ცივილიზაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 2 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
No edit summary
ხაზი 10:
 
== ცივილიზაციის ცნების განვითარება ==
ტერმინ “ცივილიზაციის”„ცივილიზაციის“ დამამკვიდრებლის პატივს დღემდე ერთმანეთს ეცილებიან ფრანგები და ინგლისელები. ორივე ენაში ზმნა “civiliser”„civiliser““to„to civilize”civilize“ და ზმნიზედა “civilized”„civilized“ შესაბამის არსებით სახელზე ბევრად ადრე გაჩნდა.
 
იმ დროს, როდესაც წარმოიშვა ტერმინი “ცივილიზაცია”„ცივილიზაცია“, ადამიანთა საზოგადოების ისტორიის შემეცნება ემყარებოდა წარმოდგენას ერთიან და ერთგვაროვან საკაცობრიო ცივილიზაციაზე, და არა რელატივისტურ თვალსაზრისს ეთნიკურ ან ისტორიულად არსებულ ცივილიზაციებზე. მის საფუძვლად და სათავედ ცხადდებოდა დაგროვილი გამოცდილება, მიწის საკუთრება, ადამიანის მიჯაჭვა მიწაზე, ვაჭრობა, სიმდიდრის დაგროვება ან რომელიმე სხვა ფაქტორი, უპირველეს ყოვლისა – ადამიანის გონების სრულყოფა. ცივილიზაციის მახასიათებლებსა და სათავეებზე კამათობდნენ, ხანდახან – ცხარედაც, მაგრამ შეხედულება ცივილიზაციაზე, როგორც საერთო-საკაცობრიო ფენომენსა და კაცობრიობის საერთო მომავალზე, ეჭვს არ იწვევდა.
 
შოტლანდიელმა ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა [[ფერგიუსონი|ა. ფერგიუსონმა]] ([[1723]]-[[1816]]) პირველმა გამოიყენა ცივილიზაციის ცნება მსოფლიო-ისტორიული პროცესის ''განსაზღვრული საფეხურის'' აღსანიშნავად.
 
XIX საუკუნის დასაწყისში ისტორიის მონისტური ინტერპრეტაცია პლურალისტურმა შეცვალა. [[ლუსიენ ფევრი|ლ. ფევრის]] თანახმად, სიტყვა “ცივილიზაცია”„ცივილიზაცია“ პირველად მრავლობით რიცხვში [[1819]] წელს იქნა გამოყენებული, რაც ცივილიზაციური წყობის მრავალფეროვნების აღიარების დასაწყისი იყო. “მოგზაურობათა„მოგზაურობათა ეპოქაში”ეპოქაში“ დაგროვილმა მასალამ ცხადყო [[კულტურა]]თა და ცივილიზაციათა მრავალსახეობა მსოფლიოში, აგრეთვე მათი განვითარების სასრულობა. ლ.ფევრის მოხდენილი ნათქვამით, “ადამიანებმა„ადამიანებმა, რომლებმაც გამოიარეს რევოლუცია და იმპერია, გაიგეს ის, რაზეც წარმოდგენა არ ჰქონდათ მათ წინაპრებს; მათ გაიგეს, თანაც არა წიგნებიდან, რომ ცივილიზაცია შეიძლება მოკვდეს”მოკვდეს“. მოგვიანებით [[გობინო|ჟ. ა. დე გობინო]] წერდა: “ცივილიზაციათა„ცივილიზაციათა დაცემა ისტორიულ ფენომენთაგან ყველაზე უცნაური და, ამავე დროს, იდუმალებით მოცული რამაა”რამაა“.
 
მოგზაურთა, ლინგვისტთა, მეცნიერთა ერთობლივი ძალისხმევით, ცნება “ცივილიზაციის”„ცივილიზაციის“ შინაარსი გამდიდრდა და გამრავალფეროვნდა. რესტავრაციის ეპოქაში საფუძველი ჩაეყარა ცივილიზაციის მეტ-ნაკლებად მწყობრ თეორიებს.
 
