მოსკოვის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დამატებულია სქოლიოს ნაწილი
ხაზი 21:
ბალტიისპირული და სლავური ვერსიების თანახმად, ფესვი „მოსკი“ - შესაძლოა ნიშნავდეს "ბლანტს, ტალახიანს" ან "ჭაობს, ნესტს, ტენიანს, სითხეს". მდინარის ბალტიური სახელწოდება შეიძლება დაეტოვებინა ბალტიურენოვან გოლიადის ტომს, ხოლო სლავური სახელწოდება — აქ მცხოვრებ სლავურენოვან ტომებს, ვიატიჩებს.
 
ფინო-უგრული ვერსიით, სიტყვა მოსკოვი მოდის რომელიმე ვოლგა-ფინური ენადან და ნიშნავს "მდინარე-დათვს", ან "ძროხის მდინარეს"<ref>[http://moscow.gramota.ru/znan01.shtml Какие существуют гипотезы о происхождении слова «Москва»] moscow.gramota.ru. <small>Дата обращения: 12 января 2009.</small></ref>.
 
ქალაქის სახელის წარმოშობის სხვა ვერსიებიც არსებობს, მაგრამ ისინი ნაკლებად თანმიმდევრული და დამაჯერებელია. კერძოდ, მოსკოვის სახელის პოპულარული შედარება მდინარე [[კამა]]ს ჰიდრონიმებთან (ბოლოსართი „–ვა“ — კოლვა, იაივა, სილვა და ა.შ.) დაუმტკიცებელია, რადგან სიტყვა ვა მნიშვნელობით "წყალი" მხოლოდ კომის ხალხთა ენაშია, რომელიც მოსკოვთან ახლოს არც არასდროს ცხოვრობდა. თუმცა, ამავე დროს, არ არის გამორიცხული, რომ კომი ენა მიეკუთვნება ფინურ-უგრულ ენათა ჯგუფს, რომელშიც "მოსკი" ნიშნავს "ძროხას", ხოლო "ვა" ნიშნავს წყალს, მდინარეს.
ხაზი 29:
მდინარე მოსკოვი წარმოადგენდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების შემაერთებელ რგოლს. მისი ზემო დინება უახლოვდებოდა ვოლგის სავაჭრო მარშრუტის ჩრდილოეთ ნაწილს, რომელიც სელიგერის ტბისა და [[დიდი ნოვგოროდი]]ს (ან [[დასავლეთის დვინა]]სა და [[პოლოცკი]]ს) გავლით [[ბალტიის ზღვა|ბალტიისპირეთში]] გადადიოდა. ზემო [[ვოლგა|ვოლგიდან]] [[დნეპრი]]ს ქვემოთ [[სმოლენსკი]]სა და [[კიევი]]ს გავლით იყო შესაძლებელი [[შავი ზღვა|შავ ზღვაზე]] გადასვლა (გზა "[[ვარიაგები]]დან [[ძველი საბერძნეთი|ბერძნებამდე]]"). აღმოსავლეთის მიმართულებით მდინარე [[კლიაზმა]]ს შენაკადებით ან თვითონ მდინარე მოსკოვის საშუალებით, შესაძლებელი იყო მდინარე [[ოკა]]ზე გადასვლა და ამ გზით ქვემოთ მდინარე ვოლგის, ვოლგის [[ბულგარეთი (ვოლგა-კამა)|ბულგარეთი]]სა და კასპიის ზღვის დაბლობის მიმართულებით [[კასპიის ზღვა]]ში გასვლა. მდინარე მოსკოვის განტოტებით სამხრეთისკენ გადაადგილებისას შესაძლებელი იყო მდინარე [[დონი]]ს ზემო წელში მოხვედრა და ამ გზით [[აზოვის ზღვა|აზოვი]]სა და შავი ზღვების მიმართულებით ან ვოლგის ქვემო დინების მიმართულებით [[კასპიისპირეთი]]ს დაბლობზე გასვლა.
 
მოსკოვის ასაკი დაზუსტებული არ არის. ქალაქის მთავარი [[არქეოლოგი]]ს ალექსანდრე ვექსლერის აზრით, მისი ასაკი შეიძლება 1000 წელს აღემატებოდეს, რასაც მოწმობს [[მონეტა|მონეტები]] და ნივთები, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს <ref>За Калужской заставой № 30 (653), сентябрь 2010 — «Сколько лет Москве?», стр. 5.</ref>. არქეოლოგ ანდრეი კუზას სჯეროდა, რომ გამაგრებული ძველი რუსული დასახლება აქ XI-XII საუკუნეების მიჯნაზე გაჩნდა, ხოლო აღმოჩენილი ნივთიერი მასალა ([[კიევი]]ს [[მიტროპოლიტი]]ს [[ტყვია|ტყვიის]] ბეჭდის ჩათვლით) კიდევ უფრო ადრინდელ დასახლებაზე მიანიშნებს.<ref>Куза А. В. Малые города Древней Руси. — Москва: Наука, 1989. — Стр. 111</ref>
 
მოსკოვი პირველად მოიხსენება იპატიევის ქრონიკაში. აქ დაცული ცნობის მიხედვით, [[1147]] წლის შაბათს, 4 აპრილს როსტოვ-სუზდალის მთავარი იური დოლგორუკი ყოფილა მოსკოვში შეხვედრაზე მეგობრებთან და მოკავშირეებთან<ref>[http://izbornyk.org.ua/ipatlet/ipat15.htm ПСРЛ. Т. 2. Ипатьевская летопись. — СПб., 1908. — Стлб. 339] </ref>, კონკრეტულად, ნოვგოროდ-სევერსკის მთავარ სვიატოსლავ ოლგოვიჩთან, რომელსაც გაუმართავს ზეიმი "ღვთისმშობლის სადიდებლად " <ref>''Хавский П. В.'' [https://dlib.rsl.ru/viewer/01003543120#?page=23 «Семисотлетие Москвы, или Указатель источников к её топографии и истории за семь веков»] </ref>. ვ. ნ. ტატიშჩევის თანახმად, თანამედროვე მოსკოვის ტერიტორიაზე მდებარე სოფლები (ვორობიოვო, სიმონოვო, ვისოცკოე, კულიშკი, კუდრინო, სუშჩევო) თავდაპირველად ეკუთვნოდა სუზდალელ [[ბოიარი|ბოიარ]] კუჩკოს. შესაძლოა ამის გამო, მოსკოვი მოიხსენებოდა მეორე სახელით "კუჩკოვო", ხოლო ლუბიანკასა და სრეტენსკის კარიბჭეებს შორის არსებული ტერიტორია XV საუკუნემდე ცნობილი იყო, როგორც "კუჩკოვოს მინდორი"<ref>''Векслер А. Г.'' «Так начиналась Москва» Журнал «Наука и жизнь»№ 2,1965</ref>.
 
