მოსკოვის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 44:
 
==რუსეთის იმპერია==
[[ფაილი:Coat of Arms of Moscow (Russian Empire)-2.png|100px|მარცხნივ|მოსკოვის გერბი., 1883 წ]] 1712 წელს რუსეთის დედაქალაქი გადაიტანეს [[პეტერბურგი|პეტერბურგში]]. 1728 წელს, პეტრე ||-ის შემდეგ, საიმპერატორო კარი ისევ მოსკოვში დაბრუნდა, რომელიც 1732 წლამდე დარჩა აქ. მოგვიანებით, [[ანა (რუსეთი)|ანა ივანეს ასულმა]] სამეფო კარი ისევ პეტერბურგში დააბრუნა, ხოლო მოსკოვმა შეინარჩუნა "პირველი დედაქალაქის" სტატუსი და იგი გახდა იმპერატორთა კორონაციის ადგილი. მოცემული სტატუსი გამოიყენებოდა მოსკოვის ისტორიული უპირატესობის ხაზგასასმელად, სადაც პირველად დაიდგა [[რუსეთის სამეფო]] ტახტი. [[ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი|ფ. ბროკჰაუსის და ი. ეფრონის ლექსიკონში]] მოსკოვს "რუსეთის პირველ დედაქალაქს" უწოდებენ.
[[ფაილი:Coat of Arms of Moscow (Russian Empire)-2.png|100px|слева|მოსკოვის გერბი 1883 წ]]
 
1730 წელს მოსკოვში პირველად გამოჩნდა ქუჩის განათება.
1737 წელს მოსკოვში გაჩნდა დიდი ხანძარი.
1755 წელს იმპერატორ [[ელისაბედ I (რუსეთი)|ელისაბედის]] ბრძანებით, [[მიხეილ ლომონოსოვი|მიხეილ ლომონოსოვმა]] და ივანე შუვალოვმა დააარსეს [[მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი|მოსკოვის უნივერსიტეტი]].
1771 წელს მოსკოვში [[შავი ჭირი]]ს [[ეპიდემია]]მ იფეთქა, რომელმაც 50 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა (ქალაქის მაშინდელი მოსახლეობის მეოთხედი). ეპიდემიის მწვერვალზე დღეში ათასზე მეტი ადამიანი იღუპებოდა, გვამების გატანას ვერ ასწრებდნენ ქუჩაში. შიშმა ისე გაამძაფრა ქალაქში ვნებები, რომ მოსახლეობა ჭირის ბუნტამდე მიიყვანა. ეპიდემიის შესაჩერებლად მიღებულ ღონისძიებათა შორის ერთ-ერთი იყო ქალაქის მმართველი სენატის მიერ გამოცემული განკარგულება "ეპიდემიის შეწყვეტისა და სასაფლაოების მოწყობის ღონისძიებების შესახებ". განკარგულება გამოვიდა 1771 წლის 17 ნოემბრს. მან აკრძალა გარდაცვლილთა დაკრძალვა ეკლესიების სიახლოვეს და მოითხოვა ახალი სასაფლაოსთვის მიწების გამოყოფა ქალაქის საზღვრებს გარეთ (ერთ-ერთი ასეთი პირველი სასაფლაო იყო მიუსკოეს სასაფლაო მოსკოვში). ეპიდემიამ მწვავედ დააყენა ქალაქის წყალმომარაგების საკითხიც. [[ეკატერინე II]]- მ, მოსკოველთა მოთხოვნის თანახმად, 1779 წლის 28 ივნისს ხელი მოაწერა განკარგულებას მოსკოვის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის შესახებ.
{{პანორამა|0052 Кремль (вид с Замоскворечья в сер 18века) (с)Найдёнов,(p)Шерер1886г e1t3.jpg|900px|<center>კრემლის ხედი ზამოსკვორეჩიეს უკანა მხრიდან მე -18 საუკუნის შუა ხანებში.</center>}}
[[ფაილი:Алексеев Федор Яковлевич. Красная площадь в Москве.jpg|thumb|260px|left|ალექსეევი ფ. ია. წითელი მოედანი 1801 წელს]]
[[ფაილი:Fire of Moscow 1812.jpg|thumb|260px|მოსკოვის ხანძარი (1812). ა. ს. სმირნოვის ტილოზე (1813)]]
 
1812 წლის სამამულო ომის დროს მოსკოვი დაიპყრეს და გადაწვეს [[ნაპოლეონი]]ს ჯარებმა. ხანძარმა ძლიერ დააზიანა ქალაქი. სხვადასხვა მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაიწვა მოსკოვის შენობათა 80%.
 
1812 წლის ხანძრის შემდეგ მოსკოვის აღდგენაზე მუშაობის დაწყების მიზნით შეიქმნა მოსკოვის მშენებლობის კომისია, რომელშიც შევიდნენ ის დროისათვის ყველაზე ცნობილი არქიტექტორები. 1840 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა [[წითელი მოედანი|წითელ მოედანს]], მილში ჩასმული მდინარე ნეგლინაიას ადგილას მოეწყო [[ალექსანდრეს ბაღი (მოსკოვი)|ალექსანდრეს ბაღი]], შეიქმნა ვოსკრესენსკაიას და თეატრალნაიას მოედნები, [[მოსკოვის დიდი თეატრი|დიდი]] და პატარა (მალი) თეატრის შენობები, მანეჟი, გრადსკის პირველი საავადმყოფოს შენობა, პროვიანტის საწყობები.
 
