მიხაელ შუმახერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
 
მიხაელ შუმახერს მოგებული აქვს 67 პოულ-პოზიცია და მსოფლიო ჩემპონატის 87 ეტაპი, ორივე მაჩვენებელი აბსოლუტური რეკორდია. იგი ჩემპიონი გახდა 1994 წელს ბენეტონ ფორდის ბოლიდით. მისი თანაგუნდელები იყვნენ :იოს ფერსტაპენი და ჯეი ჯეი ლეჰტო (სრული სახელი:იურკი იუჰანი იარვილეჰტო).
 
== ბიოგრაფია ==
მიხაელ შუმახერი დაიბადა 1969 წლის 3 იანვარს გერმანიის ქალაქ ჰიურთ-ჰერმიულჰაიმში. მამა, როლფ შუმახერი ადგილობრივი კარტინგის ტრეკის მფლობელი იყო, დედა — ელისაბედი მუშაობდა სკოლაში პედაგოგად. მრბოლელის კარიერა მიხაელისთვის კარტინგით დაიწყო, რომელიც მამამისის მიერ იყო აწყობილი. 4 წლის ასაკში პატარა მიხაელი პირველად დაჯდა კარტინგის საჭესთან, ხოლო 5 წლის ასაკში წარმატებით გამოდიოდა კარტინგით რბოლაში. მიხაელის უმცროსი ძმა რალფი ასევე გახდა ავტომრბოლელი. მოგვიანებით მიხაელი კარტინგის გარდა გატაცებული იყო აღმოსავლური ორთაბრძოლებითაც, ძიუდო და კარატე, თუმცა მისი მთავარი ოცნებად მაინც ავტორბოლას წარმოადგენდა.
 
მრბოლელის კარიერა მიხაელისთვის კარტინგით დაიწყო, რომელიც მამამისის მიერ იყო აწყობილი, რომელიც ადგილობრივი კარტინგის ტრეკის მფლობელი იყო. 12 წლის ასაკში მან მიიღო პირველი, მრბოლელის ლიცენზია და დაიწყო მონაწილეობა ოფიციალურ შეჯიბრებებში. 1984—1987 წლებში მან რამდენიმეჯერ მოიგო გერმანიის და ევროპის ჩემპიონატები კარტინგში. 1990 წელს მიიღო ტიტული გერმანულ ფორმულა-3-ში. 1991 წლიდან განაგრძობდა სვლას უფრო მაღალ საფეხურებზე, იაპონურ ფორმულა-3000-ში მონაწილეობით. 1990 წლის დასაწყისში მონაწილეობდა ჩემპიონატში „German Touring Car“, და გაიმარჯვა მეხიკოსა და ავტოპოლისის რბოლებში.
 
1991 წელს, სეზონის მეორე ნახევარში, „ედდ ჯორდანმა“ შუმახერს შესთავაზა გამოსულიყო მისი გუნდის, „ჯორდანის“ სახელით, ბელგიის გრან-პრიზზე, პოლიციასთან ჩხუბის გამო ციხეში მოხვედრილი „ბერტრანა გაშოს“ ნაცვლად. შუმახერის მენეჯერმა „ვილ ვებერმა“ დაარწმუნა „ჯორდანი“ მიხაელის ტალანტში, განცხადებით, რომ მიხაელი კარგად იცნობდა ამ ტრასას (შუმახერი ახლოს ცხოვრობდა ბელგიის ტრასებთან). სინამდვილეში შუმახერი ამ ტრეკზე პირველად გამოდიოდა. მიხაელმა ყველა განაცვიფრა, როდესაც ფორმულა 1-ით პირველ კვალიფიკაციაში მეშვიდე ადგილი დაიკავა. რბოლის დაწყებისას, სტარტზე მან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ პირველივე წრიდან გამოეთიშა რბოლას, რადგან მისი ბოლიდი დაზიანდა. ასეთი სავალალო დებიუტის შემდეგ, შუმახერი „ბენეტონმა“ მიიწვია თავის გუნდში და მან შემდეგი რბოლა „ბენეტონ-ფორდ“-ში ჩაატარა. მალე მას შეარქვეს მეტსახელი „მზის ბიჭი“, მისი ღიმილისა და გამოკვეთილი ყვითელი კომბინიზონის გამო. პირველსავე წრეზე მან გაუსწრო მისსავე თანაგუნდელ და სამგზის ჩემპიონ ნელსონ პიკეს და ფინიშზე მივიდა რიგით მეხუთე. 1992 წელს მიხაელმა მოიგო მისი პირველი ავტორბოლა, რაც მისთვის მომავალში ჩვეული საქმე გახდა. 1994 წელს მიხაელ შუმახერმა მოიგო პირველი ჯგუფური ჩემპიონატი ბენეტონის გუნდისათვის, რითაც 1 ქულით გაუსწრო დეიმონ ჰილს.
 