კიევის ქრონიკაში აღნიშნულია, რომ 6655 წელს (ახ. წ. 1147 წ.) სუზდალის მთავარმა იური დოლგორუკიმ მოსკოვში მოლაპარაკებისათვის მოიწვია თავისი მოკავშირე, ნოვგოროდ–სევერსკის მთავარი სვიატოსლავ ოლგოვიჩი:„Приди ко мнѣ брате въ Московъ. Ст҃ославъ же ѣха къ нему съ дѣтѧтемъ своимъ Ѡлгомъ.<ref>Полное собрание русских летописей — Т. 2. Ипатьевская летопись. — СПб., 1908, с. 339.</ref>“ შეხვედრას, რომელიც გაიმართა 4 აპრილს, თან ახლდა დიდებული წვეულება და საჩუქრების გაცვლა. ამ ისტორიული მოვლენიდან, ისევე, როგორც პირველი წერილობითი მოხსენიებიდან, იწყება მოსკოვის ისტორია. იპატიევის ქრონიკაშივე<ref> [http://moscow.gramota.ru/map307.shtml Внутри Садового кольца: Сретенка] </ref> 1176 წლამდე და ნოვგოროდის არყის ხის ქერქის წერილში No 723<ref>[http://gramoty.ru/birchbark/document/show/novgorod/723/ Грамота № 723] (о поездке в Кучков, то есть Москву, и о взыскании долгов)</ref> (არა უადრეს XII ს. 60-ანი წლები) ფიგურირებს სახელწოდება არა მოსკოვი, არამედ კუჩკოვო.
 
გვიანდელი ლეგენდის თანახმად, ქალაქი თავდაპირველად მდებარეობდა წითელ გორაზე (სხვა სახელით: „Швивая горка“), ახლანდელი გონჩარნაიას ქუჩის დასაწყისში - იაუზის მდინარე მოსკოვთან შეერთების ადგილას. ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ამ ადგილას ჩანდა ნაქალაქარის კვალი (დიაკოვის?), რომელიც არსებობდა არა უგვიანეს XI ს. ადგილის შესწავლა არქეოლოგიური მეთოდებით პრობლემურია ძველი კულტურული ფენის ძლიერი დაზიანების გამო<ref>средневековыми гончарами, добывавшими на холме глину — это был район Гончарной слободы</ref>. დიაკოვის დასახლება ძვ.წ. I ათასწლეულის ბოლოს - I ათასწლეულის დასაწყისში არსებობდა. მისი კულტურული ფენა ნაპოვნია 1969 წელს ბოროვიცკის კარიბჭის რაიონში გათხრების დროს - საკათედრო ტაძრის მოედანზე. ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლოს დასახლება მთლიანად გაპარტახდა. არა უგვიანეს XI საუკუნისა, ამ ადგილას კვლავ დასახლდა ძველი სლავური ტომი -ვიატიჩები.
1959-1960 წლებში გათხრების შედეგად, თანამედროვე კრემლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია XI საუკუნის ნაქალაქარი. [[კრემლი]]ს დიდი სასახლის კუთხეში აღმოჩენილია უძველესი თავდაცვითი თხრილის ნაშთები<ref>[http://kremlin-architectural-ensemble.kreml.ru/history/view/drevnosti-kremlevskogo-kholma/%7C%D0%94%D1%80%D0%B5%D0%B2%D0%BD%D0%BE%D1%81%D1%82%D0%B8 Кремлёвского холма] </ref>. კრემლის კედლების აღდგენის დროს [[კრემლის იარაღის პალატა|იარაღის პალატის]] თანამედროვე შენობის ეზოში, ექვსი მეტრის სიღრმეზე ორმოში აღმოჩნდა ტროტუარის ნაშთები - უძველესი ქუჩის სუსტი კვალი, რომელიც მდინარე ნეგლინაიამდე მიდიოდა. აქვე იპოვეს ტყვიის ბეჭედი, რომელიც დაბეჭდილია კიევის მიტროპოლიაში 1091–1096 წლებში (ვ. ლ. იანინის მიხედვით). მიძინების თანამედროვე საკათედრო ტაძრის ჩრდილოეთით კიდევ ერთი ქუჩა მდებარეობდა, XI საუკუნის ბოლოს შექმნილი ხის ტროტუარი (დენდროქრონოლოგიის თანახმად, დაახლოებით 1080-1090-იანი წლები). სხვადასხვა ადგილას რკინის დამზადების, მჭედლობისა და ტყავის რეწვის კვალი ჩანს ადრეული ქალაქის გამაგრებულ ნაწილში, რომელიც XI საუკუნის ბოლოს არსებობდა.<ref>''Латышева Г. П.'' [http://testan.narod.ru/moscow/book/moskow_proshl/402.htm Москва и Московский край в прошлом. гл. Первый кремль.] </ref> მიტროპოლიტის ბეჭდის აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ XI საუკუნეში მოსკოვში უკვე ეკლესია არსებობდა - როგორც ჩანს, ეს იყო იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ეკლესია ბოროვიცკის კარიბჭესთან. კარიბჭე ამ ადგილას XIX საუკუნემდე არსებობდა.
 
1156 წლისთვის მატიანე დმიტროვის, სუზდალის და სხვა ქალაქებთან ერთად, დოლგორუკის მიაწერს მოსკოვის ხის ციხესიმაგრის დაარსებას - მომავალი კრემლის მშენებლობის თვალსაზრისით. მშენებლობას ხელმძღვანელობდა დოლგორუკის უფროსი ვაჟი ანდრეი იურის ძე (მომავალი ანდრეი ბოგოლიუბსკი). მცირე ზომის ციხესიმაგრე ბოროვიცკის გორაზე მდებარეობდა. მისი კედლების პერიმეტრი დაახლოებით 510 მეტრი იყო<ref>[https://web.archive.org/web/20131028004950/http://rusarch.ru/voronin5.htm აქВоронин განთავსებულიН. იქნაН. სუზდალისМосковский სამთავროსКремль სამხედრო დრუჟინა დასავლელი მეზობლებისგან თავდასაცავად(1156—1367). 1177// წელს,Материалы ბოგოლიუბსკისи მკვლელობისисследования შემდეგпо მომხდარიархеологии დაპირისპირებისСССР. დროს, ციხესიმაგრე77 გადაწვა(Метательная [[რიაზანი]]სартиллерия მთავარმაи გლებоборонительные როტისლავიჩმა,сооружения). მაგრამ იგი სწრაფად აღადგინესМ. სავარაუდოდ, სახმელეთო1958. და სამდინარო მარშრუტების გადაკვეთაზე მდებარე მოსკოვმა, სწორედ ამ დროს შეიძინა სავაჭრო ცენტრის ფუნქცია და დაიწყო ნელ-ნელა გამდიდრებაС. 57—66]
 
