მოსკოვის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 28:
მდინარე მოსკოვი წარმოადგენდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების შემაერთებელ რგოლს. მისი ზემო დინება უახლოვდებოდა ვოლგის სავაჭრო მარშრუტის ჩრდილოეთ ნაწილს, რომელიც სელიგერის ტბისა და [[დიდი ნოვგოროდი]]ს (ან [[დასავლეთის დვინა]]სა და [[პოლოცკი]]ს) გავლით [[ბალტიის ზღვა|ბალტიისპირეთში]] გადადიოდა. ზემო [[ვოლგა|ვოლგიდან]] [[დნეპრი]]ს ქვემოთ [[სმოლენსკი]]სა და [[კიევი]]ს გავლით იყო შესაძლებელი [[შავი ზღვა|შავ ზღვაზე]] გადასვლა (გზა "[[ვარიაგები]]დან [[ძველი საბერძნეთი|ბერძნებამდე]]"). აღმოსავლეთის მიმართულებით მდინარე [[კლიაზმა]]ს შენაკადებით ან თვითონ მდინარე მოსკოვის საშუალებით, შესაძლებელი იყო მდინარე [[ოკა]]ზე გადასვლა და ამ გზით ქვემოთ მდინარე ვოლგის, ვოლგის [[ბულგარეთი (ვოლგა-კამა)|ბულგარეთი]]სა და კასპიის ზღვის დაბლობის მიმართულებით [[კასპიის ზღვა]]ში გასვლა. მდინარე მოსკოვის განტოტებით სამხრეთისკენ გადაადგილებისას შესაძლებელი იყო მდინარე [[დონი]]ს ზემო წელში მოხვედრა და ამ გზით [[აზოვის ზღვა|აზოვი]]სა და შავი ზღვების მიმართულებით ან ვოლგის ქვემო დინების მიმართულებით [[კასპიისპირეთი]]ს დაბლობზე გასვლა.
 
მოსკოვის ასაკი დაზუსტებული არ არის. ქალაქის მთავარი არქეოლოგის[[არქეოლოგი]]ს ალექსანდრე ვექსლერის აზრით, მისი ასაკი შეიძლება 1000 წელს აღემატებოდეს, რასაც მოწმობს [[მონეტა|მონეტები]] და ნივთები, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს. არქეოლოგ ანდრეი კუზას სჯეროდა, რომ გამაგრებული ძველი რუსული დასახლება აქ XI-XII საუკუნეების მიჯნაზე გაჩნდა, ხოლო აქ აღმოჩენილი ნივთიერი მასალა (კიევის[[კიევი]]ს მიტროპოლიტის[[მიტროპოლიტი]]ს [[ტყვია|ტყვიის]] ბეჭდის ჩათვლით) მიანიშნებს კიდევ უფრო ადრინდელ დასახლებაზე მიანიშნებს.
 
მოსკოვი პირველად მოიხსენება იპატიევის ქრონიკაში. აქ დაცული ცნობის მიხედვით, [[1147]] წლის შაბათს, 4 აპრილს როსტოვ-სუზდალის მთავარი იური დოლგორუკი ყოფილა მოსკოვში შეხვედრაზე მეგობრებთან და მოკავშირეებთან, კონკრეტულად, ნოვგოროდ-სევერსკის მთავარ სვიატოსლავ ოლგოვიჩჩთანოლგოვიჩთან, რომელსაც გაუმარტავსგაუმართავს ზეიმი "ღვთისმშობლის სადიდებლად ". ვ. ნ. ტატიშჩევის თანახმად, თანამედროვე მოსკოვის ტერიტორიაზე მდებარე სოფლები (ვორობიოვო, სიმონოვო, ვისოცკოე, კულიშკი, კუდრინო, სუშჩევო) თავდაპირველად ეკუთვნოდა სუზდალელ ბოიარ კუჩკოს. მას სურდა კიევში გაქცევა მეუღლესთან ერთად, რომელიც [[იური დოლგორუკიბოიარი|ბოიარ]] საყვარელი ყოფილა. გაქცევა კრახით დასრულდა, დოლგორუკი მოსკოვში დაეწია მას და მოკლა. ისტორიკოსთა ნაწილი ამ ცნობას არასანდოდ მიიჩნევსკუჩკოს. შესაძლოა ამის გამოცგამო, მოსკოვი თავიდან მოიხსენებოდა მეორე სახელით "კუჩკოვო", ხოლო ლუბიანკასა და სრეტენსკის კარიბჭეებს შორის არსებული ტერიტორია XV საუკუნემდე ცნობილი იყო, როგორც "კუჩკოვოს მინდორი".
 
კიევის ქრონიკაში აღნიშნულია, რომ 6655 წელს (ახ. წ. 1147 წ.) სუზდალის მთავარმა იური დოლგორუკიმ მოსკოვში მოლაპარაკებისათვის მოიწვია თავისი მოკავშირე, ნოვგოროდ–სევერსკის მთავარი სვიატოსლავ ოლგოვიჩი:„Приди ко мнѣ брате въ Московъ. Ст҃ославъ же ѣха къ нему съ дѣтѧтемъ своимъ Ѡлгомъ.“ შეხვედრას, რომელიც გაიმართა 4 აპრილს, თან ახლდა დიდებული წვეულება და საჩუქრების გაცვლა. ამ ისტორიული მოვლენიდან, ისევე, როგორც პირველი წერილობითი მოხსენიებიდან, იწყება მოსკოვის ისტორია. იპატიევის ქრონიკაშივე 1176 წლამდე და ნოვგოროდის არყის ხის ქერქის წერილში No 723 (არა უადრეს XII ს. 60-ანი წლები) ფიგურირებს სახელწოდება არა მოსკოვი, არამედ კუჩკოვო.
 
