდენიმეჯერ მძიმედ დამარცხდა, და მხოლოდ მოკავშირეთა დახმარებამ გადაარჩინა იტალიის ფრონტი. ამის გამო [[პარიზის სამშვიდობო კონფერენცია]]ზე იტალიის როლი უმნიშვნელო იყო, და მიიღო ნაკლები ვიდრე ელოდა, მხოლოდ [[ტრენტინო]], [[ალტო ადიჯე]], [[ისტრია]] და [[ტრიესტი]], [[დალმაცია]]ზე და [[ფიუმე]]ზე მოკავშირეებმა უარი უთხრეს. ისევე როგორც იტალიელი ნაციონალისტები, ვიტორიო ემანუელეც გაბრაზებული იყო და მიიჩნევდა, რომ ”იტალიას მოპარეს გამარჯვება”.