</ref>. აქ განთავსებული იქნა სუზდალის სამთავროს სამხედრო დრუჟინა დასავლელი მეზობლებისგან თავდასაცავად. 1177 წელს, ბოგოლიუბსკის მკვლელობის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების დროს, ციხესიმაგრე გადაწვა [[რიაზანი]]ს მთავარმა გლებ როტისლავიჩმა, მაგრამ იგი სწრაფად აღადგინეს. სავარაუდოდ, სახმელეთო და სამდინარო მარშრუტების გადაკვეთაზე მდებარე მოსკოვმა, სწორედ ამ დროს შეიძინა სავაჭრო ცენტრის ფუნქცია და დაიწყო ნელ-ნელა გამდიდრება.
XII საუკუნის ბოლოს - XIII საუკუნის პირველი მესამედის კულტურულ ფენაში, კრემლის მე -14 კორპუსის ქვეშ, ნაპოვნია ლითონის ჩამოსასხმელი ქვის ფორმა-ყალიბი, რომელიც შეიცავს მოსკოვის ტერიტორიაზე არსებულ უძველეს [[კირილიცა]]ს წარწერებს. ყალიბზე ათამდე ასოა, რომელთაგან ზოგი სარკისებრი დიზაინისაა. ოთხი ასო იკითხება, როგორც "РИЯН". სავარაუდოდ, ოსტატი ცდილობდა ყალიბზე საკუთარი სახელის ამოკვეთას.
 
XII საუკუნის ბოლოს - XIII საუკუნის პირველი მესამედის კულტურულ ფენაში, კრემლის მე -14 კორპუსის ქვეშ, ნაპოვნია ლითონის ჩამოსასხმელი ქვის ფორმა-ყალიბი, რომელიც შეიცავს მოსკოვის ტერიტორიაზე არსებულ უძველეს [[კირილიცა]]ს წარწერებს. ყალიბზე ათამდე ასოა, რომელთაგან ზოგი სარკისებრი დიზაინისაა. ოთხი ასო იკითხება, როგორც "РИЯН". სავარაუდოდ, ოსტატი ცდილობდა ყალიბზე საკუთარი სახელის ამოკვეთას<ref>''Коваль В. Ю., Зайцева И. Е., Модин Р. Н.'' «Древнейшие горизонты: материальная культура» // Археология Московского Кремля: Раскопки 2016—2017 гг. / Под ред. Н. А. Макаров и В. Ю. Коваля. М., 2018</ref>.
 
1208 წელს, მოსკოვის მიდამოებში, ვლადიმერ იური ვსევოლოდოვიჩის ვაჟმა დაამარცხა თავადების - მიხეილ ვსევოლოდოვიჩ პრონსკის და იზიასლავ ვლადიმიროვიჩ პრონსკის ჯარები.
 
==მოსკოვი — განაპირა სამთავროს ცენტრი==
მთელი XII ს.და XIII ს. პირველი ათწლეულის განმავლობაში მოსკოვი შედიოდა [[ვლადიმირ-სუზდალის სამთავრო|ვლადიმირის დიდი სამთავრო]]ს შემადგენლობაში.<ref>''Кучкин В. А.'' [http://www.rusarch.ru/kuchkin2.htm Формирование государственной территории северо-восточной Руси в X–XIV вв]. — <abbr>М.</abbr>: Наука, 1984. — 352 с.</ref>
 
ვლადიმირის დიდი მთავრის [[ვსევოლოდ დიდი ბუდე|ვსევოლოდ დიდბუდის]] ([[იური დოლგორუკი]]ს უმცროსი ვაჟი და [[ანდრია ბოგოლიუბსკი]]ს უმცროსი ძმა) გარდაცვალების შემდეგ მოსკოვი წილად ხვდა მის მეორე ვაჟს იური ვსევოლოდის ძეს; მაგრამ ერთი წლის შემდეგ ქალაქი მცირე ხნით ხელთ იგდო იურის უმცროსმა ძმამ ვლადიმირ ვსევოლოდის ძემ. ვლადიმირი მალე იძულებული გახდა მოსკოვი უკან დაებრუნებინა. [[ვასილი ტატიშჩევი|ბ.ნ. ტატიშჩევი]]ს მტკიცებით, მოგვიანებით ვლადიმირი ისევ დაბრუნდა მოსკოვში და აქ სიკვდილამდე 1228 წლამდე ცხოვრობდა. იური ვსევოლოდის ძემ, როგორც დიდმა მთავარმა მოსკოვი თავის უმცროს ვაჟიშვილს ვლადიმირ იურის ძეს გადასცა, რომელიც რუსეთში მონღოლ-თათართა შემოსევებამდე მთავრობდა. 1238 წლის იანვარში მონღოლებმა მოსკოვი ხუთდღიანი ალყის შემდეგ გაძარცვეს და გადაწვეს. ბრძოლაში დაიღუპა [[ვოევოდა]] ფილიპე ნიანკა<ref>Д. Горский. К вопросу об обороне Москвы в 1238 г</ref>, მოსკოვის მთავრი ვლადიმირ იურის ძე კი ტყვედ ჩავარდა და მოგვიანებით ვლადიმირის კედლებთან თავი მოჰკვეთეს. სხვადასვხა ისტორიული ცნობებით, მოსკოვის მიმდებარე "ეკლესიები, მონასტრები, სოფლები", ამ პერიოდის ქალაქის მნიშვნელობასა და სიდიდეზე მიანიშნებს.
 
