ვაჩნაძიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 56:
}}
'''ვაჩნაძიანი''' (ყოფილი '''''შრომა''''') — [[სოფელი]] [[საქართველო]]ში, [[გურჯაანის მუნიციპალიტეტი|გურჯაანის მუნიციპალიტეტში]], მდებარეობს [[გომბორის ქედი]]ს ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. გურჯაანი-[[თელავი]]ს საავტომობილო გზაზე, [[თემი]]ს ცენტრი. [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 560 [[მეტრი]], [[გურჯაანი]]დან 18 [[კილომეტრი]]. [[2014]] წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1529 ადამიანი. სოფლიდან 9 კილომეტრზე არის ყველაწმინდის სამონასტრო კომპლექსი. სოფელში ასევე არის [[ამიდასტურის წმინდა გიორგის ეკლესია]], რომლის ეზოშიც არქეოლოგებმა გათხარეს აქამდე უცნობი სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესია, რომელიც მთლიანად მიწით იყო დაფარული. არქეოლოგების თქმით, ძეგლი [[VII საუკუნე|VII]]–[[XIII საუკუნე|XIII საუკუნით]] თარიღდება.<ref>[http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=68615 სამარხებში აღმოჩენილი 300-მდე ექსპონატი სოფელ ვაჩნაძიანის ისტორიულ მუზეუმში გადაიტანეს / Information Agency 'PirWeli']</ref><ref>[http://ghn.ge/news-40676.html ვაჩნაძიანში უძველესი სამკაულები აღმოაჩინეს]</ref>
 
==ისტორია==
[[XX საუკუნე|XX საუკუნის]] 20-იან წლებში სოფელს შრომა დაარქვეს. 1990 წელს, სოფლის მცხოვრებთა სურვილით მას ძველი სახელი — ვაჩნაძიანი დაუბრუნდა. ტოპონიმი მომდინარეობს ვაჩნაძეების გვარიდან. [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი]] და იოანე ბატონიშვილები თავიანთ ნაშრომებში სოფელ ვაჩნაძიანს არ მოიხსენიებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ცალკე სოფელი არ იყო. [[იოანე ბატონიშვილი|იოანე ბატონიშვილის]] ნაშრომსა და სხვა სიგელ-გუჯარებში ნახსენებია ვაჩნაძიანნი, სავაჩნაძო, მაგრამ ეს არ არის რომელიმე დასახლებული პუნქტის სახელწოდება. ეს ვაჩნაძეების საგვარეულო ადგილ-მამულების საერთო დასახლებაა. ვაჩნაძიანი სოფელ [[კალაური (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)|კალაურის]] უბანი იყო. ჯარისათვის მაჭრის შეგროვების შესახებ, [[ერეკლე II|ერეკლე მეფის]] 1787 წლის ბრძანებაში ნათქვამია: „კალაურის სახასო საპანე ორი და ნახევარი, სავაჩნაძომ ერთობით სამი საპანე“ უნდა გამოიღონ. აქ სავაჩნაძო ტერიტორიული ერთეულია. ვაჩნაძიანი ცალკე სოფლად [[XIX საუკუნე|XlX საუკუნის]] ll ნახევარში შედგენილ საკომლო დავთრებში დასტურდება. სოფელში ყმა-მამულებს გარდა ვაჩნაძეებისა ჯანდიერები. [[ჭავჭავაძეები]], [[ჯორჯაძეები]] და [[ანდრონიკაშვილები]] ფლობდნენ. სოფლის [[სამხრეთი|სამხრეთით]], ბოსტნისხევის (მღვრიეხევის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე ნასოფლარი განგიურია, მარცხენა ნაპირზე — ნასოფლარი ბადიური.
 
==იხილეთ აგრეთვე==
Line 61 ⟶ 64:
 
==ლიტერატურა==
{{სძა|1-1|90-91|ბერძენიშვილი დ.}}
{{ქსე|4|31}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვაჩნაძიანი“-დან