თინათინ წერეთელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა პიროვნება|სახელი=თინათინ წერეთელი|დაბ ადგილი=25 ი...
 
კატეგორიები
ხაზი 7:
 
=== განათლება ===
1921 წელს დაამთავრა ქუთაისის საშუალო სასწავლებელი. 1922-1926 წლებში სწავლობდა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის იურიდიულ განყოფილებაზე; ამ ფაკულტეტის ერთ-ერთი წამყვანი პროფესორი იყო [[ლუარსაბ ანდრონიკაშვილი]]. მისი ხელმძღვანელობით, თინათინ წერეთელი დიდ სიბეჯითეს იჩენდა სისხლისა და სამოქალაქო სამართლის მეცნიერების დაუფლების საქმეში. ამასთან, [[ლუარსაბ ანდრონიკაშვილი]] თავისი მოწაფეებისგან მოითხოვდა ფილოსოფიის ცოდნას, რადგანაც მიაჩნდა, რომ უამისოდ სამართლებრივი პრობლემების ღრმა შესწავლა შეუძლებელია. [[ლუარსაბ ანდრონიკაშვილი|ლუარსაბ ანდრონიკაშვილთან]] სიახლოვემ, ჯერ მოწაფეობამ, ხოლო შემდეგ მეცნიერულმა თანამშრომლობამ, გადამწყვეტი როლი შეასრულა თინათინ წერეთლის სამეცნიერო მოღვაწეობის მიმართულების განსაზღვრაში. თინათინ წერეთელი თავის ერთ-ერთ უმთავრეს ნაშრომს - „<nowiki/>[[მიზეზობრივი კავშირი]] სისხლის სამართალში“ - საყვარელი პედაგოგის [[ლუარსაბ ანდრონიკაშვილი|ლუარსაბ ანდრონიკაშვილის]] ხსოვნას უძღვნის. მასვე უძღნის წიგნს: „<nowiki/>[[ლუარსაბ ანდრონიკაშვილი]] - რევოლუციონერთა და პროგრესულ მოაზროვნეთა დამცველი“. უნივერსიტეტში სწავლისას თინათინ წერეთლის მეგობარი, ცხოვრების ერთგული თანამგზავრი და ხშირად თანამოღვაწეც ხდება შემდგომში ცნობილი კრიმინალისტი [[ვლადიმერ მაყაშვილი]].
 
==== კარიერა ====
1929-1930 წლებში თინათინ წერეთელი იყო საქართველოს დამცველთა კოლეგიის (დღევანდელი [[საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია|ადვოკატთა ასოციაცია]]) წევრი. 1934-1939 წლებში მუშაობდა სისხლის სამართლის კათედრაზე პროფესორ [[ლუარსაბ ანდრონიკაშვილი|ლუარსაბ ანდრონიკაშვილის]] ასისტენტად, რომელიც ხელმძღვანელობდა [[სისხლის სამართალი|სისხლის სამართლი]]<nowiki/>ს, [[სისხლის სამართლის პროცესი]]<nowiki/>ს და [[კრიმინალისტიკა|კრიმინალისტიკის]] მაღალი ტიპის სემინარს. პარალელურად კითხულობდა ლექციების კურსს [[სამოქალაქო სამართალი|სამოქალაქო სამართალში]]. 1948 წლიდან [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] იურიდიულ ფაკულტეტზე კითხულობდა სპეცკურსს - სისხლის სამართლის ძირითადი პრობლემები და ხელმძღვანელობდა სპეცსემინარს ამავე დარგში. 1949 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „<nowiki/>[[მიზეზობრივი კავშირი]] სისხლის სამართალში“.
 