დიდი მთავრის იაროსლავ ვსევოლოდის ძის გარდაცვალების შემდეგ (1246), მის ვაჟებს შორის ატყდა ბრძოლა [[ვლადიმირ-სუზდალის სამთავრო]]ს ტახტის ხელში ჩასაგდებად. ამ ბრძოლაში მოსკოვი მიხეილ ხორობრიტს ("მამაცს") დარჩა. იგი იაროსლავ ვსევოლოდის ძის მეოთხე ვაჟი გახლდათ. 1248 წელს მიხეილი გახდა ვლადიმირის დიდი მთავარი, ხოლო 1249 წლის დასაწყისში მიხეილი მოკლეს მოსკოვის სამთავროს საზღვარზე, მდინარე პროტვაზე ლიტვებთან ბრძოლაში. ვინ იყვნენ მოსკოვის მმართველები შემდეგ წლებში დანამდვილებით ცნობილი არ არის. მეცნიერთა უმეტესობას მიაჩნია, რომ მოსკოვის მიწები უშუალოდ ვლადიმისრ-სუზდალის დიდ სამთავროში შედიოდა, მაგრამ არსებობს მოსაზრებებიც, რომ მოსკოვში მთავრობდა მიხეილ ხორობრიტის ("მამაცის") ვაჟი ბორის მიხაილოვიჩი.
Line 79 ⟶ 81:
XIV საუკუნეში ქალაქი მოიცავდა [[კრემლი|კრემლს]], „[[კიტაი-გოროდი|კიტაი-გოროდსა]]“ (ჩინური ქალაქი) და „[[ბელი გოროდი|ბელი გოროდს]]“ (თეთრი ქალაქი). იმ პერიოდში მოსკოვში ხშირად ჩნდებოდა ხანძრები. 1521 წელს მოსკოვის გარეუბანი გადაწვეს ყირიმელმა თათრებმა [[მეჰმედ I გირეი]] მეთაურობით, რომლებიც მოქმედებდნენ ევსტაფი დაშკევიჩის [[კაზაკები|კაზაკებთან]] ერთად. მე-17 საუკუნის დასაწყისისთვის მოსკოვის ნაწილი გახდა „[[ზემლიანოი გოროდი]]“ (მიწის ქალაქი). გამოჩნდა იამშჩიკთა, მეშჩანთა, გერმანელთა დასახლებები ე.წ. სლობოდები.
 
1547 წელს მოსკოვში გაჩნდა დიდი ხანძარი. 1565 წელს, მეფე [[ივანე მრისხანე|ივანე მრისხანის]] მიერ [[რუსეთი]]ს [[სახელმწიფო]]ს [[ოპრიჩნინა]]დ და [[ზემშჩინა]]დ დაყოფის შემდეგ, ქალაქი ამ უკანასკნელის ანუ ზემშჩინის ნაწილი (ცენტრი) გახდა<ref>[[:ru:Энциклопедический_словарь_Брокгауза_и_Ефрона|''Сторожев В. Н.'' Земщина // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — <abbr>СПб.</abbr>, 1890—1907.]]</ref><ref>[[:ru:Большая_российская_энциклопедия|Большая российская энциклопедия : [в 35 т.] / гл. ред. Ю. С. Осипов. — <abbr>М.</abbr> : Большая российская энциклопедия, 2004—2017.]] </ref>. 1571 წელს მოსკოვი გადაწვა [[ყირიმის სახანო|ყირიმი]]ს ხანმა დევლეთ-გირეიმ, მაგრამ თათრებმა ვერ შეძლეს კრემლის აღება. 1591 წელს მოსკოვის კედლებთან მოიგერიეს ყაზი-გირეის ყირიმელი [[თათრები]].
 
1606 წელს მოსკოვის კედლებთან განადგურდა მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებულ გლეხ [[ივანე ბოლოტნიკოვი]]ს ჯარები. 1608-1610 წლებში მოსკოვის აღებას ცდილობდა [[ცრუ დიმიტრი]] II, რომელსაც იქვე ახლოს ჰქონდა მოწყობილი [[ტუშინოს ბანაკი]]. 1610 წელს, პოლონელი უფლისწულის ვლადისლავის რუსეთის მეფედ არჩევის შემდეგ, მოსკოვი დაიპყრეს პოლონელებმა მთავარსარდალ სტანისლავ ჟოლკევსკის მეთაურობით. 1611 წელს პროკოფი ლიაპუნოვის მეთაურობით შექმნილი პირველი სახალხო რაზმი ცდილობდა პოლონელთა განდევნას. 1612 წელს მოსკოვიდან საბოლოოდ განდევნეს [[პოლონელები]] კუზმა მინინისა და დიმიტრი პოჟარსკის სახალხო რაზმებმა. ქალაქის მისადგომებთან დამარცხდა პოლონელი [[ჰეტმანი]]ს ადამ ჟოლკევსკის ჯარი. 1618 წელს განდევნეს მოსკოვიდან [[პოლონეთი]]ს მთავრის ვლადისლავის ჯარები.
Line 88 ⟶ 90:
 
==რუსეთის იმპერია==
[[ფაილი:Coat of Arms of Moscow (Russian Empire)-2.png|100px|მარცხნივ|მოსკოვის გერბი., 1883 წ]] 1712 წელს რუსეთის დედაქალაქი გადაიტანეს [[პეტერბურგი|პეტერბურგში]]. 1728 წელს, პეტრე ||-ის შემდეგ, საიმპერატორო კარი ისევ მოსკოვში დაბრუნდა, რომელიც 1732 წლამდე დარჩა აქ<ref>[https://web.archive.org/web/20140331033230/http://encyc.mir-x.ru/309650.html Исторический очерк (Москва)] </ref>. მოგვიანებით, [[ანა (რუსეთი)|ანა ივანეს ასულმა]] სამეფო კარი ისევ პეტერბურგში დააბრუნა, ხოლო მოსკოვმა შეინარჩუნა "პირველი დედაქალაქის" სტატუსი და იგი გახდა იმპერატორთა კორონაციის ადგილი. მოცემული სტატუსი გამოიყენებოდა მოსკოვის ისტორიული უპირატესობის ხაზგასასმელად, სადაც პირველად დაიდგა [[რუსეთის სამეფო]] ტახტი. [[ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი|ფ. ბროკჰაუსის და ი. ეფრონის ლექსიკონში]] მოსკოვს "რუსეთის პირველ დედაქალაქს" უწოდებენ<ref>[[:ru:Энциклопедический_словарь_Брокгауза_и_Ефрона|Москва // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — <abbr>СПб.</abbr>, 1890—1907.]]</ref>.
 