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან თანდათანობით ჩამოყალიბდა ცივილიზაციის რაობის რადიკალურად განსხვავებული გაგება, რომლის თანახმად, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალის მრავალფეროვნება ადასტურებს '''ცივილიზაციის ფორმათა მრავალგვარობას'''; არ არსებობს საერთო საკაცობრიო ცივილიზაცია, როგორც განვითარების უმაღლესი საფეხური, რომელსაც კაცობრიობის ერთმა ნაწილმა მიაღწია, მეორე კი მისკენ მიემართება. კაცობრიობის სხვადასხვა ნაწილი განვითარების სხვადასხვა გზას გადის და არავითარი საერთო, საყოველთაო ხაზი აქ არ არსებობს. საფუძველი ჩაეყარა '''ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიებს''', რომელთა წარმომადგენლები არ იზიარებენ კაცობრიობის საერთო პროგრესის იდეას. ეს თეორიები წარმოადგენდა სავსებით ლოგიკურ რეაქციას [[ევოლუციონიზმი|ევოლუციონიზმსა]] და [[ევროპოცენტრიზმი|ევროპოცენტრიზმზე]], თუმცა ამ უკანასკნელთ, ცხადია, არსებობა არ შეუწყვეტიათ; შემდგომში ევოლუციონიზმისა და, განსაკუთრებით, ნეოევოლუციონიზმის წარმომადგენლებმა არაერთი საინტერესო არგუმენტით სცადეს თავიანთი თვალსაზრისის განმტკიცება, [[ლოკალურ ცივილიზაციათა თეორია|ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიების]] თანამედროვე ვერსიები კი მსოფლიოს ცივილიზაციური ხედვის სახით ჩამოყალიბდა.
ხაზი 27:
1) [[ლოკალურ ცივილიზაციათა თეორია|ლოკალურ-ისტორიული]] ([[ნ. დანილევსკი]], [[ო. შპენგლერი]], [[არნოლდ ჯოზეფ ტოინბი|ა.ტოინბი]], [[ს.ჰანთინგტონი]] და სხვ.). დასახელებული მკვლევარები სხვადასხვა რაოდენობისა და სახელწოდების ცივილიზაციებს ითვლიან და მათი ურთიერთობაც სხვადასხვანაირად წარმოუდგენიათ, თუმცა მათ აერთიანებთ ცივილიზაციის ერთგვაროვანი გაგება.
 
2) ისტორიულ-სტადიური, რომელიც, ამა თუ იმ კრიტერიუმზე დაყრდნობით, განარჩევს სხვადასხვა ტიპის ცივილიზაციებს: ზეპირ, წერილობით, წიგნისა და ეკრანის; კოსმოგენურ, ტექნოგენურსა და ანთროპოგენურს; ტრადიციულსა და თანამედროვეს; ევოლუციურსა და ინოვაციურ ცივილიზაციებს და სხვ. გვხვდება ისეთი ტერმინებიც, როგორიცაა “შუბის„შუბის ცივილიზაცია”ცივილიზაცია“, “მშვილდ„მშვილდ-ისრის ცივილიზაცია”ცივილიზაცია“ და ა.შ.
 
3) მსოფლიო-ისტორიული, რომლის თანახმად, ლოკალურ ცივილიზაციათა ურთიერთობის გარკვეულ საფეხურზე ჩნდება მსოფლიო ისტორიის ფენომენი. ამ ინტერპრეტაციის ფარგლებში თავსდება ცივილიზაციის გაგება როგორც კაცობრიობის ისტორიული განვითარების საფეხურისა, რომელიც მოსდევს ველურობისა და ბარბაროსობის საფეხურებს ([[ლოის ჰენრი მორგანი|ლ.ჰ.მორგანი]], [[ფრიდრიხ ენგელსი|ფ.ენგელსი]]); საკაცობრიო ცივილიზაციის სამი ტალღის (აგრარული, ინდუსტრიული და ინფორმაციული) კონცეფცია ([[უ. როსტოუ]], [[დ. ბელი]], [[ო. ტოფლერი]]); აგრეთვე კაცობრიობის ისტორიული განვითარების სქემები, შემუშავებული [[კარლ იასპერსი|კ. იასპერსისა]] და [[შუნტარო იტო|შ. იტოს]] მიერ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცივილიზაცია“-დან