ჯავაჰარლალ ნერუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 3 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
No edit summary
ხაზი 57:
 
== ბიოგრაფია ==
დაიბადა [[ალაჰაბადი|ალაჰაბადში]], გავლენიანი სახელმწიფო მოხელის ოჯახში. მამამისი, მოტილალ ნერუ [[ინდოეთის ეროვნული კონგრესი]]ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. [[1912]] წელს დაამთავრა [[კემბრიჯის უნივერსიტეტი]]ს იურიდიული ფაკულტეტი და დაბრუნდა ინდოეთში. დასახლდა ალაჰაბადში და დაიწყო მუშაობა მამამისის საადვოკატო კანტორაში.
 
ჯავაჰარლალ ნერუ დაიბადა სვარუპ რანის და მოტილა ნერუს ოჯახში, რომელიც ცნობილი ადვოკატი და ნაციონალისტი იყო. ნერუმ დაამთავრა [[კემბრიჯის უნივერსიტეტი|კემბრიჯი]]ს ტრინიტის კოლეჯი, რომლის შემდგომაც ის მამის მსგავსად ადვოკატობას აპირებდა. ინდოეთში დაბრუნების შემდგომ ნერუ საადვოკატო პრაქტიკის განხორციელება სურდა, მაგრამ მას პოლიტიკის მიმართ ინტერესი გაუჩნდა, რამაც საადვოკატო კარიერა ჩაანაცვლა. ნერუ მისი ადრეული ასაკიდანვე აქტიური ნაციონალისტი იყო, რის შედეგადაც ის ინდოეთში 1910 წლების მოვლენების დროს გამორჩეულ ლიდერად ჩამოყალიბდა. 1920-იან წლებში ნერუ ინდოეთის [[ინდოეთის ეროვნული კონგრესი|ეროვნული კონგრესის]] პარტიაში მემარცხენე ძალების ლიდერი გახდა, ხოლო [[მაჰათმა განდი|განდის]] მხარდაჭერით მალევე სრულიად კონგრესის. 1929 წელს როგორც კონგრესის პრეზიდენტმა [[ბრიტანელები|ბრიტანელი]] ინდოეთის დამოუკიდებლობა მოითხოვა, ასევე მისი ძალისხმევის შედეგად კონგრესში მემარცხენე ძალები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ და პარტია მკვეთრად მემარცხენე იდეოლოგიის მიმდევარი გახდა.
[[1916]] წელს ნერუმ [[კამალა ნერუ]]ზე იქორწინა , რომელიც იმ დროს 16 წლის იყო. ქორწინებისას თავად ნერუ 26 წლის იყო. კამალა [[დელი]]ში მაცხოვრებელი ქაშმირის ცნობილი ოჯახიდან იყო.
 
