ველისციხე (გურჯაანის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 57:
}}
'''ველისციხე''' — [[სოფელი]] [[საქართველო]]ში, [[გურჯაანის მუნიციპალიტეტი|გურჯაანის მუნიციპალიტეტში]], [[ალაზნის ვაკე]]ზე, [[მდინარე]] [[ჭერმისხევი]]ს ნაპირას. [[თელავი]]-[[ბაკურციხე|ბაკურციხის]] საავტომობილო გზაზე. [[თემი]]ს ცენტრი. [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 380 [[მეტრი]], [[გურჯაანი]]დან 11 [[კილომეტრი]]. [[2014]] წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 4508 ადამიანი.
 
==ისტორია==
სოფელი წარმოადგენს [[კახეთი|კახეთის]] ერთ-ერთ უძველეს და დიდ დასახლებას. იგი მდებარეობდა [[აღმოსავლეთი|აღმოსავლეთისკენ]] მიმავალ მნიშვნელოვან მაგისტრალზე ([[ხორნაბუჯი]]-ველისციხე-[[ჭერემი]]-[[უჯარმა]]), ამასთან ველისციხე შიდა და გარე კახეთის დამაკავშირებელი უმოკლესი გზის (ველისციხე-ჭერემი-[[ჩაილური|ჩაილურის]]) ჩამკეტი იყო [[ალაზნის ველი|ალაზნის ველზე]]. ველისციხე, ისევე როგორც უძველესი დიდი მაგისტრალის სხვა პუნქტები (ჭერემი, უჯარმა, ხორნაბუჯი) [[ალბანეთი|ალბანეთის]] დასავლური ტერიტორიების ქართულთან ინტეგრაციის პროცესისათვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენდა. ველისციხე საისტორიო წყაროებში პირველად მოიხსენიება [[V საუკუნე|V საუკუნეში]]. [[ჯუანშერი|ჯუანშერის]] მიხედვით, [[სპარსეთი|სპარსთა]] მეფე ხოსრომ, როგორც მნიშვნელოვანი გზის ორი მთავარი პუნქტი, ჭერმის ციხესთან ერთად ველისციხეც შემუსრა. ჟამთააღმწერლის მიხედვით, [[ლაშა გიორგი|ლაშა გიორგიმ]] „სოფელსა — ველისციხესა იხილა ქალი ლამაზი“, რომელიც წაჰგვარა ქმარს და სასახლეში მიიყვანა. მისგან ლაშას შეეძინა ვაჟი — დავითი, შემდგომში [[დავით ულუ|დავით ულუდ]] წოდებული. ეპარქიულად ველისციხე თავდაპირველად შედიოდა ჭერემის საეპისკოპოში, ხოლო მისი მოშლის შემდეგ — ალავერდის ეპარქიაში. [[კახეთის სამეფო|კახეთის სამეფოს]] წარმოქმნის შემდეგ, ველისციხის ყმა-მამულის მნიშვნელოვან ნაწილს საკუთარი მოურავების მეშვეობით, უშუალოდ კახეთის დედოფალი განაგებდა. [[XVII საუკუნე|XVll]]-[[XVIII საუკუნე|XVlll საუკუნეში]], ველისციხეში [[დასავლეთი|დასავლეთ]] [[საქართველო|საქართველოდან]] ჩამოსახლების ინტენსიური პროცესი მიდიოდა. 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს, კახელები თავდაპირველად [[შილდა|შილდასთან]], ხოლო შემდეგ ველისციხესთან, ე. წ. ფაფრის მინდორზე შეებნენ [[რუსები|რუს]] დამპყრობლებს. ველისციხესთან ბრძოლაში ქართველებმა [[ალექსანდრე ბატონიშვილი|ალექსანდრე ბატონიშვილის]] მეთაურობით, დიდად აზარალეს რუსები და გამარჯვება მოიპოვეს. ამ გამარჯვებამ განაპირობა სოფელ [[ნუკრიანი|ნუკრიანთან]] გამართულ ბრძოლაში ისევ ქართველთა წარმატება, რასაც მოჰყვა [[ქიზიყი|ქიზიყიდან]] რუსების დროებითი გაძევება. [[XIX საუკუნე|XlX]]-[[XX საუკუნე|XX საუკუნეების]] მიჯნაზე ველისციხეში უმოგზაურია გერმანელ მოგზაურს და მეცნიერს ედუარდ აიხველდს, რომელიც ველისციხეს იხსენიებს, როგორც დიდ სოფელს, რომელიც ადრე გამაგრებული იყო. აქ განსაკუთრებით [[მევენახეობა]] და მემინდვრეობა იყო განვითარებული. ფუნქციონირებდა [[წყალი|წყლის]] წისქვილების მთელი სისტემა.
 
==დემოგრაფია==
Line 78 ⟶ 81:
 
==ლიტერატურა==
{{სძა|1-1|107|კახაძე კ.}}
{{ქსე|4|351}}