მემფისი (ეგვიპტე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
}}
{{მსოფლიო მემკვიდრეობა|86}}
'''მემფისი''' ([[არაბული ენა|არაბ]]. ممفس) — [[ანტიკური ხანა|ანტიკური]] ქალაქი [[ძველი ეგვიპტე|ძველ ეგვიპტეში]], ქვემო ეგვიპტის ერთ-ერთი პირველი [[ნომი]]ს, ანებ-ჰეტჩის დედაქალაქი. მისი ნანგრევები დღეს თანამედროვე ქალაქ [[ჰელუანი]]ს სიახლოვეს მდებარეობს, [[კაირო]]ს სამხრეთით.
 
ლეგენდის თანახმად, რომელიც უკავშირდება ქურუმ [[მანეთონი|მანეთონს]], ქალაქი ფარაონმა [[მენესი|მენესმა]] დააარსა დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელს. ძველი სამეფოს პერიოდში ის ეგვიპტის დედაქალაქი იყო და წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს ქალაქს [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] რეგიონის ანტიკურ ისტორიაში. მას [[ნილოსის დელტა]]ში სტრატეგიული პოზიცია ეკავა. მემფისის მთავარ ნავსადგურთან განლაგებული იყო სახელოსნოები, ფაბრიკები და საწყობები, რომლებიც სურსათ-სანოვაგესა და სხვა საქონელს მთელი სამეფოს მასშტაბით ანაწილებდნენ. მის ოქროს ხანაში, მემფისი ყვაოდა როგორც რეგიონის სავაჭრო და რელიგიური ცენტრი.
ხაზი 25:
[[ჰეროდოტე]]ს ცნობით, მემფისიის გარშემო ფარაონმა [[მენესი|მენესმა]] ააგო [[ჯებირი (ნაგებობა)|ჯებირი]], რომელსაც უნდა დაეცვა ქალაქი ადიდებული ნილოსის წყლისაგან.<ref>Herodot: Historien II. S. 99.</ref>
 
მემფისის მფარველად მიიჩნეოდა ღმერთი [[პტა]], ხელოსნების მფარველი. მისი დიდებული ტაძარი ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სტრუქტურა იყო. მისი სახელი ბერძნულად გამოითქმოდა როგორც Aί γυ πτoς (აი გი პტოს) , ამიტომ ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ აქედან იღებს სათავეს ქვეყნის თანამედროვე სახელი ეგვიპტე.
 
მემფისის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული მთლიანად ძველი ეგვიპტის ისტორიასთან. მისი დაცემის მიზეზად მიაჩნიათ ეკონომიკური მნიშვნელობის დაკარგვა გვიანდელ ანტიკურ ხანაში, როდესაც ეს ფუნქციები ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქმა [[ალექსანდრია]]მ გადაიბარა. მემფისის რელიგიური მნიშვნელობა ახ. წ. 380 წელს გამოსული [[თესალონიკის ედიქტი]]ს შემდეგ დაეცა.