1930-იან წლებში როდესაც ინდოეთი დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობდა კონგრესი და ნერუ ინდოეთში მიმდინარე პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ. ნერუ მხარს უჭერდა [[სეკულარიზმი|სეკულარული]] სახელმწიფოს შექმნას, რაც 1937 წლის ადგილობრივ არჩევნებში პარტიის წარმატებაშიც გამოიხატა, რომლის შედეგადაც კონგრესმა რამდენიმე პროვინციაში ხელისუფლების მოპოვება შეძლო, ხოლო პარტია მუსლიმურმა ლიგამ მსგავს წარმატებას ვერ მიაღწია. 1942 წელს ნერუ განდის დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადებას არ ეთანხმებოდა, მიუხედავად ამისა ის დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდგომ ნერუს ინდოეთში პოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვლილი დახვდა, კერძოდ ერთ დროს მისი თანამებრძოლი [[მუჰამედ ალი ჯინა|მუჰამედ ალი ჯინაჰი]] უკვე მის მთავარ ოპონენტს წარმოადგენდა, რომელიც მუსულმანური ფრთის ლიდერად ჩამოყალიბდა. 1947 წელს კონგრესს და მუსულმანურ ლიგას შორის მოლაპარაკებები ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებით ჩიხში შევიდა, რასაც ინდოეთის დამოუკიდებლობა და მისი სისხლიანი გაყოფა მოჰყვა.
ინდოეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ კონგრესმა ნერუ პირველ პრემიერ-მინისტრად აირჩია. ნერუს პრემიერ-მინისტრად არჩევაზე მნიშვნელოვანი გავლენა განდის გადაწყვეტილებამ იქონია, რომელმაც ჯერ კიდევ 1941 წელს ნერუ მის პოლიტიკურ მემკვიდრედ დაასახელა. პრემიერ-მინისტრად არჩევის და1950 წელს კონსტიტუციის ამოქმედების შემდგომ ნერუმ ინდოეთის განვითარების მისეული ხედვის სისრულეში მოყვანა დაიწყო. არსებული ხედვა საკმაოდ ამბიციური იყო, რომელიც მიზნად ისახავდა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რეფორმების გატარებას. პრემიერ-მინისტრობამდე ნერუ ასევე მეთვალყურეობდა ინდოეთის კოლონიიდან სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესს, რაც [[პლურალიზმი|პლურალიზმის]] და მრავალპარტიულობის განვითარებას გულისხმობდა. იმის და მიუხედავად, რომ ნერუ მიუმხრობლობის საგარეო პოლიტიკას ატარებდა მან ინდოეთი სამხრეთ აზიაში რეგიონალურ [[ჰეგემონია|ჰეგემონად]] აქცია.
 
ნერუს ლიდერობის პერიოდში კონგრესი ინდოეთში დომინანტ პარტიად ჩამოყალიბდა. 1951, 1957 და 1962 წლებში კონგრესმა არჩევნებში ზედიზედ გაიმარჯვა, რაც მეტწილად ნერუს პოპულარობით იყო გამოწვეული. იმისდა მიუხედავად, რომ მისი მმართველობის ბოლო წლებში ნერუს პოლიტიკური პრობლემები შეექმნა, ის მოსახლეობაში პოპულარობას მაინც ინარჩუნებდა.
=== ადრეული ცხოვრება და კარიერა (1889-1912) ===
 
ჯავაჰარლალ ნერუ დაიბადა 1899 წლის 14 ნოემბერს, ალაჰაბადში, ბრიტანულ ინდოეთში. მისი მამა მოტილალ ნერუ (1861-1931) წარმატებული ადვოკატი იყო, რომელიც ინდოეთის კონგრესის პრეზიდენტი ორჯერ 1919 და 1928 წელს გახდა. ჯავაჰარლალ ნერუს დედა სვარუპ რანი (1868-1938) ქაშმირის რეგიონის ბრაჰმული კასტის წარმომადგენელი იყო. ჯავაჰარლალს ასევე ყავდა ორი უმცროსი და, ვიჯაია ლაშხმი, რომელიც [[გაეროს გენერალური ასამბლეა|გაერთიანებული ერების ასამბლეის]] ქალი პრეზიდენტი გახდა და კრიშნა ჰუზესინგი, რომელიც ცნობილი მწერალი გახდა.
 
=== ბავშვობა ===
ნერუ მის ბავშვობას „უზრუნველად და უმნიშვნელოდ“ თვლიდა. ჯავაჰარლალი პრივილეგირებულ და მდიდარ ოჯახში გაიზარდა, მას ბავშობიდანვე სახლში კერძო მასწავლებლები და მომვლელები ყავდა. ნერუზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მისმა მასწავლებელმა ფერდინანდ ბრუქსმა, აღნიშნულ პერიოდში ნერუ გატაცებული იყო მეცნიერებით და [[თეოსოფია|თეოსოფიით]]. ცამეტი წლის ასაკში ნერუ ოჯახის ახლობლის ანა ბესანტის დახმარებით თეოსოფიური საზოგადოების წევრი გახდა, მაგრამ მისი ინტერესი თეოსოფიის მიმართ ძლიერი არ აღმოჩნდა, ვინაიდან მას შემდეგ რაც ბრუქსი ნერუს აღარ ასწავლიდა მან აღნიშნული საზოგადოება მალევე დატოვა.
 
