შალვა ამირანაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
ხაზი 7:
[[1922]] წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი (თსუ-ის პირველი გამოშვება). [[1923]]–[[1925]] წლებში მუშაობდა [[მოსკოვი|მოსკოვსა]] და [[ლენინგრადი|ლენინგრადში]]. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-სა და სამხატვრო აკადემიაში. თსუ-ს ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე ([[1925]]-იდან), [[1939]]–[[1975]] წლებში საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი იყო.
 
ამირანაშვილი ქართული ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი იყო საქართველოში. იგი ითვლება აკადემიკოს [[გიორგი ჩუბინაშვილი]]ს ერთ-ერთ უახლოეს მოწაფედ. მისი განმაზოგადებელი ნაშრომები ხელოვნების აქტუალურ საკითხებს ეხება. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ძეგლთა დაცვისა და შეგროვების საქმეში. [[2001]] წელს მისი პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები [[ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი|ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს]] გადაეცა.<ref>[http://www.manuscript.ge/index.php?m=179 შალვა ამირანაშვილის კაბინეტი] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20120220002407/http://www.manuscript.ge/index.php?m=179 |date=2012-02-20 }}. /ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საიტი.</ref> დაჯილდოვდა [[ლენინის ორდენი|ლენინის ორდენით]], სამი სხვა ორდენითა და მედლებით.
 
დაკრძალულია [[პანთეონი (დიდუბე)|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]]. თბილისში არსებობს მისი სახელობის [[შალვა ამირანაშვილის ქუჩა|ქუჩა]].