 
*1840-იან წლებში გამოჩნდა პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
*1851 წელს გაიხსნა სარკინიგზო კავშირი მოსკოვსა და პეტერბურგს შორის.
*1852 წელს დაიწყო სატელეგრაფო ხაზის ფუნქციონირება, რომელიც მოსკოვს პეტერბურგთან აკავშირებდა.
 
1861 წელს რუსეთში ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა მოსკოვის მოსახლეობა. 1864 წელს მოსკოვში 364 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო 1882 წელს - უკვე 752 ათასი ადამიანი. 1897 წელს [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 1,038,591 ადამიანი.
 
გაჩნდა ახალი ინდუსტრიული საწარმოები, გაბატონდა [[მსუბუქი მრეწველობა]], განსაკუთრებით [[ტექსტილი]]ს მრეწველობა. მე-19 საუკუნის ბოლოს მოსკოვი გახდა რუსეთის მეორე ინდუსტრიული ცენტრი [[პეტერბურგი]]ს შემდეგ. მოსკოვის უდიდესი საწარმოები იყვნენ პროხოროვსკაია მანუფაქტურა, ბამბის სახვევი ქარხანა, ძმები ბრომლების მექანიკური ქარხანა, მოსკოვის მეტალურგიული ქარხანა, ხელსაწყოთმშენებელი ქარხანა, დანგაუერისა და კაიზერის ქარხანა.
 
მოსკოვი გახდა მთავარი სარკინიგზო კვანძი რუსეთში. [[ნიკოლაევი]]ს შემდეგ აშენდა სარკინიგზო ხაზები [[ნიჟნი ნოვგოროდი]] (1862), სევერნაია (1862), [[რიაზანი]] (1864), [[კურსკი]] (1868), ბელორუსკაია (1870), რიაზან-[[ურალი]] (1862-1899), [[კიევი]] (1899), სავიოლოვსკაია (1900) და ბალტიის (1901) რკინიგზა.
{{პანორამა|1867 Moscow panorama megapanorama.jpg|3000px|<center>მოსკოვის პანორამა 1867 წელს.</small>}}
 
1867 წელს მოსკოვის მრავალ ქუჩაზე ხელოვნური განათება გამოჩნდა. 1872 წელს მოსკოვში გამოჩნდა ცხენის რკინიგზა (ე.წ.[[კონკა]]). 1882 წელს გაჩნდა პირველი ტელეფონი მოსკოვში. 1883 წელს დამონტაჟდა პირველი ელექტრო-განათება პრეჩისტენის კარიბჭის მიდამოში.
 
1896 წელს, იმპერატორ [[ნიკოლოზ II]]– ის გამეფების პერიოდს დაემთხვა დიდი ჭყლეტვა ხოდინსკის ველზე მნიშვნელოვანი რაოდენობის მსხვერპლით რომელსაც "ხოდინსკის ტრაგედია" უწოდეს.
 
[[ფაილი:Brockhaus and Efron Encyclopedic Dictionary b38 940-0.jpg|thumb|190px|right|1895 წლის მოსკოვის რუკა]]
1898 წლის 30 ივლისს მუშაობა დაიწყო მოსკოვის პირველმა საკანალიზაციო სისტემამ. 1898 წლის 31 დეკემბერს გაიხსნა საქალაქთაშორისო სატელეფონო ხაზი მოსკოვი - პეტერბურგი. 1899 წელს მოსკოვში გამოჩნდა ტრამვაი. 1905 წლის მოსკოვში მოხდა დეკემბრის შეიარაღებული აჯანყება, რომელიც მეფის ჯარების მიერ იქნა ჩახშობილი. 1903-1908 წლებში აშენდა წრიული რკინიგზა ე.წ. "ოკრუჟნაია დაროგა". იგი აკავშირებდა მოსკოვის სარკინიგზო კვანძის ყველა რკინიგზას.
 
1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მოსკოვში ფრონტიდან იწყეს დენა დაჭრილებმა, რომლებიც განათავსეს ყველგან, სადაც ეს შესაძლებელი იყო. ამ პროცესმა გამოიწვია ანტიგერმანული განწყობა, რომელიც მიმართული იყო ქალაქის გერმანული წარმოშობის მკვიდრთა წინააღმდეგ.
 
[[ფაილი:Панорама Москвы Храм Христа Кремль 1912 IMG 9294.JPG|thumb|left|190px|მოსკოვის პანორამა 1912 წელს]]
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მოსკოვში, პოლიციის ყოფილი უბნების ნაცვლად, შეიქმნა კომისარიატების განყოფილებები, რომლის სათავეში მოექცა რაიონული დუმები იმყოფებოდა. აირჩიეს მშრომელთა დეპუტატების საბჭო, შემდეგ შეიქმნა ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭო. 1917 წლის მარტში ასევე შეიქმნა მშრომელთა დეპუტატების 8 რაიონული საბჭო. 1917 წლის 27 ოქტომბრიდან (9 ნოემბრამდე) 2 (15) ნოემბრამდე მოსკოვში მიმდინარეობდა სასტიკი ქუჩური ბრძოლები [[ბოლშევიკები]]ს მომხრეებსა და დროებითი მთავრობის ძალაუფლების დამცველებს შორის, რის შედეგადაც გაიმარჯვრს ბოლშევიკების მომხრეებმა. მოსკოვში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. ასე დაიწყო ახალი, საბჭოთა ეპოქა ქალაქის განვითარებაში.
 
==საჭოთა მოსკოვი==