მიხაელ შუმახერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 34:
[[1995]] წელს მიხაელ შუმახერმა დაიბრუნა თავისი ტიტული, რომლის დროსაც თავის მეტოქე დეიმონ ჰილს გადაუსწრო 33 ქულით. იმავე პერიოდში მიხაელ შუმახერი თანხმდება ფერარის კომპანიასთან თანამშრომლობას. იმ დროისათვის ფერარი უკვე 17 წლის მანძილზე ვერ იგებდა შეჯიბრებებს პირად ჩათვლაში. პირველასვე წელს მიხაელ შუმახერმა კომპანის მოუტანა სამი მოგება და მესამე ადგილი პირად ჩათვლაში. [[1997]] შუმახერი ახლოს იყო ტიტულთან, მაგრამ ხერესის აუტოდრომზე კურვა დრაი საქის მოსახვევში იგი ჟაკ ვილნევს დაეჯახა და დისკვალიფიცირებული იქნა რბოლიდან. მეტიც მას ჩემპიონატში ქულები გაუუქმეს. [[1998]] წელს ყველაფერი კარგად მიდიოდა მაგრამ სუზუკას რბოლაზე 31 წრეზე მას საბურავი დაუზიანდა და პიტ ლეინამდე ვერ მიაღწია. იმ წელს მიკა ჰაკინენი გახდა ჩემპიონი.
 
პრესაში მიხაელ შუმახერს ხშირად მოიხსენიებდნენ „შუმ“-ად და „წითელ ბარონად“. [[1999]] წელს დიდი ბრიტანეთის გრან პრიზე ავტოსაგზაო შემთხვევისას მოიტეხა ფეხი, რამაც ხელი შეუშალა გამხდარიყო მესამეჯერ მსოფლიო ჩემპიონი. ავარიის შემდგომ შუმხერი იძულებული იყო გამოეტოვა ხუთიექვსი ავტორბოლა. (მისი ბოლიდი დროებით მიკა სალომ დაიკავა). სეზონის ბოლოს მალაიზიისა და იაპონიის გრანპრის სეზონის ბოლოს გამოჩენისას მან 1983 წლიდან პირველად ფერარის მოუპოვა კონსტრუკტორებისკონსტრუქტორების თასი. [[2000]] წელს იაპონიის გრან პრიზე მიხაელ შუმახერმა მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის მისი მესამე ტიტული, რაც ფერარისათვის 21 წლიანი ლოდინის შემდეგ განხორციელდა. მან მოიგო ჩვიდმეტიდან ცხრა რბოლა, რითაც გახდა პირველი გრან პრის ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე. 2001 წელს შუმახერმა მოიგო მისი მეოთხე ტიტული და მოხსნა ალენის რეკორდი. 2002 წელს მიხაელი დომინირებდა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, მოიგო რა ჩიდმეტიდან თერთმეტი გრან პრი და დაასრულა ყველა ჩემპიონატი პოდიუმზე, რითაც მოიგო მსოფლიო ჩემპიონის რიგით მეხუთე ტიტული გაუტოლდა რა ხუან მანუელ ფანხიოს რეკორდს. 2003 წელს ფანხიოს რეკორდიც მოხსნა გახდა რა მიხაელ შუმახერი მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი. [[2004]] წელს მოიგო რა თვრამეტიდან ცამეტი გრან პრი, ის დასრულებამდე გახდა შვიდგზის ჩემპიონი.
 
[[2005]] წელს ფერარის გუნდს ჰქონდა ჩავარდნა, რომლის დროსაც უპირატესობა რენოს გუნდმა მოიპოვა მრბოლელ ფერნანდო ალონსოს სახით. ამ ორთაბრძოლაზე მიხაელ შუმახერს ხვდა მხოლოდ მესამე ადგილი. [[2006]] წელს ალონსომ კვლავ გაიმარჯვა. შუმახერმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულებამდე დატოვებდა სპორტს, თუმცა ფერარის კომპანიაში დარჩა ექსპერტისა და მრჩეველის სახით, პარალელურად ტესტირებას უწევდა ბოლიდებს.
 
[[2008]] წელს მიხაელ შუმახერი მონაწილეობდა ფილმ „ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშობებზე“, სადაც იგი ასპარეზობდა წითელი ეტლით.
 
[[2009]] წლის 29 ივლისს მიხაელ შუმახერი დაუბრუნდა დიდ სპორტს. [[2009]] წლის ევროპის გრან პრიზე მას უნდა შეეცვალა ტრამვირებული ფილიპ ი მაში. 2009 წლის 31 ივლისს მიხაელ შუმახერმა ბოლიდი გატესტა ავტოდრომზე იტალიაში, მაგრამ თებერვალში მიღებული კისრის ტრამვის გამო მას გრან პირიში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწია.
 
2009 წლის ბოლოს მან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა მერსედეს-ბენცის გუნდთან. [[2010]] წელს შუმი კვლავ დაუბრუნდა ფორმულა ერთს. იგი მერსედესის შემადგენლობაში იყო ახალგაზრდა ნიკო როსბერგთან ერთად (ის ასევე F1-ის ყოფილი მრბოლელის კეკე როსბერგის შვილია) 2010-2012 წლებში შუმახერმა ერთი პოულ პოზიცია დაისაკუთრა მონაკოში და ერთი პოდიუმი ვალენსიაში. [[2012]] წლის 24 ივნისს ევროპის გრან პრიზე პირველად სპორტის დაბრუნების შემდეგ ავიდა პოდიუმზე, დაიკავა რა მესამე ადგილი. იმავე წელს მიხაელ შუმახერმა დატოვა ფორმულა 1 და გამოაცხადა მისი სპორტული კარიერის დასასრული.