1730 წელს მოსკოვში პირველად გამოჩნდა ქუჩის განათება.
Line 98 ⟶ 100:
[[ფაილი:Fire of Moscow 1812.jpg|thumb|260px|მოსკოვის ხანძარი (1812). ა. ს. სმირნოვის ტილოზე (1813)]]
 
1812 წლის სამამულო ომის დროს მოსკოვი დაიპყრეს და გადაწვეს [[ნაპოლეონი]]ს ჯარებმა. ხანძარმა ძლიერ დააზიანა ქალაქი. სხვადასხვა მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაიწვა მოსკოვის შენობათა 80%.<ref>''Васькин А. А.'' Москва 1812 года глазами русских и французов. М., 2012.</ref>
 
1812 წლის ხანძრის შემდეგ მოსკოვის აღდგენაზე მუშაობის დაწყების მიზნით შეიქმნა მოსკოვის მშენებლობის კომისია, რომელშიც შევიდნენ ის დროისათვის ყველაზე ცნობილი არქიტექტორები. 1840 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა [[წითელი მოედანი|წითელ მოედანს]], მილში ჩასმული მდინარე ნეგლინაიას ადგილას მოეწყო [[ალექსანდრეს ბაღი (მოსკოვი)|ალექსანდრეს ბაღი]], შეიქმნა ვოსკრესენსკაიას და თეატრალნაიას მოედნები, [[მოსკოვის დიდი თეატრი|დიდი]] და პატარა (მალი) თეატრის შენობები, მანეჟი, გრადსკის პირველი საავადმყოფოს შენობა, პროვიანტის საწყობები.
 
 
*1840-იან წლებში გამოჩნდა პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი<ref>[https://mos80.com/moscow/moskva_v_19_nachale_20_vekah.html Москва в 19 — начале 20 веках] </ref>.
*1851 წელს გაიხსნა სარკინიგზო კავშირი მოსკოვსა და პეტერბურგს შორის.
*1852 წელს დაიწყო სატელეგრაფო ხაზის ფუნქციონირება, რომელიც მოსკოვს პეტერბურგთან აკავშირებდა.
 
1861 წელს რუსეთში ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა მოსკოვის მოსახლეობა. 1864 წელს მოსკოვში 364 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო 1882 წელს - უკვე 752 ათასი ადამიანი<ref>Родина. Иллюстрированная книга для чтения / Редактор-составитель И. В. Сергеев. — <abbr>М.</abbr>: Молодая гвардия, 1939. — 568 с. — С. 34.</ref>. 1897 წელს [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 1,038,591 ადამიანი<ref>[http://www.demoscope.ru/weekly/ssp/rus_gub_97.php?reg=67 Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897] </ref>.
 
გაჩნდა ახალი ინდუსტრიული საწარმოები, გაბატონდა [[მსუბუქი მრეწველობა]], განსაკუთრებით [[ტექსტილი]]ს მრეწველობა. მე-19 საუკუნის ბოლოს მოსკოვი გახდა რუსეთის მეორე ინდუსტრიული ცენტრი [[პეტერბურგი]]ს შემდეგ. მოსკოვის უდიდესი საწარმოები იყვნენ პროხოროვსკაია მანუფაქტურა, ბამბის სახვევი ქარხანა, ძმები ბრომლების მექანიკური ქარხანა, მოსკოვის მეტალურგიული ქარხანა, ხელსაწყოთმშენებელი ქარხანა, დანგაუერისა და კაიზერის ქარხანა.
Line 121 ⟶ 123:
1898 წლის 30 ივლისს მუშაობა დაიწყო მოსკოვის პირველმა საკანალიზაციო სისტემამ. 1898 წლის 31 დეკემბერს გაიხსნა საქალაქთაშორისო სატელეფონო ხაზი მოსკოვი - პეტერბურგი. 1899 წელს მოსკოვში გამოჩნდა ტრამვაი. 1905 წლის მოსკოვში მოხდა დეკემბრის შეიარაღებული აჯანყება, რომელიც მეფის ჯარების მიერ იქნა ჩახშობილი. 1903-1908 წლებში აშენდა წრიული რკინიგზა ე.წ. "ოკრუჟნაია დაროგა". იგი აკავშირებდა მოსკოვის სარკინიგზო კვანძის ყველა რკინიგზას.
 
1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მოსკოვში ფრონტიდან იწყეს დენა დაჭრილებმა, რომლებიც განათავსეს ყველგან, სადაც ეს შესაძლებელი იყო. ამ პროცესმა გამოიწვია ანტიგერმანული განწყობა, რომელიც მიმართული იყო ქალაქის გერმანული წარმოშობის მკვიდრთა წინააღმდეგ<ref>[http://futureruss.ru/worldculture/great_victory/moskva-na-sluzhbe-rossii-v-gody-pervoj-mirovoj-vojny.html Москва на службе России в годы Первой Мировой войны] </ref>.
 
[[ფაილი:Панорама Москвы Храм Христа Кремль 1912 IMG 9294.JPG|thumb|left|190px|მოსკოვის პანორამა 1912 წელს]]
Line 136 ⟶ 138:
*1935 წელს გაიხსნა [[მეტროპოლიტენი]]ს პირველი ხაზი მგზავრებისთვის.
 
1935 წელს მიიღეს ქალაქის რეკონსტრუქციის გენერალური გეგმა. ამავე დროს, შერჩევით განადგურდა ქალაქის ცენტრის ისტორიული შენობები; განადგურდა მრავალი ეკლესია და მონასტერი, მათ შორის მე -17 საუკუნის არქიტექტურული შედევრები, პოკროვსკის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია და წმინდა ნიკოლოზის დიდი ჯვრის ეკლესია, [[მოსკოვის მაცხოვრის ტაძარი]] და ვნების მონასტერი. 1932 წლიდან მოსკოვში განადგურებულია მსოფლიო მნიშვნელობის მინიმუმ 426 ძეგლი.<ref>[https://rop.ru/ Издательство Московской Патриархии] </ref>
 
მოსკოვის მეტროს პირველი ხაზის მშენებლობა
Line 146 ⟶ 148:
*სამთომოპოვებითი, ნავთობის, გეოლოგიურ-საძიებო, ჩარხსამშენებლო და პოლიგრაფიული ინსტიტუტები
*ფოლადისა და შენადნობთა ინსტიტუტი
*ფერადი ლითონებისა და ოქროს და სხვა ინსტიტუტები<ref>[https://www.km.ru/ Москва и индустриализация]. Гвоздецкий В. Л. (недоступная ссылка).<nowiki>http://www.portal-slovo.ru.+</nowiki><small>Дата обращения: 26 января 2009.</small> <small>[https://web.archive.org/web/20110929010132/http://student.km.ru/ref_show_frame.asp?id=6C8ACD3B9EBB490483633A19857B27FF Архивировано]29 сентября 2011 года.</small> </ref>
 
