ჩუმლაყი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 56:
}}
'''ჩუმლაყი''' — [[სოფელი]] [[საქართველო]]ში, [[გურჯაანის მუნიციპალიტეტი|გურჯაანის მუნიციპალიტეტში]], [[თემი]]ს ცენტრი (სოფელი: [[ყიტაანი]]). მდებარეობს [[გომბორის ქედი]]ს ჩრდილო-აღმოსავლეთ მთისწინეთზე. [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 420 [[მეტრი]], [[გურჯაანი]]დან 4 [[კილომეტრი]]. [[2014]] წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3651 ადამიანი.
 
==ისტორია==
ჩუმლაყი შუა საუკუნეებში იყო: „სოფელ დიდი და კეთილმარგებელი“. იგი [[ჩალაუბანი|ჩალაუბან]]-[[ველისციხე]] ([[გურჯაანის მუნიციპალიტეტი]])|ველისციხის]] გზაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა. სოფელი თავდაპირველად [[რუსთავი|რუსთავის]] საეპისკოპოსო მამული იყო, შემდეგ მისი ნაწილი [[მარტყოფი|მარტყოფის]] ღვთაების ტაძრისათვის შეუწირავთ, მაგრამ ჩუმლაყელ გლეხებს მაინც ევალებოდათ რუსთველი ეპისკოპოსის თევზით მომარაგება და მისთვის ჭილის შეგროვება. კახთა მეფის გადასახადებისგან უშუალოდ ჩუმლაყი თავისუფალი იყო. ერთადერთი, რასაც სამეფო ხელისუფლება ამ სოფლისგან ითხოვდა, სანადიროდ ორი გაწვრთნილი [[ქორი|ქორის]] მეფის ფრინველთუხუცესისათვის მიგვრა იყო. ყველა სხვა გადასახადი ჩუმლაყელებს რუსთველისათვის უნდა მიერთმიათ. ჩუმლაყიდან გამოყვანილი მებრძოლები რუსთველი ეპისკოპოსის დროშის ქვეშ უნდა დამდგარიყვნენ. სამეურნეო და სამხედრო საკითხების გადასაჭრელად რუსთველ ეპისკოპოსს ჩუმლაყში სპეციალური მოხელე — [[მოურავი]] ჰყავდა დანიშნული. აქ მოურავებად ზურაბიშვილები ინიშნებოდნენ. [[XVIII საუკუნე|XVlll საუკუნიდან]] სოფელში დამკვიდრებას იწყებენ ცალკეული ფეოდალები. რუსთველი ეპისკოპოსი [[ერეკლე II|ერეკლე ll]]-ს სწერდა იმის თაობაზე, რომ ამ სოფელში ბევრი ყმა-მამული გასხვისდა უკანონოდო. პასუხად მეფემ მოურავ ზურაბიშვილს უბრძანა, რომ სამეფო კარისა და რუსთველის გარეშე ჩუმლაყში ყმა-მამულის გასხვისება არ მომხდარიყო. სოფლის ყმა-მამულის ავალიშვილებიც ფლობდნენ, რომელთა ოჯახის წევრებიც ერეკლე ll-ს ხლებიან [[ინდოეთი|ინდოეთში]] ლაშქრობისას და როგორც მეფის ერთგულ და თავდადებულ მებრძოლებს, აქ ყმა-მამული წყალობად მიუღიათ. ეპარქიულად ჩუმლაყი ჭერემის ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა. ჭერემის საეპისკოპოსოს მოშლის შემდეგ, 1757 წელს, თეიმურაზმა და ერეკლემ ჩუმლაყი ნინოწმინდელის სამწყსოდ დაადგინეს. 1812 წელს, კახეთის აჯანყების დროს, სოფელთან ორჯერ მოხდა დიდი შეტაკება აჯანყების მონაწილეებსა და მთავრობის ჯარს შორის. ქართველებს ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე ხელმძღვანელობდა, რომელიც კახელებმა ქართლიდან გადმოიყვანეს და „მეფედ“ გამოაცხადეს. ბრძოლაში [[რუსები|რუსების]] მხარეს არაერთი ქართველი თავადი იბრძოდა. ქართველებმა შეძლეს რუსების დამარცხება. ამ ბრძოლაში მოკლეს რუსების მხარეს მებრძოლი, ერეკლე მეფის სიძე — ვახტანგ დიმიტრის ძე ყაფლანიშვილი, „რომელიც იყო პოლკოვნიკი რუსთა“ და დაიჭრა პოეტი [[ალექსანდრე ჭავჭავაძე]], ასევე რუსთა სამხედრო მოხელე — გენერალ პაულუჩის ადიუტანტი. რუსებს ისევ ქართველები დაეხმარნენ, ნიანია ზურაბიშვილმა მათ ასწავლა გზა, რომლითაც რუსებმა სოფელში შესვლა მოახერხეს. თავადების ღალატით სასტიკად აღშფოთებული ჩუმლაყელები თავს დაესხნენ რუსებს და დაამარცხეს ისინი. კახელთა წინააღმდეგობა იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ მარკიზ პაულუჩის ზავიც კი შეუთავაზებია მათთვის. საბოლოოდ [[არტილერია|არტილერიის]] წყალობით, საგრძნობი ზარალის ფასად რუსთა ჯარმა სძლია აჯანყებულებს „იქმნა სოფელსა შინა ბრძოლა ძლიერი და მოწვეს რუსთა ჩუმლაყი“. გრიგოლ ბატონიშვილი [[დაღესტანი|დაღესტანში]] გაიქცა. სოფლის [[აღმოსავლეთი|აღმოსავლეთ]] ნაწილში, მშენებლობის დროს აღმოჩნდა [[ძვ. წ. II ათასწლეული|ძვ. წ. ll ათასწლეულის]] დასასრულის ორმოსამარხები.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|11|170}}
{{სძა|1-1|226-227|კახაძე კ.}}
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩუმლაყი“-დან