გვიანდელი ლეგენდის თანახმად, ქალაქი თავდაპირველად მდებარეობდა წითელ გორაზე (სხვა სახელით: „Швивая горка“), ახლანდელი გონჩარნაიას ქუჩის დასაწყისში - იაუზის მდინარე მოსკოვთან შეერთების ადგილას. ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ამ ადგილას ჩანდა ნაქალაქარის კვალი (დიაკოვის?), რომელიც არსებობდა არა უგვიანეს XI ს. ადგილის შესწავლა არქეოლოგიური მეთოდებით პრობლემურია ძველი კულტურული ფენის ძლიერი დაზიანების გამო. დიაკოვის დასახლება ძვ.წ. I ათასწლეულის ბოლოს - I ათასწლეულის დასაწყისში არსებობდა. მისი კულტურული ფენა ნაპოვნია 1969 წელს ბოროვიცკის კარიბჭის რაიონში გათხრების დროს - საკათედრო ტაძრის მოედანზე. ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლოს დასახლება მთლიანად გაპარტახდა. არა უგვიანეს XI საუკუნისა, ამ ადგილას კვლავ დასახლდა ძველი სლავური ტომი -ვიატიჩები.
1959-1960 წლებში გათხრების შედეგად, თანამედროვე კრემლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია XI საუკუნის ნაქალაქარი. [[კრემლი]]ს დიდი სასახლის კუთხეში აღმოჩენილია უძველესი თავდაცვითი თხრილის ნაშთები. კრემლის კედლების აღდგენის დროს [[კრემლის იარაღის პალატა|იარაღის პალატის]] თანამედროვე შენობის ეზოში, ექვსი მეტრის სიღრმეზე ორმოში აღმოჩნდა ტროტუარის ნაშთები - უძველესი ქუჩის სუსტი კვალი, რომელიც მდინარე ნეგლინაიამდე მიდიოდა. აქვე იპოვეს ტყვიის ბეჭედი, რომელიც დაბეჭდილია კიევის მიტროპოლიაში 1091–1096 წლებში (ვ. ლ. იანინის მიხედვით). მიძინების თანამედროვე საკათედრო ტაძრის ჩრდილოეთით კიდევ ერთი ქუჩა მდებარეობდა, XI საუკუნის ბოლოს შექმნილი ხის ტროტუარი (დენდროქრონოლოგიის თანახმად, დაახლოებით 1080-1090-იანი წლები). სხვადასხვა ადგილას რკინის დამზადების, მჭედლობისა და ტყავის რეწვის კვალი ჩანს ადრეული ქალაქის გამაგრებულ ნაწილში, რომელიც XI საუკუნის ბოლოს არსებობდა. მიტროპოლიტის ბეჭდის აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ XI საუკუნეში მოსკოვში უკვე ეკლესია არსებობდა - როგორც ჩანს, ეს იყო იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ეკლესია ბოროვიცკის კარიბჭესთან. კარიბჭე ამ ადგილას XIX საუკუნემდე არსებობდა.
 
1156 წლისთვის მატიანე დმიტროვის, სუზდალის და სხვა ქალაქებთან ერთად, დოლგორუკის მიაწერს მოსკოვის ხის ციხესიმაგრის დაარსებას - მომავალი კრემლის მშენებლობის თვალსაზრისით. მშენებლობას ხელმძღვანელობდა დოლგორუკის უფროსი ვაჟი ანდრეი იურის ძე (მომავალი ანდრეი ბოგოლიუბსკი). მცირე ზომის ციხესიმაგრე ბოროვიცკის გორაზე მდებარეობდა. მისი კედლების პერიმეტრი დაახლოებით 510 მეტრი იყო. აქ განთავსებული იქნა სუზდალის სამთავროს სამხედრო დრუჟინა დასავლელი მეზობლებისგან თავდასაცავად. 1177 წელს, ბოგოლიუბსკის მკვლელობის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების დროს, ციხესიმაგრე გადაწვა [[რიაზანი]]ს მთავარმა გლებ როტისლავიჩმა, მაგრამ იგი სწრაფად აღადგინეს. სავარაუდოდ, სახმელეთო და სამდინარო მარშრუტების გადაკვეთაზე მდებარე მოსკოვმა, სწორედ ამ დროს შეიძინა სავაჭრო ცენტრის ფუნქცია და დაიწყო ნელ-ნელა გამდიდრება.
 
XII საუკუნის ბოლოს - XIII საუკუნის პირველი მესამედის კულტურულ ფენაში, კრემლის მე -14 კორპუსის ქვეშ, ნაპოვნია ლითონის ჩამოსასხმელი ქვის ფორმა-ყალიბი, რომელიც შეიცავს მოსკოვის ტერიტორიაზე არსებულ უძველეს [[კირილიცა]]ს წარწერებს. ყალიბზე ათამდე ასოა, რომელთაგან ზოგი სარკისებრი დიზაინისაა. ოთხი ასო იკითხება, როგორც "РИЯН". სავარაუდოდ, ოსტატი ცდილობდა ყალიბზე საკუთარი სახელის ამოკვეთას.
 
1208 წელს, მოსკოვის მიდამოებში, ვლადიმერ იური ვსევოლოდოვიჩის ვაჟმა დაამარცხა თავადების - მიხეილ ვსევოლოდოვიჩ პრონსკის და იზიასლავ ვლადიმიროვიჩ პრონსკის ჯარები.
 
==მოსკოვი — განაპირა სამთავროს ცენტრი==