მოსკოვის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 26:
==მოსკოვის წარმოქმნა და განვითარება==
[[File:Moscow.gif|thumb|მოსკოვის ზონების რუკა. კრემლი, კიტაი-გოროდი (ჩინური ქალაქი), ბელი გოროდი (თეთრი ქალაქი), ზემლიანი გოროდი (მიწის ქალაქი)]]
მდინარე მოსკოვი წარმოადგენდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების შემაერთებელ რგოლს. მისი ზემო დინება უახლოვდებოდა ვოლგის სავაჭრო მარშრუტის ჩრდილოეთ ნაწილს, რომელიც სელიგერის ტბისა და [[დიდი ნოვგოროდი]]ს (ან [[დასავლეთის დვინა]]სა და [[პოლოცკი]]ს) გავლით [[ბალტიის ზღვა|ბალტიისპირეთში]] გადადიოდა. ზემო [[ვოლგა|ვოლგიდან]] [[დნეპრი]]ს ქვემოთ [[სმოლენსკი]]სა და [[კიევი]]ს გავლით იყო შესაძლებელი [[შავი ზღვა|შავ ზღვაზე]] გადასვლა (გზა "[[ვარიაგები]]დან [[ძველი საბერძნეთი|ბერძნებამდე]]"). აღმოსავლეთის მიმართულებით მდინარე [[კლიაზმა]]ს შენაკადებით ან თვითონ მდინარე მოსკოვის საშუალებით, შესაძლებელი იყო მდინარე [[ოკა]]ზე გადასვლა და ამ გზით ქვემოთ მდინარე ვოლგის, ვოლგის [[ბულგარეთი (ვოლგა-კამა)|ბულგარეთი]]სა და კასპიის ზღვის დაბლობის მიმართულებით [[კასპიის ზღვა]]ში გასვლა. მდინარე მოსკოვის განტოტებით სამხრეთისკენ გადაადგილებისას შესაძლებელი იყო მდინარე [[დონი]]ს ზემო წელში მოხვედრა და ამ გზით [[აზოვის ზღვა|აზოვი]]სა და შავი ზღვების მიმართულებით ან ვოლგის ქვემო დინების მიმართულებით [[კასპიისპირეთი]]ს დაბლობზე გასვლა.
 
მოსკოვის ასაკი დაზუსტებული არ არის. ქალაქის მთავარი არქეოლოგის ალექსანდრე ვექსლერის აზრით, მისი ასაკი შეიძლება 1000 წელს აღემატებოდეს, რასაც მოწმობს მონეტები და ნივთები, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს. ანდრეი კუზას სჯეროდა, რომ გამაგრებული ძველი რუსული დასახლება XI-XII საუკუნეების მიჯნაზე გაჩნდა, ხოლო აქ აღმოჩენილი ნივთიერი მასალა (კიევის მიტროპოლიტის ტყვიის ბეჭდის ჩათვლით) მიანიშნებს კიდევ უფრო ადრინდელ დასახლებაზე.
 
მოსკოვი პირველად მოიხსენება იპატიევის ქრონიკაში. დაცული ცნობის მიხედვით, [[1147]] წლის შაბათს, 4 აპრილს როსტოვ-სუზდალის მთავარი იური დოლგორუკი ყოფილა მოსკოვში შეხვედრაზე მეგობრებთან და მოკავშირეებთან, კონკრეტულად, ნოვგოროდ-სევერსკის მთავარ სვიატოსლავ ოლგოვიჩჩთან, რომელსაც გაუმარტავს ზეიმი "ღვთისმშობლის სადიდებლად ". ვ. ნ. ტატიშჩევის თანახმად, თანამედროვე მოსკოვის ტერიტორიაზე მდებარე სოფლები (ვორობიოვო, სიმონოვო, ვისოცკოე, კულიშკი, კუდრინო, სუშჩევო) ეკუთვნოდა სუზდალელ ბოიარ კუჩკოს. მას სურდა კიევში გაქცევა მეუღლესთან ერთად, რომელიც [[იური დოლგორუკი]]ს საყვარელი ყოფილა. გაქცევა კრახით დასრულდა, დოლგორუკი მოსკოვში დაეწია მას და მოკლა. ისტორიკოსთა ნაწილი ამ ცნობას არასანდოდ მიიჩნევს. შესაძლოა ამის გამოც, მოსკოვი თავიდან მოიხსენებოდა მეორე სახელით "კუჩკოვო", ხოლო ლუბიანკასა და სრეტენსკის კარიბჭეებს შორის ტერიტორია XV საუკუნემდე ცნობილი იყო როგორც "კუჩკოვოს მინდორი".
 
კიევის ქრონიკაში აღნიშნულია, რომ 6655 წელს (ახ. წ. 1147 წ.) სუზდალის მთავარმა იური დოლგორუკიმ მოსკოვში მოლაპარაკებისათვის მოიწვია თავისი მოკავშირე, ნოვგოროდ–სევერსკის მთავარი სვიატოსლავ ოლგოვიჩი:„Приди ко мнѣ брате въ Московъ. Ст҃ославъ же ѣха къ нему съ дѣтѧтемъ своимъ Ѡлгомъ.“
 
==მოსკოვი — განაპირა სამთავროს ცენტრი==