რეგენერაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: ==რეგერენაცია, როგორც ორგანიზმის მთლიანობის აღდგენა== სიცოცხ...
 
No edit summary
ხაზი 1:
==რეგერენაცია, როგორც ორგანიზმის მთლიანობის აღდგენა==
სიცოცხლის ძირითად თვისებად გვევლინება ნივთიერებათა ცვლა,რომელიც წარმოადგენს [[ორგანიზმი|ორგანიზმის]] სტრუქტურული ელემენტების მუდმივი განახლების საფუძველს. იგი სრულდება [[მოლეკულა|მოლეკულურ]] დონეზე.
 
[[პათოლოგია|პათოლოგიის]] პირობებში ან ტრამვული ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, [[უჯრედი|უჯრედში]], ქსოვილებსა და ორგანოებში შემჩნეულია სტრუქტურათა აღდგენის პროცესები. ე.ი. მიმდინარეობს რეგენერაციის პროცესი.
 
რეგენერაცია არის სხეულის დაკარგული ან დასახიჩრებული ნაწილის აღდგენა. მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს [[მედიცინა|მედიცინაში]], განსაკუთრებით კი [[ქირურგია|ქირურგიაში]]. აღდგენის პროცესები შესაძლებელია მიმართული იყოს, ორგანიზმის მთლიანობის აღდგენისაკენ, მისი დარღვევის შემთხვევაში. ანსხვავებენ : [[ფიზიოლოგია|ფიზიოლოგიურ]], რეპარაციულ და პათოლოგიურ რეგენერაციებს. სიცოცხლისუნარიანობის პროცესი აერთიანებს ორ მომენტს, ესენია : დაკარგვისა და აღდგენის მომენტები. ორგანიზმში, როდესაც ხდება უჯრედებისა და მათი კომპლექსების ხარჯვა, რომელთა აღდგენაც მიმართულია ორგანიზმის მორფოფუნქციონალური მაჩვენებლების განახლებასა და შენარჩუნებაზე, იგი წოდებულია ფიზიოლოგიურ რეგენერაციად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რეგენერაცია“-დან