=== ახალგაზრდობა ===
ახალგაზრდობის დროს ნერუ ძლიერ ნაციონალისტად ჩამოყალიბდა. რუსეთ-იაპონიის და ბურების მეორე ომმა მისი გრძნობები მნიშვნელოვნად გააძლიერა. იაპონიისგამარჯვებებმა ნერუს ნაციონალისტური მისწრაფებები მნიშვნელოვნად გააძლიერა. ნერუზე ასევე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჯუზეპე გარიბალდის ცხოვრებამ, რომელსაც ის ინგლისში ჰაროუში სწავლის პერიოდში გაეცნო. ჯავაჰარლალი გარიბალდის რევოლუციურ პიროვნებად თვლიდა და მის მიერ იტალიის გაერთიანებაში შეტანილ წვლილს ფასდაუდებლად მიიჩნევდა. ნერუ მიიჩნევდა, რომ იტალიას და გარიბალდის გამოცდილება დამოუკიდებლობის მოპოვებაში ინდოეთის მსგავსი იყო და ეს ორი ქვეყანა ამ მხრივ ერთმანეთს საკმაოდ გავდნენ.
 
===განათლება===
1907-1910 წლებში ნერუ კემბრიჯის ტრინიტის კოლეჯში საბუნებისმეტყველო მეცნიერებას სწავლობდა. არსებულ პერიოდში ნერუ ასევე ეუფლებოდა პოლიტიკას და ისტორიას. სწავლის პერიოდში ნერუს მომავალ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს ბერნარდ შოუმ, ჯონ მეინარდ კეინზმა, ბერტრანდ რასელმა, ლოუის დიკენსონმა და მერედიტ თაუნსენდმა.
 
1910 წელს სწავლის დასრულების შემდგომ ნერუ საცხოვრებლად [[ლონდონი|ლონდონში]] გადავიდა სადაც მან სწავლა იურიდიული კუთხით განაგრძო. 1912 წელს კი ის უკვე ადვოკატთა ასოციაციის წევრი გახდა.
 
=== საადვოკატო პრაქტიკა ===
 
სწავლის დასრულების შემდგომ 1912 წელს ნერუ ინდოეთში საადვოკატო პრაქტიკის განხორციელების მიზნით დაბრუნდა. მამისგან განსხვავებით ნერუს საადვოკატო პრაქტიკის განხორციელების დიდი სურვილი არ ქონია. პოლიტიკით დაინტერესებამ ნერუს საადვოკატო ინტერესი მალევე ჩაანაცვლა, რის შედეგადაც ის საადვოკატო საქმიანობას ჩამოშორდა.
 
===ადრეული ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის (1912-1938)===
 
ნერუს ინდოეთის პოლიტიკით და მისი დამოუკიდებლობით ბრიტანეთში სწავლის დროს დაინტერესდა. 1912 წელს მას შემდგომ რაც ნერუ ინდოეთში დაბრუნდა ის პატნაში კონგრესის ყრილობას დაესწრო, რომელიც იმ დროისთვის ცენტრისტების და ელიტების პარტიას წარმოადგენდა. იმისდა მიუხედავად, რომ ნერუ კონგრესის საქმიანობას სკეპტიკურად უყურებდა 1913 წელს ის ინდოეთის სამოქალაქო მოძრაობისთვის თანხების მოძიებას დათანხმდა.
 
===ფუნდამენტური უფლებები და ეკონომიკური პოლიტიკა:1929===
1929 წელს ნერუმ კონგრესის და მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკის მოდელი შეიმუშავა. ნერუმ განაცხადა, რომ კონგრესის მიზნებს წარმოადგენდა რელიგიის თავისუფლება; ასოციაციების შექმნის უფლება; სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება; კანონის წინაშე თანასწორობა კასტის, ფერის, მრწამსის და მიუხედავად; რეგიონალური ენების და კულტურების დაცვა; გლეხების და მშრომელების ინტერესების დაცვა; ხელშეუხებლობის გაუქმება; სხავადასხვა ინდუსტრიების ნაციონალიზაცია; სოციალიზმი და სეკულარული ინდოეთის შექმნა. აღნიშნული მიზნები წარმოადგენდნენ ფუნდამენტური უფლებების და ეკონომიკური პოლიტიკის 1929-1931 წლის მონახაზის მთავარ ბირთვს, რომლის რატიფიკაციაც კონგრესმა 1931 წელს შეძლო.
 
