შიდა ქართლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
No edit summary
ხაზი 132:
საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური და კულტურულ-ეკონომიკური განვითარება VII საუკუნის შუა წლებიდან არაბთა ბატონობამ შეაფერხა. მათ წინაადმღეგ მოძრაობამ განსაკუორებით ფართო ხასიათი მიიღო VIII საუკუნეში. აჯანყებულთა დამორჩილება ხალიფამ სარდალ მურვანს დაავალა, რომელსაც ხალხმა სისასტიკის გამო „ყრუ“ უწოდა. 735-738 წწ. მურვან ყრუს ლაშქრობის შედეგად განადგურდა მცხეთა, მთა-ქართლი, კასპი, ურბნისი და მრავალი სხვა დასახლებული ჰუნქტი. არაბებმა ქართლში მტკიცედ მოიკიდეს ფეხი. ქვეყნის სათავეში დააყენეს ამირა, რომელსაც დაუმორჩილეს ქართლის ერისმთავარი. მალე არაბებმა ქართლში ერისმთავრის ხელისუფლებაც გააუქმეს.
 
არაბთა ბატონობის მთელი სიმძიმე ქართლის შიდა რაიონებს დააწვა. საქართველოს განაპირა რაიონებში ხალხი შედარებით მშვიდად ცხოვრობდა. ასეთ პირობებში, VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე წარმოიქმნა ეკონომიკურად და კულტურულად შეღარებით მომძლავრებული ახალი მსხვილი ფეოდალური სამეუო-სამთავროები ეგრის-აფხაზეთის სამეფო, კახეთისა და ჰერეთის და ტაო-კლარჯეთის („ქართველთა სამეფო“) სამთავროები. მალე სამეფო-სამოავროთა შორის დაიწყო ბრძოლა მიწა-წყლის გაფართოებისა და პირველობისათვის. ეს იყო იმავე დროს ბრძოლა ქართული მიწების გაერთიანებისათვის. იგი მიმდინარეობდა „ქართლსა ზედა“ ანუ ქართლისათვის ბრძოლის ნიშნით. ქართლის კონსოლიდაციას აფერხებდა ერთი მხრივ არაბთა ბატონობა, ხოლო მეორე მხრივ ურთიერთმოქიშპე სამთავროები. ამის გამო ვერ ჩამოყალიბდა ქართლში ძლიერი პოლიტიკური ხელისუფლება და არაბთა ბატონობის უღლიდან განთავისუფლების (IX საუკუნის II ნახევარი) შემდეგ ქართლის აზნაურები თავის ნებაზე განაგებდნენ ქვევანას. X საუკუნეში „ქართველ აზნაურებს“ შორის დაწინაურდა ტბელთა გვარი, რომლის უფროსი „ქართლის უფლად“ ითვლებოდა. 904 წელს აფხაზთა მეფე კონსტანტმა დაიპყრო უშლისციხეუფლისციხე და „ყოველი ქართლი“. ივანე ტბელი მან თავის ვასალად, ერისთავად გამოაცხადა. კონსტანტი „ქართლის გამგებლად“ იწოდებოდა და მისი რეზიდენცია უფლისციხე იყო.
 
ქართლის აზნაურებს შორის ზოგიერთი სხვებზე უფრო აღზევებული რამდენიმე „ხევის“ და მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრის მფლობელი უნდა ყოფილიყო (მაგალითად, X საუკუნის II ნახევარში ძამის ციხის მფლობელი „ადარნასე ძამელი მთავარი) და კლღეკარის ერისთავი რატი, რომელიც ფლობდა ატენის ციხეს, მტკვრის სამხრეთით მდებარე ქვეყანას, თრიალეთს, მანგლისისხევსა და სკვირეთს).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შიდა_ქართლი“-დან