ინდუსტრიალიზაციის მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო წარმოებაში მეცნიერების მიღწევების დანერგვა. ქალაქმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ [[ინდუსტრია]]შიც. ოცდაათიან წლებში მოსკოვში შეიქმნა ტექნიკური პროფილის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტების მთელი ქსელი, რომელთაგან ყველაზე დიდი იყო: თვითმფრინავების კვლევის ინსტიტუტი, მანქანათმშენებლობის ინსტიტუტი, მეტალის საჭრელი ხელსაწყოების ექსპერიმენტული სამეცნიერო ინსტიტუტი, საავტომობილო და ტრაქტორების სამეცნიერო ინსტიტუტი, საავიაციო მოტორსის ცენტრალური ინსტიტუტი, ენერგეტიკული ინსტიტუტი, მსუბუქი შენადნობების საკავშირო ინსტიტუტი, ელექტრომექანიკისა და ელექტრო მანქანათმშენებლობის საკავშირო ინსტიტუტი და მრავალი სხვა<ref>Москва и индустриализация. Гвоздецкий В. Л. (недоступная ссылка).<nowiki>http://www.portal-slovo.ru.+</nowiki><small>Дата обращения: 11 января 2009.</small> <small>[https://web.archive.org/web/20110929010132/http://student.km.ru/ref_show_frame.asp?id=6C8ACD3B9EBB490483633A19857B27FF Архивировано] 29 сентября 2011 года.</small></ref>. მათი აბსოლუტური უმრავლესობა [[სსრკ მეცნიერებათა აკადემია|სსრკ მეცნიერებათა აკადემიის]] ნაწილი იყო. ამ დროს ვითარდება ქალაქში მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, გამოიცა მრავალი გაზეთი. 1939 წლიდან რეგულარულად ამოქმედდა პირველი ტელევიზია.
===მოსკოვი სამამულო ომის წლებში===
[[ფაილი:RIAN archive 14 Anti-aircraft gunners defending Moscow.jpg|thumb|190px|საზენიტო ეკიპაჟის ხელმძღვანელობის ჯგუფი მოსკოვის თავდაცვის დროს, 1941 წლის 1 ნოემბერი]]
Line 170 ⟶ 172:
1947 წელს, სექტემბერში დიდი მასშტაბით აღინიშნა მოსკოვის 800 წლისთავის იუბილე.
 
1952-1957 წლებში დაიწყო მოსკოვის მაღლივი კორპუსების მშენებლობა<ref>[http://www.archi.ru/events/news/news_current_press.html?nid=5276&fl=1&sl=1 Семь высоток — символ Москвы.] Российская архитектура. <small>Дата обращения: 26 января 2009.</small></ref>. მოგვიანებით მათ "[[სტალინი]]ს სიმაღლეები" უწოდეს. იგი [[საბჭოთა კავშირი]]ს ეპოქის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა.
 
1959-1960 წლის ზამთარში მოსკოვში იფეთქა ჩუტყვავილას ინფექციამ. [[ინფექცია]] [[ინდოეთი]]დან ჩამოიტანა ცნობილმა მხატვარმა, სტალინის პრემიის ორგზის ლაურეატმა ალექსეი კოკორეკინმა, რომელიც ინდოეთში ყოფნისას შეესწრო გარდაცვლილი [[ბრაჰმანი]]ს [[კრემაცია]]ს.<ref>''Серенко А. Ф.'' Заносные вспышки натуральной оспы. М., Медгиз, 1962, с. 55 и след.</ref><ref>[https://russian7.ru/post/vspyshka-chernoy-ospy-1960-goda-kak-laureat/ Вспышка черной оспы 1960 года: как лауреат Сталинской премии привез в Москву страшную болезнь]</ref>
 
მოსკოვი სწრაფი ტემპით შენდებოდა, ყოფილი გარეუბნები ქალაქს შეუერთდნენ. 1960 წელს მოსკოვის წრიული საავტომობილო გზის მშენებლობის შედეგად ჩამოყალიბდა მოსკოვის თანამედროვე საზღვრები. 1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში ქალაქის ცენტრში მოხდა მნიშვნელოვანი სამშენებლო გარდაქმნები. არსებული ქუჩების გაფართოების, ახალი მაგისტრალების მშენებლობისა და ტიპიური მრავალსართულიანი პანელური შენობების ასაგებად დანგრეულ იქნა არქიტექტურული ძეგლები<ref>[https://www.kommersant.ru/doc/1209430 Ъ-Власть — «Ураган варварских разрушений проносится по улицам»] </ref>.
 
1957 და 1985 წლებში, შესაბამისად, მოსკოვში ჩატარდა ახალგაზრდობის და სტუდენტთა VI და XII მსოფლიო ფესტივალები. 1980 წელს მოსკოვში ჩატარდა XXII ზაფხულის [[ოლიმპიური თამაშები]].
 
1975 წლის 10 მარტს, სოკოლნიკების [[სპორტის სასახლე]]ში, [[სსრკ]] ახალგაზრდულ გუნდსა და კანადის ახალგაზრდულ გუნდს "ბარი ქაპ-ს" შორის ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა კონფლიქტი საღეჭი რეზინის ― „Wrigley-ს“ გამო, რომელშიც 21 ადამიანი გარდაიცვალა.<ref>[https://svpressa.ru/all/article/36703/ Удавили за жвачку. Почему случилась массовая гибель подростков на хоккейном матче в «Скольниках» в 1975 году], 6 января 2011 // СвободнаяПресса</ref>
 
1977 წლის 8 იანვარს მოსკოვში ტერაქტების სერია განხორციელდა.
Line 185 ⟶ 187:
საბჭოთა პერიოდში, კერძოდ, 1920–50-იან წლებში, პერიოდულად დღის წესრიგში დგებოდა მოსკოვისათვის სახელის შეცვლის საკითხი, რათა [[სსრკ]]-ს დედაქალაქს უფრო "რევოლუციური" სახელი ჰქონოდა.
 
1927 წლის 23 თებერვალს, საბჭოთა ადმინისტრაციულ მუშაკთა ჯგუფმა, 216 კაცის შემადგენლობით, [[პეტიცია]] გაუგზავნა სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ კალინინს, რომელშიც ისინი ითხოვდნენ სახელწოდება „მოსკოვის“ შეცვლას სახელწოდებით „ილიჩი“. მოსაზრებას ისინი ასაბუთებდნენ იმით, რომ ვ.ი.[[ლენინი]] იყო „თავისუფალი რუსეთის დამაარსებელი“<ref>[http://zadkoff.ucoz.ru/publ/3-1-0-3 Становление советской топонимики в 1918—1930 годах]</ref>. თუმცა, პეტიციას ოფიციალური მსვლელობა არ მისცემია.
 