თინათინ წერეთელი იყო ჩვენს ქვეყანაში [[პირველი მეცნიერი ქალი]], რომელსაც მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის და პროფესორის წოდება სისხლის სამართალში. ის იყო ერთადერთი იურისტი ქალი, რომელიც იყო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. 1950-52 წლებში მუშაობდა იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე. 1957 წლიდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის სამართლის განყოფილებას. განსაკუთრებით დიდია თინათინ წერეთლის დამსახურება დანაშაულის ცნების სტრუქტურის სწორად გააზრებაში, რაც მთელი სისხლის სამართლის სისტემის საფუძველს წარმოადგენს. წლების განმავლობაში მეცნიერს მწვავე პაექრობა ჰქონდა ამ საკითხებზე რუსული საბჭოური სისხლის სამართლის კორიფეებთან. ამ პაექრობამ მას კიდევ უფრო დიდი სახელი მოუხვეჭა თვით მოწინააღმდეგეთა წრეებში.
 
==== საზოგადოებრივი საქმიანობა ====
პროფესორი თინათინ წერეთელი, მეცნიერულ-პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. თინათინ წერეთელი აქტიურ მონაწილეობას იღებდა [[საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი|სისხლის სამართლის]], [[საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი|სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებისა]] და სასამართლოს შესახებ კანონპროექტების მომზადებაში. იგი შვიდჯერ აირჩეს ქალაქ თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს დეპუტატად.
 
ხაზი 27:
თინათინ წერეთლისათვის იურისტის ზნეობრივ პრინციპებსა და სახეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ მისი მოწაფე ადამიანობის, უანგარობის, კანონიერების დაცვის ნიმუში ყოფილიყო. მისი რწმენით, ახალგაზრდა, რაგინდ ნიჭიერი და ბეჯითიც უნდა იყოს, ვერ გახდება ნამდვილი მეცნიერ-იურისტი, თუ არ ჩამოყალიბდა სანიმუშო მოქალაქედ, სპეტაკ, პრინციპულ და შეუპოვარ მსახურად სამართლიანობისა, ჭეშმარიტ მამულიშვილად.
 
==== ნაწყვეტი თინათინ წერეთლის ინტერვიუდან, ჟურნალი „კომუნისტი“, 1980 წ. 3 თებერვალი ====
'''''ჟურნალისტი''''': - როგორ განმარტავთ ღირსეული ადამიანის ცნებას?
 
ხაზი 36:
'''''თინათინ''''' '''''წერეთელი''''': -სამართლიანობა და ურთიერთპატივისცემა. მაშინაც კი, როდესაც გამომძიებელი დანაშაულს იკვლევს, ან მოსამართლე ბოროტმოქმედს სასჯელს ადებს, იგი უნდა გრძნობდეს რომ მის წინაშე ადამიანია და რომ ამ ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება ,სითბო და სიყვარული. მხოლოდ ამ პირობით მიაღწევს მართლმსაჯულება მიზანს - დამნაშავის გაკეთილშობილებას და საზოგადოებისათვის პატიოსან კაცად დაბრუნებას.
 
==== სხვა ====
[[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]<nowiki/>ს იურიდულ ფაკულტეტზე აქტიურად მონაწილეობს თინათინ წერეთლის სახელობის საზოგადოება, რომელიც აქტიურად ატარებს სხვადასხვა სახის კონფერენციებს, იმიტირებული პროცესებსა და საჯარო ლექციებს.
 
თინათინ წერეთლისა და [[ვლადიმერ მაყაშვილი|ვლადიმერ მაყაშვილის]] პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
 
==== მონოგრაფიები ====
„დანაშაულის მომზადება და მცდელობა“ (1961);[http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&sf=simple&qs%5B0%5D%5Bf%5D=700&qs%5B0%5D%5Bq%5D=%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98&qs%5B1%5D%5Bf%5D=200&qs%5B1%5D%5Bq%5D=%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&qs%5B2%5D%5Bf%5D=212&qs%5B2%5D%5Bq%5D=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5.+%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%A0+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C&qs%5B3%5D%5Bf%5D=213&qs%5B3%5D%5Bq%5D=&qs%5B4%5D%5Bf%5D=606&qs%5B4%5D%5Bq%5D=&pft=biblio&rnum=10&kbd=en&submit_btn=%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90]