===დამოუკიდებლობის გამოცხადება===
ნერუ იყო ერთ-ერთი პირველი კონგრესის პარტიიდან, რომელიც ინდოეთის დაუყონებლივ დამოუკიდებლობის გამოცხადებას ითხოვდა. განდის მხრიდან კრიტიკის მიუხედავად დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ნერუს მოთხოვნა კონგრესმა 1927 წლის მადრას ყრილობაზე დაამტკიცა. არსებული დროის პერიოდში ნერუმ ასევე შექმნა ინდოეთის დამოუკიდებლობის ლიგა, რომელიც კონგრესზე ზეწოლის მიზნით შეიქმნა. 1928 წელს განდი ნერუს მოთხოვნას დათანხმდა, მაგრამ წამოაყენა წინადადება რაც ინდოეთისთვის დომინიონის სტატუსის მინიჭებას ორი წლის ვადაში გულისხმობდა. იმ შემთხვევაში თუ ბრიტანეთი აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ არ დააკმაყოფილებდა ინდოეთი მოთხოვნებს, კონგრესს შეეძლო ინდოეთის მთლიანი მოსახლეობისთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისკენ მოეწოდებინა. ნერუ განდის აღნიშნულ დროის მონაკვეთს არ ეთანხმებოდა და ის დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუყონებლივ ითხოვდა. დებატების შედეგად განდი კომპრომისზე წასვლას დათანხმდა და ორწლიანი პერიოდი ერთ წლამდე შემცირდა.
 
1929 წელს ბრიტანეთმა ინდოეთის დომინიონის სტატუსთან დაკავშირებით მოთხოვნაზე უარი განაცხადა, რის შედეგადაც ნერუმ 1929 წლის 29 დეკემბერს ლაჰორის სესიაზე რეზოლუცია წარადგინა, რომელიც ინდოეთის სრულ დამოუკიდებლობას აცხადებდა. 1929 წელს შობის ღამეს ლაჰორში მდინარე რავაის პირას ნერუმ ინდოეთის სამფეროვანი დროშა წარადგინა და დამოუკიდებლობის დეკლარაცია წაიკითხა, რომელიც ბრიტანეთის იმპერიისთვის [[გადასახადი|გადასახადების]] გადახდაზე უარს გულისხმობდა. ნერუმ დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე დამსწრე მოსახლეობას მოუწოდა ხელი აეწიათ თუ ისინი არსებულ დეკლარაციას ეთანხმებოდნენ, რაზეც უდიდესმა უმრავლესობამ ხელის აწევით თანხმობა განაცხადა. მალევე ნერუს მიერ დამოუკიდებლობის დეკლარაციის წაკითხვის შემდგომ ინდოეთის 172-მა ცენტრალურმა თუ რეგიონალურმა მოხელემ მხარდაჭერის ნიშნად თანამდებობა დატოვა. მალევე კონგრესმა 26 იანვარი ინდოეთის დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა.
 
1929 წლის ლაჰორის სესიის შემდგომ ნერუ ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის მთავარ ლიდერად ჩამოყალიბდა, ხოლო განდი სულიერი ლიდერის როლს ასრულებდა. იმის და მიუხედავად, რომ ნერუ განდის პოლიტიკური მემკვიდრე 1942 წელს გახდა ის დიდი ხნით ადრე ინდოეთის მოსახლეობაში განდის მემკვიდრედ მიიჩნეოდა.
 
===ეკონომიკური პოლიტიკა===
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ნერუმ ინდოეთის განვითარებისთვის სპეციალური ეკონომიკური პოლიტიკა აირჩია. ნერუს პოლიტიკა ძლიერ პროტექციონიზმს და შერეული ეკონომიკის ქონას გულისხმობდა, სადაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად იარსებებდნენ. ნერუს სჯეროდა, რომ საბაზისო და მძიმე ინდუსტრიის განვითარება ინდოეთის ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი იყო, სწორედ ამიტომ ინდოეთის მთავრობა აღნიშნულ სფეროებს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევდა.
 
