ჩოქან ვალიხანოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 85:
ჩოქან ჩინგისის ძე ვალიხანოვი დაიბადა 1835 წლის ნოემბერში. 1847 წლის [[შემოდგომა]]ზე, 12 წლის ვალიხანოვმა მიატოვა მშობლიური სტეპი და მამის თანხლებით სწავლა დაიწყო ომსკის კადეტთა კორპუსში, რომლის დამთავრების შემდეგ (1853) მსახურობდა დასავლეთ ციმბირის გენერალ-საგუბერნატოროში. განსაკუთრებული ნიჭი გამოავლინა [[ისტორია|ისტორიის]], [[გეოგრაფია|გეოგრაფიისა]] და [[ფილოსოფია|აღმოსავლური ფილოსოფიის]] სწავლებაში, რითაც მეტი ყურადღება მიიქცია. მასზე დიდი გავლენა მოახდინა ლიტერატორმა და ორიენტალისტმა [[ნიკოლოზ კოსტილეცკი]]მ და აგრეთვე ისტორიის მასწავლებელმა გონსევსკიმ. კადეტთა კორპუსში სწავლისას ვალიხანოვი დაუმეგობრდა ცნობილ მეცნიერს [[გრიგოლ პოტანინი|გრიგორ პოტანინს]].<ref name="history" />
 
ახალგაზრდა ვალიხანოვის ერუდიციას განსაკუთრებით აღმოსავლეთ ლიტერატურის დარგში აფასებდნენ [[სერგეი დუროვი]], [[პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკი]] და [[ნიკოლოზ იადრინცევი]]. ახლოს იცნობდა ვალიხანოვი [[თედორეფიოდორ დოსტოევსკი|ფიოდორ დოსტოევსკის]], რომელიც დუროვთან ერთად კატორღას ომსკის ციხეში იხდიდა.<ref name="history">[http://e-history.kz/ru/biography/view/4 Чокан Валиханов — Великий казахский ученый востоковед, историк, этнограф, географ, фольклорист, переводчик, журналист, путешественник]</ref>
 
1853 წელს 18 წლის ასაკში ვალიხანოვმა დაამთავრა კადეტთა კორპუსი, რის შემდეგად ჯარის ვაკალერიის კორნეტის ჩინი მიიღო. ჩოქან ვალიხანოვმა საზოგადოებრივი და სალიტერატურო მოღვაწეობა სწავლის დამთავრებისთანავე დაიწყო. ფორმალურად იგი იყო ციმბირის კაზაკთა ჯარის მე-6 საკავალერიო პოლკის ოფიცერი, თუმცა ფაქტობრივად დატოვეს დასავლეთ ციმბირის გენერალ-საგუბერნატოროში, ხოლო ერთი წლის შემდეგ დანიშნეს გენერალ გოსფორტის ადიუნქტად, რომელიც მაშინ [[ციმბირი|დასავლეთ ციმბირსა]] და [[ყაზახეთი]]ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებს მართავდა.<ref name="history" />