1938 წელს სსრკ შინაგან საქმეთა [[სახალხო კომისარიატი]]ს სახალხო კომისარმა ნ. ი. ეჟოვმა "მშრომელთა მოსაზრებაზე დაყრდნობით" წამოაყენა წინადადება დედაქალაქის სახელის შეცვლის და ახალი სახელწოდების „სტალინოდარის“ დარქმევის შესახებ. მაგრამ ეს იდეა უარყო თავად სტალინმა<ref>Безвительнов В. Сталин был против культа личности [http://web.archive.org/web/20150221181659/http://www.amurpravda.ru/articles/2004/12/22/2.html?print Архивная копия] от 21 февраля 2015 на Wayback Machine//Амурская правда, 22 декабря 2004 г.</ref>. 1953 წელს, [[სტალინი]]ს გარდაცვალების შემდეგ, კვლავ დაისვა მოსკოვის სახელის შეცვლის საკითხი, თუმცა ამჯერად, შეცვლილმა პოლიტიკურმა კონიუნქტურამ არ მისცა საკითხს შემდგომი რეალიზების უფლება.<ref>[http://moscow.clow.ru/information/1/14/mosslov4_13.html Московские слова и словечки]</ref>
 
==მოსკოვი პოსტსაბჭოთა პერიოდში==
Line 194 ⟶ 196:
მე-20 საუკუნის ისტორიაში მოსკოვმა ყველაზე ტრაგიკული მოვლენები განიცადა 90-იანი წლების დასაწყისში. 1991 წლის 19-22 აგვისტოს ქალაქში მოხდა აგვისტოს პუტჩი საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის (ე.წ. „გკჩპ“-ს) ორგანიზებით. 1993 წლისთვის პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის დაპირისპირების შედეგად წარმოშობილმა კონსტიტუციურმა და [[სახელმწიფო]] კრიზისმა კულმინაციას მიაღწია. 1993 წლის 3-4 ოქტომბერს მოხდა „[[ოსტანკინო]]ს“ სატელევიზიო ცენტრის დაუფლების მცდელობა და უმაღლესი საბჭოს ― მოსკოვის თეთრი სახლის შენობის დახვრეტა.
 
შემდეგში ქალაქში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. 1995 წელს დამტკიცდა დედაქალაქის ახალი ოფიციალური სიმბოლოები - გერბი<ref>[https://yamoscow.ru/baza-znanij/gerb-moskvy/ Герб Москвы] (рус.)  (неопр.) ?. ''МОЯ МОСКВА'' (12 мая 2020). <small>Дата обращения: 14 января 2021.</small></ref>, დროშა და ჰიმნი. დაიწყო ეკლესიათა რესტავრაცია, დაიწყო ბოლშევიკების მიერ ააფეთქებული მაცხოვრის ტაძრის ასლის სრულმასშტაბიანი მშენებლობა. 1997 წელს ფართო მასშტაბით აღინიშნა ქალაქის 850 წლის იუბილე; ხოლო 2005 წელს, ასევე, ფართოდ აღინიშნა [[დიდი სამამულო ომი]]ს გამარჯვების 60 წლისთავი. ამ დროს გაიხსნა პოკლონნაიას გორაზე გამარჯვების მემორიალური კომპლექსი და ამავე სახელწოდების მეტროს სადგური, რომელიც მოსკოვის [[მეტროპოლიტენი]]ს სადგურთა შორის ყველაზე ღრმა სადგურია.
 
90-იან წლებში მოსკოვში დაჩქარებული ტემპით შენდებოდა ბაზრები. ტანსაცმლის ბაზრებს გადაეცათ ყველაზე დიდი სტადიონები: „ლუჟნიკი“, „ოლიმპიკი“, „დინამო“. ყველაზე მსხვილი საბითუმო ბაზარი გახდა მოსკოვში ჩერქიზოვსკი. ქვეყნის კაპიტალისტურ განვითარების გზაზე გადასვლას 90-იან წლებში თან ახლდა მოსკოვის საზოგადოებრივი საკუთრების დაყოფა. კერძო პირთა ხელში გადავიდა მოსკოვის უმსხვილესი საწარმოები, ბანკები, მაღაზიები, საცხოვრებელი სახლები. ქალაქის ქუჩები დაფარული იყო ბილბორდებით, გზები ― სარეკლამო ბანერებით.
Line 217 ⟶ 219:
*2007 წელს მოსკოვში ჩატარდა [[ყინული]]ს [[ჰოკეი]]ს მსოფლიო ჩემპიონატი.
*2008 წლის 21 მაისს ლუჟნიკის სტადიონზე ჩატარდა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი („[[მანჩესტერ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)|მანჩესტერ იუნაიტედი]]“ - „[[ჩელსი]]“) და ქალაქში შეიკრიბა [[ინგლისი]]ს საფეხბურთო კლუბების რამდენიმე ათასი გულშემატკივარი.
*2009 წლის მაისში მოსკოვის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდა ევროვიზიის სიმღერის კონკურსი.<ref>[[:ru:Евровидение-2009|«Евровидение-2009»]] пройдёт в Москве. Лента.Ру. <small>Дата обращения: 12 января 2009.</small></ref>
 
 
Line 224 ⟶ 226:
===სამშენებლო ბუმი===
[[ფაილი:Moscow-City 28-03-2010 2.jpg|thumb|left|250px|„მოსკოვი-სიტი“, 2010 წელი]]
დღეისათვის ქალაქი განიცდის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ტრანსფორმაციას<ref>Москомархитектура. Исторический экскурс (недоступная ссылка). Москомархитектура. <small>Дата обращения: 26 января 2009.</small> <small>[https://web.archive.org/web/20060926002038/http://www.mka.mos.ru/forms.asp?muid=9B955D7F-4610-4856-ACE5-AF065E4973FF&mpuid=7F35D3E8-14DE-44DF-85B6-A2ECBCC99539 Архивировано] 26 сентября 2006 года.</small></ref>. მიმდინარეობს მისი კაპიტალური რემონტი - შენდება მრავალსართულიანი საოფისე შენობები, თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ელიტური საცხოვრებელი სახლები<ref>Новый облик Москвы (недоступная ссылка). CREDCARD 2000-2009. <small>Дата обращения: 6 февраля 2009.</small> <small>[https://web.archive.org/web/20111016221956/http://credcard.ru/stats.html?act=122 Архивировано] 16 октября 2011 года.</small> </ref>. გამოჩნდა მოსახლეობის ფართო სპექტრისათვის ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროგრამები.
 