ცივი ომის(https://ka.wikipedia.org/wiki/ცივი_ომი) პერიოდში მიუმხრობლობის პერიოდში ნერუ ორივე მხარისგან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას იღებდა, რაც ინდოეთის ინდუსტრიული სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა. [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირის]](საბჭოთა_სოციალისტური_რესპუბლიკების_კავშირი) და დასავლეთ გერმანიის მხრიდან მიღებული დახმარების შედეგად ბოკაროს და როუკეიას ქალაქებში მეტალურგიული ქარხნების მშენებლობა დაიწყო. 1950-1965 წლებში ინდოეთის ინდუსტრიული განვითარება ყოველწლიურად 7%-ს აღწევდა რის შედეგადაც ის ინდუსტრიული ქვეყნების სიაში მეშვიდე ადგილს იკავებდა.
 
1950-1951 და 1964-1965 წლებში ინდოეთის მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ 3.9% და 4.0% შეადგენდა, რაც ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საკმაოდ კარგ ეკონომიკურ შედეგს წარმოადგენდა. იმის და მიუხედავად, რომ ინდოეთის ეკონომიკა სწრაფად ვითარდებოდა ის სხვა მა ეკონომიკებს განვითარებაში მაინც ჩამორჩებოდა, რაც ჭარბი ეკონომიკური რეგულაციებით იყო განპირობებული.
 
===საგარეო პოლიტიკა===
ნერუ მისი პრემიერ მინისტრობის პერიოდში ასევე იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას, რის გამოც მას ინდოეთის საგარეო პოლიტიკაზე დიდი გავლენა ქონდა. ნერუს სურდა, რომ ინდოეთი დაძაბული საერთაშორისო პოლიტიკის ფონზე მიუმხრომელიყოფილიყო. ცივი ომის პერიოდში ნერუ აქტიურად ცდილობდა აზიაში და აფრიკაში ახალ დამოუკიდებელი სახელწმიფოებთან ერთად ახალი ალტერნატივა შეექმნა. 1962 წელს ჩინეთთან ომის შემდგომ ნერუს რადიკალურად შეიცვალა და ის მნიშვნელოვნად თავდაცვითი სახის გახდა.
 
===ერთა თანამეგობრობა===
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ნერუს სურდა, რომ ბრიტანეთთან კარგი ურთიერთობა ქონოდა, რის გამოც ის დათანხმდა ერთა თანამეგობრობაში გაწევრიანებას და ბრიტანეთის მონარქის ორგანიზაციის ხელმძღვანელად აღიარ()ებას. ნერუს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ინდოეთში დადებითად შეხვდნენ , გარდა რადიკალი მემარცხენეებისა და მემარჯვენე პარტიებისა.
 
 
===მიუმხრობლობის პოლიტიკა===
საერთაშორისო დონეზე ნერუ სამხედრო მოქმედებების და ალიანსების წინააღმდეგი იყო. ის ასევე მხარს აქტიურად უჭერდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და მის პოლიტიკას, გარდა ქაშმირის საკითხისა. მიუმხრობლობის პოლიტიკიდან გამომდინარე ნერუმ ასევე შექმნა მიუმხრობლობის პოლიტიკის მოძრაობა, რომელიც ორი დაპირისპირებული მხარის აშშ-სდა სსრკ-ს შორის ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. ნერუ იყოს იყო ერთ-ერთი პირველი რომელმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აღიარა, მაშინ როდესაც დასავლეთი დიპლომატიურ ურთიერთობას მხოლოდ ტაივანთან აგრძელებდა. ნერუ ასევე მხარს უჭერდა ჩინეთის გაეროში გაწევრიანებას და მან ასევე უარი თქვა ჩინეთ-კორეის ომში ჩინეთის როგორც აგრესორად გამოცხადებაზე. 1950-იან წლებში ნერუს თბილი დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ განპირობებული იყო იმით, რომ მას სურდა საბჭოთა ქვეყნებს და დასავლეთს შორის შუამავლის როლი შეესრულებინა.
 
