ევროვიზიის სიმღერის კონკურსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Eurovision Song Contest logo.svg|მინი|მარჯვნივ|კონკურსის ლოგო]]
 
'''ევროვიზიის სიმღერის კონკურსი''' — ყოველწლიური კონკურსი, რომელიც იმართება [[ევროპის მაუწყებელთა გაერთიანება|ევროპის მაუწყებელთა გაერთიანების]] (European Broadcasting Union (EBU)) აქტიურ წევრებს შორის.
 
Line 9 ⟶ 8:
== წარმოშობა ==
{{მთავარი|ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორია}}
1950-იან წლებში, მას შემდეგ, რაც [[IIმეორე მსოფლიო ომი]]სგან დაზარალებულ ევროპაში აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა, ევროვიზიის მაუწყებლთა გაერთიანებას (EBU), რომელიც დაარსდა [[შვეიცარია]]ში, დაებადა აზრი შეექმნა საერთაშორისო სიმღერის კონკურსი, რომელიც ტრანსლირებული იქნებოდა გაერთიანების წევრ ყველა ქვეყანაში. კონკურსის დაარსება საბოლოოდ გადაწყდა [[1955]] წელს [[მონაკო]]ში გამართულ შეხვედრაზე.
 
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი პირველად ჩატარდა [[1956]] წელს [[შვეიცარია|შვეიცარიის]] ქალაქ [[ლუგანო]]ში. მასში შვიდი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, თითოეული ორი სიმღერით. ეს იყო ერთადერთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსი, რომელშიც თითოეული ქვეყნის წარმომადგენელი ერთზე მეტ სიმღერას ასრულებდა: [[1957]] წლიდან ყველა მონაწილე ქვეყანას უნდა წარედგინა მხოლოდ ერთი სიმღერა. [[ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 1956]] მოიგო მასპინძელმა ქვეყანამ, [[შვეიცარია]]მ.