90-იანი წლების ბოლოს - XXI საუკუნის დასაწყისში ქალაქში მიმდინარე პროცესების აღსაწერად მედია ხშირად იყენებს ფრაზას ”სამშენებლო ბუმი”. ამავე დროს, ისინი ამჩნევენ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიწის ძალიან მაღალი ღირებულების გამო, „სამშენებლო ბუმი“ უარყოფითად მოქმედებს ქალაქის ისტორიული იერსახის შენარჩუნებაზე. ფულის დაზოგვის მიზნით, ინვესტორები ხშირად მიმართავენ ძველი შენობების დანგრევას და მათ ჩანაცვლებას თანამედროვე მაღლივი კორპუსებით.<ref>[http://www.newsru.com/russia/25mar2004/boom.html Строительный бум в Москве все чаще приводит к катастрофам]. [[:ru:NEWSru|NEWSru]] (25 марта 2004). <small>Дата обращения: 13 августа 2010.</small></ref><ref>Огонек: «В МОСКВЕ СЕЙЧАС НЕ СТРОИТЕЛЬНЫЙ БУМ, А ТОЛЬКО ЕГО НАЧАЛО» (недоступная ссылка). <small>Дата обращения: 27 февраля 2010.</small> <small>.</small> <small>[https://web.archive.org/web/20130515065452/http://www.ogoniok.com/archive/2002/4759/31-18-20/ Архивировано.] 15 мая 2013 года.</small></ref>
 
90-იან წლებშივე ჩამოყალიბდა ფენომენი, სახელწოდებით "წერტილოვანი განვითარება", როდესაც ახალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები ამოიზარდა არსებული უბნების შუაგულში, მაგალითად, სათამაშო მოედნის ადგილზე. ამ პრაქტიკამ მოსკოველების პროტესტი გამოიწვია. 2008 წლიდან "წერტილოვანი განვითარება" აიკრძალა, თუმცა დეველოპერები მაინც წარმატებით პოულობენ გზებს აკრძალვების გადასალახად.<ref>[http://www.gazeta.ru/realty/2008/04/07_a_2688782.shtml Точечная застройка: строим в любом дворе — Газета. Ru]</ref>
 
მშენებლობის ბუმის სხვა უარყოფითი ნხარეა დიდი რაოდენობით მამაკაცი მუსახელის შემოდინებას დედაქალაქში რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან და [[დსთ]]-ის სამხრეთ ქვეყნებიდან.ანალიტიკოსების პროგნოზით, უმუშევრებმა, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო სამშენებლო ობიექტებზე ეკონომიკური კრიზისის გამო, გააუარესეს ქუჩის დანაშაულის სტატისტიკა, რაც იწვევს სოციალური დაძაბულობის ზრდას<ref>[https://archive.is/20120910065121/www.rbcdaily.ru/2009/03/10/focus/405233 Рознь нанесут на карту: мэрия Москвы пометит районы межнациональной напряжённости:: РБК daily от 10.03.2009]</ref><ref>''Георгий Беленев.'' [http://www.ng.ru/moscow/2009-01-28/8_gastarbaiter.html Жизнь гастарбайтера в Первопрестольной.] [[:ru:Независимая_газета|Независимая газета]] (28 января 2009). <small>Дата обращения: 13 августа 2010.</small> </ref>.
 
===სატრანსპორტო პრობლემები===
[[ფაილი:MKAD-bitsa.jpg|thumb|left|250px|მოსკოვის წრიული საავტომობილო გზა ბიტცის რაიონში]]
ზრდასთან ერთად ქალაქი განიცდის სერიოზულ სატრანსპორტო პრობლემებს, რაც, პირველ რიგში, დაკავშირებულია მანქანების რაოდენობის ზრდის აფეთქებასთან (2009 წლისთვის ქალაქში მანქანების რაოდენობამ 3,5 მილიონი ერთეული მიაღწია) და მნიშვნელოვნად ჩამორჩა გზების მშენებლობის ტემპს. მოსკოვის გენერალური გეგმის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის დირექტორი სერგეი ტკაჩენკო აღნიშნავს, რომ ამ პრობლემის მიზეზია ქალაქის ქუჩების ტრადიციული წრიული და რადიალური სტრუქტურა და მრავალსართულიანი მაგისტრალებისმაგისტრალები<ref>[http://www.rian.ru/moscow/20090402/166836074.html Проблема пробок в Москве будет всегда — эксперт]. [[:ru:РИА_Новости|РИА Новости]] (2 апреля 2009). <small>Дата обращения: 13 августа 2010.</small> <small>[https://www.webcitation.org/66qtzXdAn?url=http://ria.ru/moscow/20090402/166836074.html Архивировано] 11 апреля 2012 года.</small></ref>. მის პოზიციას იზიარებს ტრანსპორტისა და გზების კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი მიხეილ ბლინკინი. იგი პრობლემის კიდევ ერთ მიზეზად მიუთითებს მსხვილი სავაჭრო ცენტრების მშენებლობა ისეთ ადგილებში, სადაც ისედაც გადატვირთულია ქუჩები. მაგალითად, მეტრო „იუგო-ზაპადნაიასა“ და „რეჩნოი ვოკზალის“ მახლობლად.
 
ამავე დროს, XXI საუკუნის დასაწყისში ქალაქის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება რიგი მარშრუტების ტრამვაის ხაზების დემონტაჟის შესახებ<ref>[http://www.mperspektiva.ru/article/a-144.html Московская перспектива — Маршруты трамвайной истории — Статьи] [http://web.archive.org/web/20150221184618/http://www.mperspektiva.ru/article/a-144.html Архивная копия] от 21 февраля 2015 на Wayback Machine</ref>. ლენინგრადის პროსპექტზე ტრამვაის მოძრაობის ლიკვიდაციამ აგისტრალისმაგისტრალის მასშტაბური რეკონსტრუქციის მიზნით, 2006 წელს მოქალაქეთა ჯგუფის პროტესტიც კი გამოიწვია<ref>[http://tram.ruz.net/committee/struggle/200603len/ Московский Трамвай || Комитет || Действия || Ленинградский проспект, 2006 год]</ref>.
 
მეტროს ახალი ხაზების მშენებლობა არ ჩატარებულა 1990-იანი წლების დასაწყისიდან, ამ მხრივ გარკვეული აღორძინება მოხდა XXI საუკუნის დასაწყისში, თუმცა 2009 წლისთვის ახალი სადგურების მშენებლობა და ექსპლუატაციაში შესვლა მნიშვნელოვნად გადაიდო დაფინანსების პრობლემების გამო.<ref>[http://www.rian.ru/moscow/20090805/179788641.html Финансирование строительства метро в Москве сокращено из-за кризиса.] [[:ru:РИА_Новости|РИА Новости]] (5 августа 2009). <small>Дата обращения: 13 августа 2010.</small> <small>[https://www.webcitation.org/66qu63ieO?url=http://ria.ru/moscow/20090805/179788641.html Архивировано] 11 апреля 2012 года.</small></ref>
 
==იხილეთ აგრეთვე==