===თავდაცვა და ატომური პოლიტიკა===
იმის და მიუხედავად, რომ ნერუ სამხედრო კონფლიქტებს და ომებს ეწინააღმდეგებოდა ის პაკისტანის მხრიდან მომდინარე საფრთხეებს სწორად აფასებდა და საკუთარი თავდაცვის უნარიანობის გაზრდაზე ზრუნავდა. ომის მიმართ მისი დამოკიდებულების და მიუხედავად ნერუ პრაგმატული პოლიტიკოსი იყო და სამხედრო ძალის გამოყენებას შესაბამისად ახდენდა, კერძოდ 1948 წელს ჰიდერაბადის და 1961 წელს გოას ანექსია მოახდინა.
 
ინდოეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის განსამტკიცებლად ნერუ ატომური იარაღის ქონას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, სწორედ ამიტომ 1948 წელს მან ატომური ენერგიის კომისია შემქნა. ნერუმ ინდოეთის ატომურ პროგრამას სათავეში ჰომი ბჰაბა ჩაუყენა, რომელსაც პროგრამაზე სრული კონტროლი ქონდა. ნერუს ატომური იარაღის ქონით სურდა ინდოეთი სამხრეთ აზიაში დომინანტ ძალად ექცია და ასევე მასზე სხვა ინდუსტრიული ქვეყნების გავლენა შეემცირებინა, ნერუს ასევე სურდა ატომური იარაღი ინდოეთისთვის პაკისტანზე დომინირების სიმბოლოც ქცეულიყო.
 
კორეის ომის (1950-1953) შემდგომ ნერუ საერთაშორისო დონეზე დაძაბულობის შესამცირებლად აქტიურად მუშაობდა. ნერუს მხარდაჭერით ასევე ჩატარდა პირველი კვლევა, რომელიც ატომური აფეთქების ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენას შეისწავლიდა. ნერუ ასევე აქტიურად მუშაობდა ატომური იარაღის შემცირებაზე, ვინაიდან ნერუ თვლიდა, რომ ატომური იარაღის გაზრდა გამალებულ შეიარაღებას გამოიწვევდა, რაც განვითარებადი ქვეყნებისთვის და განსაკუთრებით ინდოეთისთვის მძიმე ტვირთი იქნებოდა.
 
===ქაშმირის დაცვა===
ლორდ მაუნტბატენის ზეწოლის შედეგად ნერუმ პირობა დადო, რომ 1948 წელს ის ქაშმირში პლებისციტს ჩაატარებდა, რომელიც გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდებოდა მის ბედს გადაწვეტდა. ქაშმირი ინდოეთს და პაკისტანს შორის სადავო ტერიტორიას წარმოადგენდა, რის გამოც 1947 წელს ორ ქვეყანას შორის საომარი მოქმედებებიც კი მიმდინარეობდა. გაეროს რეზოლუციის მიხედვით პაკისტანს მისი შეიარაღებული ძალები რეგიონიდან უნდა გაეყვანა, რაც პაკისტანმა არ შეასრულა, რის გამოც 1953 წელს ჩასატარებელ პლებისციტზე ნერუმ უარი განაცხადა. ნერუ სხვადასხვა პოლიტიკის გატარებით აქტიურად ცდილობდა ქაშმირის რეგიონის ინდოეთის შემადგენლობაში ინტეგრაციას. 1957 წელს ინდოეთის წარმომადგენლის კრიშნა მენონის 8 საათიანი სიტყვის გამოსვლის დროს ნერუმ ქაშმირში ინდოეთის ძალაუფლების განმტკიცება მოახდინა.
 