1995 წელს მიხაელ შუმახერმა დაიბრუნა თავისი ტიტული, რომლის დროსაც თავის მეტოქე დეიმონ ჰილს გადაუსწრო 33 ქულით. იმავე პერიოდში მიხაელ შუმახერი თანხმდება ფერარის კომპანიასთან თანამშრომლობას. იმ დროისათვის ფერარი უკვე 17 წლის მანძილზე ვერ იგებდა შეჯიბრებებს პირად ჩათვლაში. პირველასვე წელს მიხეილ შუმახერმა კომპანის მოუტანა სამი მოგება და მესამე ადგილი პირად ჩათვლაში. პრესაში მიხეილ შუმახერს ხშირად მოიხსენიებდნენ „შუმ“-ად და „წითელ ბარონად“. 1999 წელს დიდი ბრიტანეთის გრან პრიზე ავტოსაგზაო შემთხვევისას მოიტეხა ფეხი, რამაც ხელი შეუშალა გამხდარიყო მესამეჯერ მსოფლიო ჩემპიონი. ავარიის შემდგომ შუმხერი იძულებული იყო გამოეტოვა ექვსი ავტორბოლა. მალაიზიისა და იაპონიის გრანპრის სეზონის ბოლოს გამოჩენისას მან 1983 წლიდან პირველად ფერარის მოუპოვა კონსტრუკტორების თასი. 2000 წელს იაპონიის გრან პრიზე მიხეილ შუმახერმა მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის მისი მესამე ტიტული, რაც ფერარისათვის 21 წლიანი ლოდინის შემდეგ განხორციელდა. მან მოიგო ჩვიდმეტიდან ცხრა რბოლა, რითაც გახდა პირველი გრან პრის ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე. 2001 წელს შუმახერმა მოიგო მისი მეოთხე ტიტული და მოხსნა ალენის რეკორდი. 2002 წელს მიხაელი დომინირებდა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, მოიგო რა ჩიდმეტიდან თერთმეტი გრან პრი და დაასრულა ყველა ჩემპიონატი პოდიუმზე, რითაც მოიგო მსოფლიო ჩემპიონის რიგით მეხუთე ტიტული გაუტოლდა რა ხუან მანუელ ფანხიოს რეკორდს. 2003 წელს ფანხიოს რეკორდიც მოხსნა გახდა რა მიხაელ შუმახერი მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი. 2004 წელს მოიგო რა თვრამეტიდან ცამეტი გრან პრი, ის დასრულებამდე გახდა შვიდგზის ჩემპიონი.
 
2005 წელს ფერარის გუნდს ჰქონდა ჩავარდნა, რომლის დროსაც უპირატესობა რენოს გუნდმა მოიპოვა მრბოლელ ფერნანდო ალონსოს სახით. ამ ორთაბრძოლაზე მიხაელ შუმახერს ხვდა მხოლოდ მესამე ადგილი. 2006 წელს ალონსომ კვლავ გაიმარჯვა. შუმახერმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულებამდე დატოვებდა სპორტს, თუმცა ფერარის კომპანიაში დარჩა ექსპერტისა და მრჩეველის სახით, პარალელურად ტესტირებას უწევდა ბოლიდებს.
 
2008 წელს მიხეილ შუმახერი მონაწილეობდა ფილმ „ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშობებზე“, სადაც იგი ასპარეზობდა წითელი ეტლით.
 
2009 წლის 29 ივლისს მიხეილ შუმახერი დაუბრუნდა დიდ სპორტს. 2009 წლის ევროპის გრან პრიზე მას უნდა შეეცვალა ტრამვირებული ფილიპ ი მაში. 2009 წლის 31 ივლისს მიხაელ შუმახერმა ბოლიდი გატესტა ავტოდრომზე იტალიაში, მაგრამ თებერვალში მიღებული კისრის ტრამვის გამო მას გრან პირიში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწია.
 
2009 წლის ბოლოს მან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა მერსედეს-ბენცის გუნდთან. 2010 წლის შეჯიბრნებებზე მიხაელმა ვერ შესძლო ყოფილიყო ძველი შეჯიბრებების სიმაღლეზე, რომლის დროსაც დაიკავა რიგით მეცხრე ადგილი. 2012 წლის 24 ივნისს ევროპის გრან პრიზე პირველად სპორტის დაბრუნების შემდეგ ავიდა პოდიუმზე, დაიკავა რა მესამე ადგილი. იმავე წელს მიხაელ შუმახერმა დატოვა ფორმულა 1 და გამოაცხადა მისი სპორტული კარიერის დასასრული.
 
მიხაელ შუმახერს ძალიან იტაცებდა ექსტრემალური სპორტი. მას ასევე ჰქონდა სპრინგერის ლიცენზიაც, რომელიც უფლებას აძლევდა პარაშუტით მარტო გადმომხტარიყო საფრენი აპარატიდან.
 
მიხეილ შუმახერი ითვლება ერთ-ერთ მაღალანაზღაურებიან სპორცმენად, რომელმაც თავისი კარიერის მანძილზე არაერთი ასეული მილიონი დოლარის გამომუშავება შესძლო, რომლიდანაც ნაწილი საქველმოქმედო ორგანიზაციებში დახარჯა.
 
