ვიკიპედია:ფორუმი/ტექნიკური საკითხები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 176:
*::::ინგლისურისთვის რომ კაპიტალიზაცია არ არის ტრადიციული - ამას მართლა მიმტკიცებ? :D — [[მომხმარებელი:Melberg|<font color="red">M</font><font color="black">elberg</font>]] <small><sup>[[მომხმარებელი განხილვა:Melberg|<span style="color:grey">მიწერა</span>]]</sup></small> 16:46, 15 თებერვალი 2021 (UTC)
*:::::კაპიტალური ასოების კიდევ უფრო გადიდებაზეა ლაპარაკი :) იგივეა რაც ქართული მთავრული. [[მომხმარებელი:გიო ოქრო|<font color="gold">'''''გიო'''''</font>]] [[მომხმარებლის განხილვა:გიო ოქრო|<font color="#66FF00">'''''ოქრო'''''</font>]] 16:57, 15 თებერვალი 2021 (UTC)
*:ქართულში გვაქვს [[მხედრულის მთავრული|მთავრული]] — რომელიც 2018 წელს უკვე [https://twitter.com/unicode/status/1002520399270293506 უნიკოდმაც ასახა ოფიციალურად] კოდირებების სისტემაში. მთავრული შეიქმნა ორი საუკუნის წინათ და გამოიყენება დღემდე, წიგნების სათაურებში, ჟურნალ-გაზეთებში, აბრებზე, ბანერებზე და თითქმის ყველგან, სადაც ინგლისური, რუსული და ყველა სხვა დანარჩენი იყენებს Capital სიმბოლოებს.
*:კიდევ გავიმეორებ რომ '''დღემდე გამოიყენება''' და არავითარი მცდელობა ან ექსპერიმენტი არაა, დამკვიდრებულია დიდი ხანია. ერთადერთი მცდელობა იყო, რომ გამოყენებული ყოფილიყო წერტილის შემდეგ და საკუთარ სახელებში, რაც ნამდვილად ვერ დამკვიდრდა. მაგრამ სათაურებში და ბანერებზე უკვე ას წელზე მეტი იქნება რაც აქტიურ გამოყენებაშია. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ პრაქტიკაში გამოყენების მაგალითები:
*:* [https://i.imgur.com/IeV7zvB.png წიგნის ყდებზე]
*:* [https://i.imgur.com/usCnj5o.png ბანკნოტებზე]
*:* [https://i.imgur.com/R8H2pE7.png საგზაო მანიშნებლებზე]
*:* [https://i.imgur.com/uqClNv3.png ბეჭდურ სარეკლამო მასალებზე]
*:* [https://i.imgur.com/ilGqTvn.png ამოტვიფრული მემორიალებზე]
*:* [https://i.imgur.com/J3hGtuf.png მასმედიაში, საიტებზე, ტელევიზიებში]
*:* [https://i.imgur.com/MpMFufl.png ხელით წერის დროსაც კი]
*:როგორ შეიძლება ამას „მცდელობა“ და „ექპერიმენტი“ ეწოდოს?! ყველა სფეროში და ყველგან გამოიყენება მუდმივ რეჟიმში ასეული წელია და აბა მართლაც ექსპერიმენტი რაცაა იმას რაღა უნდა დაერქვას?
*:მეორე საკითხი — '''მიმბაძველობა''' და '''არაბუნებრიობა''' საერთოდ გაუგებარია ლოგოსთან მიმართებაში რატომ განიხილება. ლოგო არის '''სიმბოლო''', რომელითაც ასოცირება უნდა ხდებოდეს კონკრეტულ ორგანიზაციაზე და დაუშვებელია მისი რამე სახით ცვლილება, თუ ამის აუცილებელი საჭიროება არ არსებობს. თუ წარწერას ვცვლით, მაშინ ბარემ ასაწყობი გლობუსიც შევცვალოთ, ქართველებისთვის გლობუსზე მეტად ბორჯღალა უფრო ბუნებრივია ან ყანწი, რატო არ ვანაცვლებთ ვიკიპედიის ლოგოს ყანწით?
*:ესაა კომპანიის ორიგინალი ქმნილება და მისი ხელის ხლება არის არაკომპეტენტურობა და უპასუხისმგებლობა თავად ამ ორგანიზაციის მიმართ, რადგან ზიანს აყენებს ბრენდს და იმიჯს. თუ კომპანია იყენებს კონკრეტული ფორმის, კონკრეტული სისქის, კონკრეტული დეკორატიული ელემენტების მქონე წარწერას, სხვა ენაზე გადატანისას აუცილებელია ყველა ამ კომპონენტის მაქსიმალური შენარჩუნება (შესაძლებლობების ფარგლებში), რომ შენარჩუნდეს ის აღქმა და კავშირი ლოგოსა და ორგანიზაციას შორის, რაც ორიგინალშია ჩაფიქრებული.
*:*რადგან ორიგინალში გამოყენებულია მთავრული, ქართულშიც უნდა იყოს მთავრულით და არა ნუსხურით (ქართულში გვაქვს მთავრული!)
*:*რადგან ორიგინალში გამოყენებულია ანტიკვა, ქართულშიც უნდა იყოს ანტიკვა და არა გროტესკი
*:*რადგან ორიგინალში არაა გამუქებული, ქართულშიც მიუღებელია სტილის ცვლილება, ზომების და ა. შ.
*:როგორ შეიძლება საკუთარ ნებაზე ლოგოში ცვლილებების შეტანა არაბუნებრიობის მოტივით? ვინმემ „სამსუნგის“, „ეფლის“, „ამაზონის“ წარწერებში კორექტირება რომ შეიტანოს და ისე გამოიყენოს საკუთარ ქვეყანაში, სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება. პირიქით, ყველა ითხოვს მაქსიმალურად შენარჩუნდეს ის გარეგანი იერსახე, ემოცია და შინაარსი, რაც მოცემულია ორიგინალში, რაზეც იმუშავა და იშრომა კომპანიამ.
*:*[https://i.imgur.com/WjQVow0.png h&m ქართული ლოგო]
*:*[https://i.imgur.com/8tKVpYG.png კოკა-კოლას ქართული ლოგო]
*:ვიკიპედია რამდენად მკაცრია ამ თემაზე ეგ ცალკე თემაა, მაგრამ ელემენტარული პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და პატივისცემის საკითხია, რომ საკუთარი გემოვნებით არ უნდა ხდებოდეს იმ სიმბოლოს გადაკეთება, რომლითაც ეგ ორგანიზაცია მთელ მსოფლიოშია ცნობილი. [[მომხმარებელი:Alan.H|<font color="##056700 ">Alan</font>]] [[მომხმარებელი განხილვა:Alan.H|<span style="color:#FF8000">📭</span>]]🕙 18:58, 15 თებერვალი 2021 (UTC)
 
====A1====