===ჩინეთი===
1954 წელს ნერუმ ჩინეთთან მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპის შეთანხმება დადო, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს არეგულირებდა. 1954 წლის შეთანხმების თანახმად ინდოეთი ტიბეტზე ჩინეთის მმართველობას აღიარებდა. 1957 წელს ჩინეთის პრემიერმინისტრსა და ნერუს შორის შეთანხმების თანახმად ინდოეთი ტიბეტზე ჩინეთის მმართველობას კვლავ აღიარებდა და პირობას დებდა, რომ არსებულ კონფლიქტში არ ჩაერეოდა.
 
===ჩინჩინეთ-ინდოეთის ომი ეთ-ინდოეთის ომი ===
 
1959 წლიდან ნერუმ ჩინეთ-ინდოეთის სადავო საზღვარზე სამხედრო საგუშაგოების განლაგება დაიწყო. არსებულ ტერიტორიაზე ინდოეთის მხრიდან 43 საგუშაგოს განთავსება მოხდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც მანამდე ინდოეთის საკუთრებას არ წარმოადგენდა. აღნიშნული ფაქტიდან მალევე ჩინეთმა რამდენიმე საგუშაგოზე თავდასხმა განახორციელა, რასაც ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა, რომელშიც ინდოეთი დამარცხდა. კონფლიქტის დასრულების შემდგომ ჩინეთი საწყისს პოზიციებს დაუბრუნდა, გარდა აკასის ნაწილისა, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ინდოეთის შემადგენლობაში შედიოდა.
 
ჩინეთთან მარცხის გამო ნერუს ინდოეთში კრიტიკის ობიექტი გახდა, ვინაიდან აღნიშნულმა კონფლიქტმა გამოაჩინა, რომ ინდოეთის არმია კონფლიქტისთვის მზად არ იყო და კონფლიქტის შემთხვევაში მას მხოლოდ 14,000 ჯარისკაცის გაგზავნა შეეძლო. კრიტიკის საპასუხოდ ნერუმ ინდოეთის თავდაცვის მინისტრი კრიშნა მენონი გადააყენა და აშშ-სთან დაახლოება დაიწყო, რომელმაც კონფლიქტში პაკისტანის ნეიტრალურობას უზრუნველყო. იმის და მიუხედავად, რომ ნერუ აშშ-ს დაუახლოვდა და ის საბჭოთა კავშირთანაც მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა.
 
===გარდაცვალება===
 
ნერუს ჯანმრთელობის გაუარესება 1962 წლიდან ჩინეთ-ინდოეთის ომის შემდგომ დაიწყო. ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ნერუს ჯანმრთელობა გაუარესდა კონფლიქტის დროს არსებული სტრესი და ის დამცირება იყო რაც ინდოეთის დამარცხებას მოჰყვა. ჯანმრთელობის გაუარესები გამო ნერუმ 1963 წელი ქაშმირში გაატარა. 1964 წლის 26 მაისს ქაშმირის დატოვების შემდგომ ნერუ თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ გამთენიისას მან ზურგის არეში ტკივილი იგრძნო, რის შემდგომაც მასთან მკურნალი ექიმი მივიდა. ექიმთან კონსულტაციის დროს ნერუმ გონება დაკარგა, რის შემდგომაც ის მალევე გარდაიცვალა. ნერუს გარდაცვალების შესახებ ცნობა 1964 წლის 27 მაისს გავრცელდა. საჯარო პანაშვიდის შემდგომ რომელსაც მილიონობით ადამიანი დაესწრო მის სხეულს ინდური ტრადიციის მიხედვით კრემაცია ჩაუტარდა, ხოლო მისი ფერფლი 28 მაისს მდინარე იამუნაზე მიმოფანტეს.
 
===პირადი ცხოვრება===
 
ნერუ 1916 წელს დაქორწინდა კამალ კაულზე რომელთანაც მას ერთადერთი შვილი [[ინდირა განდი]] შეეძინა. 1936 წელს კამალას გარდაცვალების შემდგომ ნერუს ურთიერთობა რამდენიმე ქალთან ქონდა. ნერუ სხვადასხვა დროს ურთიერთობა ქონდა შრადჰა მატასთან, პადმაჯა ნაიდუსთან და ედვინა მაუნტბატენთან.
 
 
 
 
== რესურსები ინტერნეტში ==