წყალმცენარეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
წავშალე სიტყვა - კერძოდ, რადგან ის ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ბაქტერიები და სოკოები მცენარეებია.
No edit summary
ხაზი 4:
წყალმცენარეთა გარეგანი ფორმის დიდი ნაირგვარობა შეიძლება დაყვანილ იქნეს რამდენიმე ძირითად სტრუქტურამდე, რომლებიც ყალიბდებოდნენ მათი [[ფილოგენოზი]]ს დროს მარტივიდან უფრო რთულამდე. ეს სტრუქტურა მეორდება სხვადასხვა სისტემატიკურ ტიპში, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ მათი ფორმირების ევოლუციაში არსებობს რაღაც პარალელიზმი.
 
უმარტივესი სტრუქტურა ''მონადურია'',<ref>[[ბერძნ.]] „მონას“ (ნათ. ბრუნვა — „მონადოს“) — ცალმაგი</ref>. ის ხასიათდება იმით, რომ უჯრედებს უვითარდება ორი, იშვიათად ერთი, ოთხი ან მეტი [[შოლტი]], რომლებიც უზრუნველყოფენ მათ აქტიურ მოძრაობას. უჯრედების ფორმა უმეტეს შემთხვევაში მოგრძო-ოვალურია, ხშირად მსხლისებრი, ან თითქმის სფეროსებრი. იშვიათად სხვა ფორმისაც გვხვდება. წყალმცენარეები შეიძლება იყვნენ ''ერთუჯრედიანები'' ან ''კოლონიურები'', ე. ი. ისეთები, რომლებიც შედგებიან ფორმით ან ფუნქციით ერთნაირი ან თითქმის ერთნაირი რამდენიმე ან მრავალი უჯრედისაგან. უმარტივესი წყალმცენარეების ასეთი მონადური სტრუქტურა მთელი [[სავეგეტაციო პერიოდი]]ს განმავლობაში გვხვდება. უფრო მაღალი ორგანიზაციის წყალმცენარეებში ის წარმოდგენილია ისეთი უჯრედებით, რომლებიც ან [[უსქესო გამრავლება]]ს ემსახურებიან ([[ზოოსპორები]]), ან [[სქესობრივი გამრავლება|სქესობრივს]] ([[გამეტები]]).
 
იშვიათად ზოგიერთ უმარტივეს წყალმცენარეს ''ამებისებრი'' (რიზოპოდიური) სტრუქტურა აქვს. ისინი უგარსო და უშოლტო არიან და ამებისებრად მოძრაობენ სხვადასხვა ფორმის [[ფსევდოპოდიუმი|ფსევდოპოდიუმების]] (მსხვილი, მოკლე, წვრილი და გრძელი) საშუალებით.
ხაზი 27:
იშვიათად, ზოგიერთ უმდაბლეს წყალმცენარეში (ვოლვოქსისნაირებიდან) სქესობრივი პროცესის დროს, ერთმანეთს მთლიანად ორი ინდივიდი უერთდება. ამ ყველაზე პრიმიტიულ სქესობრივ პროცესს ''ჰოლოგამიას''<ref>[[ბერძნ.]] „ჰოლოს“ — მთლიანი და „გამოს“ — ქორწინება</ref> უწოდებენ. წყალმცენარეთა დიდ უმრავლესობაში სქესობრივი პროცესი მიმდინარეობს ორი შიშველი სქესობრივი უჯრედის, ე. წ. გამეტების შეერთებით (კოპულაციით). გამეტების კოპულაციის შედეგად მიიღება ერთი უჯრედი, რომელსაც ''ზიგოტა'' ეწოდება. მასში, ისე როგორც ჰოლოგამიის დროს, ხდება ორივე გამეტის პროტოპლაზმების და ბირთვების შერწყმა. ზიგოტა იფარება გარსით (ხშირად ძლიერ სქელი გარსით), შემდეგ ან მაშინვე ღიბდება (ზღვის წყალმცენარეებში), ან, უმთავრესად მტკნარი წყლის ადგილებში, გადადის მოსვენების მდგომარეობაში და ამის შემდეგ ან ზოოსპორებს წარმოშობს, ან უშუალოდ მცენარეს. თუ ორივე გამეტა მოძრავია და ფორმით და სიდიდით ერთნაირია, მაშინ მათ უწოდებენ ''იზოგამეტებს''<ref>[[ბერძნ.]] „იზოს“ — ტოლი</ref>, ასეთ სქესობრივ პროცესს კი — ''იზოგამიას''; თუ ორივე გამეტა მოძრავია, მაგრამ ერთი გაცილებით დიდია მეორეზე, მაშინ მათ ''ჰეტეროგამეტები'' ეწოდებათ, სქესობრივ პროცესს კი — ''ჰეტეროგამია''<ref>ხშირად ჰეტეგოგამეტებს ანიზოგამეტებს უწოდებენ, ხოლო ჰეტეროგამიას — ანიზოგამიას ([[ბეძნული ენა|ბერძნულიდან]] „ან“ — უარმყოფელი ნაწილაკი „უ“)</ref>. უფრო დიდი გამეტა მდედრობითად ითვლება, მცირე — მამრობითად. იმ უჯრედებს, რომლებშიც წარმოიშობა იზო — ან ჰეტეროგამეტები, ''გამეტანგიუმები'' ეწოდებათ.
 
თუ ერთ ინდივიდზე განვითარებული გამეტების კოოპულაცია ხდება, მაშინ წყალმცენარეთა ასეთ სახეობებს ''ჰომოთალური''<ref>[[ბერძნ.]] „ჰომოს“ — ერთგვაროვანი, ტოლი</ref> სახეობები ეწოდებათ. თუ ურთიერთშეერთება შეუძლიათ მხოლოდ სხვადასხვა ინდივიდზე წარმოშობილ გამეტებს, მაშინ საქმე გვექნება ''ჰეტეროთალურ'' სახეობებთან. სხვადასხვა სქესის ჰეტეროთალური ინდივიდები მორფოლოგიურად არ განსხვავდებიან და თუ მათი გამეტებიც ერთნაირია (იზოგამეტები), მაშინ მათი განსხვავება მხოლოდ სქესის მიხედვით შეიძლება. მათ აღნიშნავენ, როგორც + (პლიუსპლუს) და - (მინუს) ინდივიდებს.
 
წყალმცენარეთა სქესობრივი პროცესის უმაღლეს ტიპს წარმოადგენს ''ოოგამია''<ref>[[ბერძნ.]] „ოონ“ — კვერცხი</ref>. ამ შემთხვევაში პატარა და მოძრავი გამეტა — სპერმატოზოიდი — ანაყოფიერებს უფრო დიდ და უძრავ კვერცხუჯრედს. იმ უჯრედს, რომელშიც წარმოიშობა სპერმატოზოიდები, უწოდებენ ''ანთერიდიუმს'', და იმ უჯრედს, რომელშიც ყალიბდება ერთი ან იშვიათად რამდენიმე კვერცხუჯრედი, ''ოოგონიუმი'' (ძოწეულებში — ''კარპოგონი'') ეწოდება.