2013 წლის 29 დეკემბერს მიხეილ შუმახერი შვილთან და მის მეგობრებთან ერთად კატაობდნენ სათხილამურო ტრასაზე საფრანგეთის ალპების კურორტ მარიბელიში. სპორცმენმა გადაწყვიტა გასულიყო ტრასიდან და 20 მეტრი გასულიყო მოუმზადებელ მონაკვეთზე. თოვლის საფარის ქვეშ არსებულ ქვაზე ფეხის დაცდენით იგი დაეცა და კლდეზე შეჯახებით მიიღო თავის ტრამვა.
 
==ოჯახი==
1990 წელს მიხაელმა ერთ-ერთ წვეულებაზე გაცნო მისი მომავალი მეუღლე კარინე ბეჩ. 1995 წელს მიხაელ შუმახერი და კარინა ბიჩი დაქორწინდნენ. წყვილი დასახლდა ჟენევის ტბასთან მდებარე ქალაქ ფლინ სლეში. ორი წლის შემდეგ მათ შეეძინათ ქალიშვილი ჯინა-მარია, ხოლო კიდევ ორი წლის შემდეგ ვაჟიშვილი — მიკი, რომელმაც გააგრძელა თავისი მამის გზა.
 
== ბიოგრაფია1 ==
 
1995 წელს შუმახერმა იგივე გააკეთა ბენეტონ რენოს ბოლიდით. ამჯერად მისი თანაგუნდელი ჯონი ჰერბერტი იყო.
Line 43 ⟶ 71:
აქედან დაიწყო შუმახერის და მისი თანაგუნდელის რუბენს ბარიჩელოს დომინირება 2005 წლამდე. ამ წელს კი ტექნიკური მიზეზების გამო ფერარი სუსტ ფორმაში იყო. 2006 შუმახერს კიდევ ჰქონდა ჩემპიონობის შანსი მაგრამ არაფერი გამოვიდა. მისი ბოლო თანაგუნდელი იყო ფელიპე მასა.
 
2010 წელს შუმი კვლავ დაუბრუნდა ფორმულა ერთს. იგი მერსედესის შემადგენლობაში იყო ახალგაზრდა ნიკო როსბერგთან ერთად (ის ასევე F1-ის ყოფილი მრბოლელის კეკე როსბერგის შვილია) 2010-2012 წლებში შუმახერმა ერთი პოულ პოზიცია დაისაკუთრა მონაკოში და ერთი პოდიუმი ვალენსიაში.
== ბიოგრაფია ==
 
=== ახალგაზრდობა ===
მრბოლელის კარიერა მიხაელისთვის კარტინგით დაიწყო, რომელიც მამამისის მიერ იყო აწყობილი, რომელიც ადგილობრივი კარტინგის ტრეკის მფლობელი იყო. 12 წლის ასაკში მან მიიღო პირველი, მრბოლელის ლიცენზია და დაიწყო მონაწილეობა ოფიციალურ შეჯიბრებებში. 1984—1987 წლებში მან რამდენიმეჯერ მოიგო გერმანიის და ევროპის ჩემპიონატები კარტინგში. 1990 წელს მიიღო ტიტული გერმანულ ფორმულა-3-ში. 1991 წლიდან განაგრძობდა სვლას უფრო მაღალ საფეხურებზე, იაპონურ ფორმულა-3000-ში მონაწილეობით. 1990 წლის დასაწყისში მონაწილეობდა ჩემპიონატში „German Touring Car“, და გაიმარჯვა მეხიკოსა და ავტოპოლისის რბოლებში.
 
=== დებიუტი ===
 
1991 წელს, სეზონის მეორე ნახევარში, „ედდ ჯორდანმა“ შუმახერს შესთავაზა გამოსულიყო მისი გუნდის, „ჯორდანის“ სახელით, ბელგიის გრან-პრიზზე, პოლიციასთან ჩხუბის გამო ციხეში მოხვედრილი „ბერტრანა გაშოს“ ნაცვლად. შუმახერის მენეჯერმა „ვილ ვებერმა“ დაარწმუნა „ჯორდანი“ მიხაელის ტალანტში, განცხადებით, რომ მიხაელი კარგად იცნობდა ამ ტრასას (შუმახერი ახლოს ცხოვრობდა ბელგიის ტრასებთან). სინამდვილეში შუმახერი ამ ტრეკზე პირველად გამოდიოდა. მიხაელმა ყველა განაცვიფრა, როდესაც ფორმულა 1-ით პირველ კვალიფიკაციაში მეშვიდე ადგილი დაიკავა. რბოლის დაწყებისას, სტარტზე მან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ პირველივე წრიდან გამოეთიშა რბოლას, რადგან მისი ბოლიდი დაზიანდა. ასეთი სავალალო დებიუტის შემდეგ, შუმახერი „ბენეტონმა“ მიიწვია თავის გუნდში და მან შემდეგი რბოლა „ბენეტონ-ფორდ“-ში ჩაატარა.
 
==რესურსები ინტერნეტში==